მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები
როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თი­თო­ე­ულ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­ში სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნებს ამ დღის შეხ­ვედ­რის, აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ. რო­გორ ხვდე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა­ვენ ქრის­ტეს შო­ბის დღე­სას­წა­ულს პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბო­ბენ.

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მო­ლო­დი­ნი ჩემ­თვის სა­ა­ხალ­წლო მო­ლო­დი­ნის­გან უფრო ფა­ქი­ზია, რად­გა­ნაც ის უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნია. შო­ბის დღე­სა­წა­უ­ლის მო­ლო­დინს, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვე­კი­დე­ბი, რად­გა­ნაც ეს დღე ერთ-ერთი უდი­დე­სია. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სით მო­დის. მოკ­რძა­ლე­ბულ გან­ცდა­ში უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლია... როცა ხარ დედა, შვი­ლი, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი შო­ბის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს შენს ოჯახ­ზე, მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რობ. გაქვს მო­ლო­დი­ნი და ყო­ველ­თვის ამარ­თლებს გუ­ლით ნა­ფიქ­რი, და­ლოც­ვი­ლი და წარ­მოთ­ქმუ­ლი ლოც­ვა... პარ­ტრი­არ­ქის­გან მო­ცე­მუ­ლი კურ­თხე­ვა, რომ ყვე­ლა სახ­ლის სარ­კმელ­ში ერთი სან­თე­ლი მა­ცხო­ვარს უნდა და­ვუნ­თოთ, ისეთ გან­წყო­ბას გვაძ­ლევს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, იქ ამ პრო­ცეს­ში არ იყო ჩარ­თუ­ლი. სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე, ჩემი ყო­ფი­თი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის ვერ მივ­დი­ვარ. თუმ­ცა როცა ვყო­ფილ­ვარ, იქ კი­დევ სხვა რამ ხდე­ბა... მა­ინ­ტე­რე­სებს პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა იქი­დან ბევრ რა­მეს ვერ ვი­გებ, თან ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ბო­ლომ­დე ვერ უს­მენ, მაგ­რამ წლი­დან წლამ­დე სულ ვე­ლო­დე­ბი. გუ­ლით თუ მო­უს­მენ ბევრ რა­მე­ში გეხ­მა­რე­ბა, იმის­თვის, რომ და­ფიქ­რდე, მო­მა­ვა­ლი სწო­რად და­გეგ­მო.

  • სა­შო­ბაო სუფ­რა

- სა­შო­ბაო სუფ­რა ახა­ლი წლის სუფ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, ამა­შიც მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა იგ­რძნო­ბა უფ­ლი­სად­მი და არა ის, რომ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა გვე­ზა­რე­ბა. სა­შო­ბაო ღე­ზელს არ ვა­ცხობ იმი­ტომ, რომ ჩემი გე­ნე­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი არ არის. ქარ­თლი­დან ვარ, სა­დაც სა­შო­ბაო ღვე­ზელს არ ვა­ცხობთ, მას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, გუ­რუ­ლე­ბი აკე­თე­ბენ. ჩვენ­თან მარ­ხვის ხსნი­ლი სხვა ფორ­მით ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ღო­რის ხორ­ცი იხარ­შე­ბა... ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ინც ის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლე­ბია, რაც მაგ დროს ადა­მი­ანს გაქვს, რად­გა­ნაც რა­ღაც ახა­ლი უნდა და­ი­ბა­დოს და რა­ღაც ახ­ლის ათ­ვლის წერ­ტი­ლი იწყე­ბა. ვინც ამ დროს გულ­წრფე­ლო­ბას ახერ­ხებს, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს არის...

წელს შო­ბას ვერ შევ­ხვდი სა­კუ­თარ ოჯახ­ში, თუმ­ცა ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად და უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ზამ­თრის კუ­რორტზე ვართ. და­ხუ­რუ­ლია, მაგ­რამ ვე­ცა­დე, ბავ­შვე­ბი ქა­ლა­ქი­დან გა­მეყ­ვა­ნა და პირ­ვე­ლად შევ­ხვდი შო­ბას არა ჩემს სახ­ლში, არა­მედ სხვა­გან. შო­ბის ღა­მეს უნდა ისურ­ვო გარ­შე­მო სიმ­შვი­დე, ჯან­მრთე­ლო­ბა... წელს დარ­დებ­მა ისე მოგ­ვიც­ვა, რომ მხო­ლოდ შენი ოჯა­ხის მშვი­დად ყოფ­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბა არ ნიშ­ნავს კარ­გად ყოფ­ნას. სიმ­შვი­დე შე­უძ­ლე­ბე­ლია, როცა გარ­შე­მო პან­დე­მია ასე ბო­ბოქ­რობს...

  • სა­შო­ბაო კერ­ძი

- რო­გორ ამ­ბო­ბენ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ. სა­შო­ბა­ოდ „ხა­ლა­დეცს“ (ლაბა) ვა­კე­თებ და მის რე­ცეპტს გა­გი­ზი­ა­რებთ. უბ­რა­ლოდ ღო­რის თავ-ფე­ხის გა­სუფ­თა­ვე­ბაა ცოტა რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, ამი­ტომ, ამა­ში მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბა. გულ­დას­მით ვა­მუ­შა­ვებთ და ვაკ­რი­ლებთ ამ ყვე­ლა­ფერს. შემ­დეგ ვხარ­შავ. შემ­დეგ ხორ­ცი წვრილ ნა­წი­ლად იკე­პე­ბა. ამა­სო­ბა­ში ცალ­კე ვაგ­რო­ვებ ხახვს, ნი­ორს, ოხ­რა­ხუშს, შავ სურ­ნე­ლო­ვან პილ­პი­ლის მარ­ცვლებს და წი­თელ და­ღერ­ღილ წი­წა­კას, ერ­თად რა­ღაც ბა­დე­ში ვა­თავ­სებ, ვდებ წა­მო­სა­დუ­ღებ­ლად დად­გმულ და­კე­პილ ხორ­ცში ისე, რომ ისე­ვე, ბა­დი­ა­ნად ამო­ვი­ღო. ამან თა­ვი­სი საქ­მე იქ არო­მა­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ა­კე­თოს. მი­ღე­ბულ მა­სას შემ­დეგ ჭურ­ჭელ­ში გა­სა­ცი­ებ­ლად ვას­ხამ და ვა­ნა­წი­ლებ. ჩემი „ხა­ლა­დე­ცი“ მე­გობ­რებს ძა­ლი­ან მოს­წობნთ. არის ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე, თეთ­რი, ჟე­ლე­სებ­რი მასა, არა­ნა­ირ ჟე­ლა­ტინს არ ვუშ­ვე­ბი, ან ჩემს სა­ავ­ტო­როს არ ვა­მა­ტებ, არა­ნა­ირ ახალ გე­მოს არ ვრის­კავ, იმ­დე­ნი ძალა და დრო მი­აქვს, რომ რა­ღაც ისე რომ არ გა­მო­ვი­დეს და ეს შრო­მა წყალ­ში ჩა­ი­ყა­როს, ძა­ლი­ან და­მე­ნა­ნე­ბა. „ხა­ლა­დე­ცი“ რა თქმა უნდა, მდოგ­ვთან ერ­თად უნდა მი­ვირ­თვათ. მდოგ­ვის გარ­შე აზრი არ აქვს.

  • სა­შო­ბაო სურ­ვი­ლე­ბი

- თქვენს მკი­თხველს და ჩემს მა­ყუ­რე­ბელს, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ - ჯან­მრთე­ლო­ბას, გო­ნე­ბის, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ სი­ჯან­სა­ღეს, სი­ხა­რუ­ლის გან­ცდას, სიმ­შვი­დეს, მეტი სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მის უნარს, უფრო მე­ტის მი­ღე­ბას. სუ­ლაც არ არის რთუ­ლი და სირ­ცხვი­ლი, შენი გან­ცდე­ბი გა­მო­ხა­ტო და ვინც გიყ­ვარს, უთხრა, რომ გიყ­ვარს, ვინც გა­ხა­ლი­სებს, უთხრა, რომ გა­ხა­ლი­სებს, - ეს ემო­ცია უნდა გას­ცე, გულ­ში არ უნდა და­ი­ტო­ვო, მერე სხვა გან­ცდებ­ში რომ არ გა­და­ვი­დეს. ამ პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნა, ამი­ტომ, ყვე­ლას კე­თილ­დღე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ. არა­ვის გას­ჭირ­ვე­ბო­დეს, რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, როცა ვი­ღა­ცის შვილს საჭ­მე­ლი ენატ­რე­ბა. ეს უკვე წი­თე­ლი ხა­ზია, რომ­ლის იქით არა­ფე­რი ხდე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი სიმ­შვი­დე ჰქონ­დეს თი­თო­ე­ულს!

გვან­ცა და­რა­სე­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- სა­შო­ბაო ტრა­დი­ცი­ე­ბი ალ­ბათ ყვე­ლას მსგავ­სი აქვს. სა­შო­ბა­ოდ ვცდი­ლობ, რომ პა­ტა­რა სუფ­რა გვქონ­დეს, ერ­თა­დერ­თი უც­ვლე­ლი ტრა­დი­ცია, რაც მაქვს და ისე­ვე, რო­გორც ბევრ ადა­მი­ანს, ფან­ჯა­რა­ში სან­თლის დან­თე­ბაა. ეს მარ­თლაც ჯა­დოს­ნუ­რი მო­მენ­ტია, მიყ­ვარს და მჯე­რა ამის. ამი­ტომ, სა­დაც უნდა ვიყო, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ეს რი­ტუ­ა­ლი შე­ვას­რუ­ლო ბავ­შვებ­თან ერ­თად... შო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე ეკ­ლე­სი­ა­შიც შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ახლა, რაც პა­ტა­რე­ბი გვყავს, უკვე არა.

  • სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლი?

- შარ­შან დაწ­ნუ­ლი პური გა­მო­ვა­ცხე, რი­ტუ­ა­ლუ­რი პუ­რი­ვით იყო, ლა­მა­ზიც გა­მო­ვი­და და რა­ღაც­ნა­ი­რად სუფ­რას უხ­დე­ბო­და... სა­შო­ბაო ღე­ზე­ლი ჯერ არ გა­მო­მი­ცხვია, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ში ცომი ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ნარ­ჩენს ვუმკლავ­დე­ბი. რე­ცეპ­ტი რო­მელ­საც ახლა გა­გიმ­ხელთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ არ მაქვს, მაგ­რამ როცა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ხოლ­მე, თან, კარ­გად გა­მომ­დის და დიდი ჭურ­ჭლით იტა­ლი­ურ ლა­ზა­ნი­ას მე­გობ­რე­ბის­თვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ, - ყვე­ლას გვიყ­ვარს. ლა­ზა­ნი­ას ფირ­ფი­ტებს წი­ნას­წარ ვყი­დუ­ლობ, რად­გან მის გა­მო­ცხო­ბას დიდი დრო უნდა. მოკ­ლედ, მის სამ ფე­ნას შიგ­თავსს ვურ­თავ. პირ­ვე­ლი ფენა არის სა­ქონ­ლის ხორ­ცი­თა და პო­მიდვ­რით, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლებ­ლე­ბით ვა­ზა­ვებ, შემ­დე­გი ფენა ყვე­ლის დ ნა­დუ­ღის მიქ­სია, მე­სა­მე - სო­კოს და ის­პა­ნა­ხის მო­თუ­შუ­ლი მიქ­სი. ზე­მო­დან, რა თქმა უნდა, ბევრ პარ­მე­ზა­ნის ყველს ვუშ­ვე­ბი და ღუ­მელ­ში ვა­ცხობ. თუმ­ცა მა­ნამ­დე ფორ­ფი­ტებს ადუ­ღე­ბულ წყალ­ში ცო­ტას მოვ­ხარ­შავ ხოლ­მე და შემ­დეგ უკვე მისი ღუ­მელ­ში ყოფ­ნა 30-40 წუთი სრუ­ლად საკ­მა­რი­სია.

  • სა­შო­ბაო სურ­ვი­ლე­ბი

- ბევ­რი კარ­გი ამ­ბა­ვი მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლა ოჯახს, ჯან­მრთე­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხნე­ო­ბა, გა­სულ­მა წელ­მა დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა. ყვე­ლას ას­რუ­ლე­ბო­დეს კე­თი­ლი სურ­ვი­ლი, რა­საც ჩა­ი­ფიქ­რებს. 2021 წელს ადა­მი­ა­ნებ­მა მეტი სი­კე­თე, შვე­ბა იგ­რძნონ, და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბი მეტი ჰქონ­დეთ.

ხა­ტია შა­მუ­გია, „ისი-პა­რის“ პი­არ­მე­ნე­ჯე­რი:

- ამ დღეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ სახ­ლში ვიყო, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მით უმე­ტეს, ყვე­ლა­ნი სახ­ლში ვართ. სახ­ლში ყოფ­ნას უფრო იმი­ტომ ვცდი­ლობ, რომ ფან­ჯა­რა­ში სან­თე­ლი და­ვან­თო. პატ­რი­არ­ქის ეს მო­წო­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს და შო­ბის ღა­მეს სან­თელს ფან­ჯა­რა­ში სულ ვან­თებ. მგო­ნია, რომ ამით უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბას უხდი. როცა უფალს ეხ­მი­ა­ნე­ბი და მას­თან მი­დი­ხარ, სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ერთი და უც­ვლე­ლია - სთხოვ მფარ­ვე­ლო­ბას, გინ­და, სულ შენ­თან იყოს!

  • სა­შო­ბაო სუფ­რა

- არ არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რად­გან მარ­ხვა­ზე არ ვარ, ეს სუფ­რა მათ­თვის არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ვინც, სა­შო­ბაო მარ­ხვას ინა­ხავს, რად­გა­ნაც შო­ბას ხსნი­ლია (სა­შო­ბაო მარ­ხვას რომ ვერ ვი­ცავ, სა­მა­გი­როდ, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს ვმარ­ხუ­ლობ)... დედა სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და ყო­ველ­თვის ჩვენს ოჯახ­ში სა­შო­ბაო „ხა­ლა­დე­ცი“ კეთ­დე­ბო­და, თან, სა­ოც­რად სუფ­თად, სა­ერ­თოდ აკუ­რა­ტუ­ლად უყ­ვარ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი. ღო­რის თავს ერთი კვი­რით ადრე ყი­დუ­ლობ­და და მის გა­სუფ­თა­ვე­ბას იწყებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მხო­ლოდ კი არ რე­ცხავ­და, მა­ნამ­დე კბი­ლებს ჯაგ­რი­სით უსუფ­თა­ვებ­და... მერე რამ­დე­ნი­მე დღე გამ­დი­ნა­რე წყალ­ში დებ­და. ბე­დო­ბას, შო­ბას მო­დი­ოდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი, რო­მელ­თაც გუ­ლით უმას­პინ­ძლდე­ბო­და. წელს სა­ა­ხალ­წლოდ კერ­ძე­ბი ერთ-ერთ რეს­ტო­რანს შე­ვუკ­ვე­თე და იქი­დან ჩემი სა­დარ­ბა­ზოს ცუგა „ჯე­კაც“ კი გემ­რი­ე­ლად და­პურ­და, რო­მელ­ზეც მე­ურ­ვე­ო­ბა მაქვს აღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, სა­დარ­ბა­ზო­ში თუ მე არ ვუ­თხა­რი, რომ „ჯეკა, ჩე­მია“ - ჩემ­თან არა­ვის უშ­ვებს. მოკ­ლედ, მას ჰქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი წელი - სა­ცი­ვი, კუჭ­მა­ჭი, გო­ჭის ხორ­ცი - არა­ფე­რი დაკ­ლე­ბია. ამ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარს გო­ზი­ნა­ყი, ჩურ­ჩხე­ლა და უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბის ჩურ­ჩე­ლას და გო­ზი­ნაყს მი­ვირ­თმევ ხოლ­მე.

- ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი, ან საყ­ვა­რე­ლი, რო­მელ­საც ხში­რად აკე­თებ და შო­ბა­საც შე­იძ­ლე­ბა მისი მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლია?

- ბოსტნე­უ­ლი დი­დად არ მიყ­ვარს, უფრო ხორ­ცი, მაგ­რამ მხო­ლოდ ქათ­მის და ხბოს ხორცს მი­ვირ­თმევ. ამი­ტომ, ხში­რად ვამ­ზა­დებ ქათ­მის ფი­ლეს, სო­კოს­თან ნა­ღე­ბით. ვი­ღებთ ქათ­მის ფი­ლეს, ვჭრით კუ­ბი­კე­ბად, სო­კო­საც ასე­ვე ან შუ­ა­ზეც შე­იძ­ლე­ბა და მთლი­ა­ნა­დაც. ქათ­მის ფი­ლეს უნდა მო­ას­ხათ სო­ი­ოს სო­უ­სი, მა­რი­ლი და შავი პილ­პი­ლი მო­ა­ყა­როთ და ცოტა ხანს ასე გა­ა­ჩე­როთ. ამ დროს ტაფა უნდა გა­ა­ცხე­ლოთ, და­ა­ყა­როთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, სოკო და ქათ­მის ფილე და ცხიმ­თან ერ­თად მო­შუ­შოთ. 7-10 წუთი რომ დარ­ჩე­ბა ცე­ცხლი­დან გად­მოდ­გმამ­დე, მა­შინ 2 კბი­ლი ნი­ო­რი უნდა ჩა­ჭყლი­ტოთ და ცოტა ხანს ტა­ფას თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ. მერე ზოგი ზე­მო­დან ბულ­გა­რულ წი­წა­კას და­აჭ­რის, ბო­ლოს კი ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ღებს ვას­ხამ, წა­მო­დუღ­დე­ბა და გა­მოვ­რთავ. ამ კერძს სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ით ვა­კე­თებ...

  • სა­შო­ბაო სურ­ვი­ლე­ბი

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი ვი­ყოთ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ესაა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ, ბევ­რი რამ გა­დაგ­ვა­ფა­სე­ბი­ნა. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, ისეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე გვეშ­ლე­ბო­და ნერ­ვე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა გვერ­დში დგო­მა მე­ტად ვის­წავ­ლეთ. გა­სუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი ის იყო, რომ პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ი­წი­რა... ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­დევ­ნას, მთელ მსოფ­ლი­ოს ახლა ერთი სატ­კი­ვა­რი გვა­ერ­თი­ა­ნებს და ვი­სურ­ვებ­დი, ეს უხი­ლა­ვი მტე­რი ყვე­ლას ერ­თად დაგ­ვე­მარ­ცხე­ბი­ნოს, ჯან­მრთე­ლე­ბი ვი­ყოთ და გა­ვუძ­ლოთ ამ უდი­დეს გან­საც­დელს, მგო­ნია, რომ უფ­ლის ნე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

ესენი ვინც არიან და რაც არიან ყველამ კარგად იცს,აი პოპულარული ქართველი ქალბატონები კი ჩვენი გმირი სამედივინო პერსონალი ბრძანდება

?
0

ამბები გე რატომ არ ულოცავთ მკითხველს შობას ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

შობის დღესასწაული თითოეულ მართლმადიდებელში საოცარ ემოციას იწვევს. ადამიანებს ამ დღის შეხვედრის, აღნიშვნის ტრადიციები აქვთ. როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ ქრისტეს შობის დღესასწაულს პოპულარული ქართველი ქალბატონები, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობენ.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- შობის დღესასწაულის მოლოდინი ჩემთვის საახალწლო მოლოდინისგან უფრო ფაქიზია, რადგანაც ის უფრო გრანდიოზული და ხმაურიანია. შობის დღესაწაულის მოლოდინს, ძალიან ფრთხილად ვეკიდები, რადგანაც ეს დღე ერთ-ერთი უდიდესია. ასეთი დამოკიდებულება თავისით მოდის. მოკრძალებულ განცდაში უფრო მეტი სიყვარულია... როცა ხარ დედა, შვილი, მეუღლე, მეგობარი შობის ჯადოსნურ ღამეს შენს ოჯახზე, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ფიქრობ. გაქვს მოლოდინი და ყოველთვის ამართლებს გულით ნაფიქრი, დალოცვილი და წარმოთქმული ლოცვა... პარტრიარქისგან მოცემული კურთხევა, რომ ყველა სახლის სარკმელში ერთი სანთელი მაცხოვარს უნდა დავუნთოთ, ისეთ განწყობას გვაძლევს, რომ არ შეიძლება, იქ ამ პროცესში არ იყო ჩართული. საშობაო ლიტურგიაზე, ჩემი ყოფითი საქმეებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერ მივდივარ. თუმცა როცა ვყოფილვარ, იქ კიდევ სხვა რამ ხდება... მაინტერესებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, შესაძლოა იქიდან ბევრ რამეს ვერ ვიგებ, თან ადამიანური ფაქტორების გამო, ბოლომდე ვერ უსმენ, მაგრამ წლიდან წლამდე სულ ველოდები. გულით თუ მოუსმენ ბევრ რამეში გეხმარება, იმისთვის, რომ დაფიქრდე, მომავალი სწორად დაგეგმო.

  • საშობაო სუფრა

- საშობაო სუფრა ახალი წლის სუფრისგან განსხვავებით, უფრო მოკრძალებულია, ამაშიც მეტი პატივისცემა იგრძნობა უფლისადმი და არა ის, რომ რაიმეს გაკეთება გვეზარება. საშობაო ღეზელს არ ვაცხობ იმიტომ, რომ ჩემი გენეტიკური ტრადიციების ნაწილი არ არის. ქართლიდან ვარ, სადაც საშობაო ღვეზელს არ ვაცხობთ, მას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურულები აკეთებენ. ჩვენთან მარხვის ხსნილი სხვა ფორმით ხდება, მაგალითად, ღორის ხორცი იხარშება... ყველაზე განსაკუთრებული მაინც ის გულწრფელი სურვილებია, რაც მაგ დროს ადამიანს გაქვს, რადგანაც რაღაც ახალი უნდა დაიბადოს და რაღაც ახლის ათვლის წერტილი იწყება. ვინც ამ დროს გულწრფელობას ახერხებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს არის...

წელს შობას ვერ შევხვდი საკუთარ ოჯახში, თუმცა ჩემს შვილებთან ერთად და უახლოეს მეგობართან ერთად ზამთრის კურორტზე ვართ. დახურულია, მაგრამ ვეცადე, ბავშვები ქალაქიდან გამეყვანა და პირველად შევხვდი შობას არა ჩემს სახლში, არამედ სხვაგან. შობის ღამეს უნდა ისურვო გარშემო სიმშვიდე, ჯანმრთელობა... წელს დარდებმა ისე მოგვიცვა, რომ მხოლოდ შენი ოჯახის მშვიდად ყოფნა და ჯანმრთელობა არ ნიშნავს კარგად ყოფნას. სიმშვიდე შეუძლებელია, როცა გარშემო პანდემია ასე ბობოქრობს...

  • საშობაო კერძი

- როგორ ამბობენ, კარგი კულინარი ვარ. საშობაოდ „ხალადეცს“ (ლაბა) ვაკეთებ და მის რეცეპტს გაგიზიარებთ. უბრალოდ ღორის თავ-ფეხის გასუფთავებაა ცოტა რთული პროცედურა, ამიტომ, ამაში მეუღლე მეხმარება. გულდასმით ვამუშავებთ და ვაკრილებთ ამ ყველაფერს. შემდეგ ვხარშავ. შემდეგ ხორცი წვრილ ნაწილად იკეპება. ამასობაში ცალკე ვაგროვებ ხახვს, ნიორს, ოხრახუშს, შავ სურნელოვან პილპილის მარცვლებს და წითელ დაღერღილ წიწაკას, ერთად რაღაც ბადეში ვათავსებ, ვდებ წამოსადუღებლად დადგმულ დაკეპილ ხორცში ისე, რომ ისევე, ბადიანად ამოვიღო. ამან თავისი საქმე იქ არომატის მიმართულებით უნდა გააკეთოს. მიღებულ მასას შემდეგ ჭურჭელში გასაციებლად ვასხამ და ვანაწილებ. ჩემი „ხალადეცი“ მეგობრებს ძალიან მოსწობნთ. არის ძალიან გამჭვირვალე, თეთრი, ჟელესებრი მასა, არანაირ ჟელატინს არ ვუშვები, ან ჩემს საავტოროს არ ვამატებ, არანაირ ახალ გემოს არ ვრისკავ, იმდენი ძალა და დრო მიაქვს, რომ რაღაც ისე რომ არ გამოვიდეს და ეს შრომა წყალში ჩაიყაროს, ძალიან დამენანება. „ხალადეცი“ რა თქმა უნდა, მდოგვთან ერთად უნდა მივირთვათ. მდოგვის გარშე აზრი არ აქვს.

  • საშობაო სურვილები

- თქვენს მკითხველს და ჩემს მაყურებელს, ყველას ვუსურვებ - ჯანმრთელობას, გონების, ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს, სიხარულის განცდას, სიმშვიდეს, მეტი სიყვარულის გაცემის უნარს, უფრო მეტის მიღებას. სულაც არ არის რთული და სირცხვილი, შენი განცდები გამოხატო და ვინც გიყვარს, უთხრა, რომ გიყვარს, ვინც გახალისებს, უთხრა, რომ გახალისებს, - ეს ემოცია უნდა გასცე, გულში არ უნდა დაიტოვო, მერე სხვა განცდებში რომ არ გადავიდეს. ამ პანდემიამ ადამიანები ძალიან დათრგუნა, ამიტომ, ყველას კეთილდღეობას ვუსურვებ. არავის გასჭირვებოდეს, რთული წარმოსადგენია, როცა ვიღაცის შვილს საჭმელი ენატრება. ეს უკვე წითელი ხაზია, რომლის იქით არაფერი ხდება. ჯანმრთელობა, სიყვარული სიმშვიდე ჰქონდეს თითოეულს!

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- საშობაო ტრადიციები ალბათ ყველას მსგავსი აქვს. საშობაოდ ვცდილობ, რომ პატარა სუფრა გვქონდეს, ერთადერთი უცვლელი ტრადიცია, რაც მაქვს და ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, ფანჯარაში სანთლის დანთებაა. ეს მართლაც ჯადოსნური მომენტია, მიყვარს და მჯერა ამის. ამიტომ, სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ ეს რიტუალი შევასრულო ბავშვებთან ერთად... შობას რამდენჯერმე ეკლესიაშიც შევხვედრივარ, მაგრამ ახლა, რაც პატარები გვყავს, უკვე არა.

  • საშობაო ღვეზელი?

- შარშან დაწნული პური გამოვაცხე, რიტუალური პურივით იყო, ლამაზიც გამოვიდა და რაღაცნაირად სუფრას უხდებოდა... საშობაო ღეზელი ჯერ არ გამომიცხვია, დიასახლისობაში ცომი ჩემი სუსტი წერტილია, ჯერჯერობით, დანარჩენს ვუმკლავდები. რეცეპტი რომელსაც ახლა გაგიმხელთ, სადღესასწაულოდ არ მაქვს, მაგრამ როცა რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა ხოლმე, თან, კარგად გამომდის და დიდი ჭურჭლით იტალიურ ლაზანიას მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ვამზადებ, - ყველას გვიყვარს. ლაზანიას ფირფიტებს წინასწარ ვყიდულობ, რადგან მის გამოცხობას დიდი დრო უნდა. მოკლედ, მის სამ ფენას შიგთავსს ვურთავ. პირველი ფენა არის საქონლის ხორცითა და პომიდვრით, რომელსაც სხვადასხვა სანელებლებით ვაზავებ, შემდეგი ფენა ყველის დ ნადუღის მიქსია, მესამე - სოკოს და ისპანახის მოთუშული მიქსი. ზემოდან, რა თქმა უნდა, ბევრ პარმეზანის ყველს ვუშვები და ღუმელში ვაცხობ. თუმცა მანამდე ფორფიტებს ადუღებულ წყალში ცოტას მოვხარშავ ხოლმე და შემდეგ უკვე მისი ღუმელში ყოფნა 30-40 წუთი სრულად საკმარისია.

  • საშობაო სურვილები

- ბევრი კარგი ამბავი მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს, ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მხნეობა, გასულმა წელმა დიდი სირთულეები მოგვიტანა. ყველას ასრულებოდეს კეთილი სურვილი, რასაც ჩაიფიქრებს. 2021 წელს ადამიანებმა მეტი სიკეთე, შვება იგრძნონ, დადებითი მომენტები მეტი ჰქონდეთ.

ხატია შამუგია, „ისი-პარის“ პიარმენეჯერი:

- ამ დღეს მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლში ვიყო, პანდემიის პირობებში მით უმეტეს, ყველანი სახლში ვართ. სახლში ყოფნას უფრო იმიტომ ვცდილობ, რომ ფანჯარაში სანთელი დავანთო. პატრიარქის ეს მოწოდება ძალიან მომწონს და შობის ღამეს სანთელს ფანჯარაში სულ ვანთებ. მგონია, რომ ამით უფალს ყველაფრისთვის მადლობას უხდი. როცა უფალს ეხმიანები და მასთან მიდიხარ, სურვილი ყოველთვის ერთი და უცვლელია - სთხოვ მფარველობას, გინდა, სულ შენთან იყოს!

  • საშობაო სუფრა

- არ არის გამორჩეული, რადგან მარხვაზე არ ვარ, ეს სუფრა მათთვის არის განსაკუთრებული, ვინც, საშობაო მარხვას ინახავს, რადგანაც შობას ხსნილია (საშობაო მარხვას რომ ვერ ვიცავ, სამაგიროდ, ოთხშაბათს და პარასკევს ვმარხულობ)... დედა სანამ ცოცხალი იყო, ძალიან ტრადიციული ადამიანი გახლდათ და ყოველთვის ჩვენს ოჯახში საშობაო „ხალადეცი“ კეთდებოდა, თან, საოცრად სუფთად, საერთოდ აკურატულად უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. ღორის თავს ერთი კვირით ადრე ყიდულობდა და მის გასუფთავებას იწყებდა. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ კი არ რეცხავდა, მანამდე კბილებს ჯაგრისით უსუფთავებდა... მერე რამდენიმე დღე გამდინარე წყალში დებდა. ბედობას, შობას მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, რომელთაც გულით უმასპინძლდებოდა. წელს საახალწლოდ კერძები ერთ-ერთ რესტორანს შევუკვეთე და იქიდან ჩემი სადარბაზოს ცუგა „ჯეკაც“ კი გემრიელად დაპურდა, რომელზეც მეურვეობა მაქვს აღებული. ძალიან ვუყვარვარ, სადარბაზოში თუ მე არ ვუთხარი, რომ „ჯეკა, ჩემია“ - ჩემთან არავის უშვებს. მოკლედ, მას ჰქონდა განსხვავებული ახალი წელი - საცივი, კუჭმაჭი, გოჭის ხორცი - არაფერი დაკლებია. ამ დღეებში ძალიან მიყვარს გოზინაყი, ჩურჩხელა და უზომო რაოდენობის ჩურჩელას და გოზინაყს მივირთმევ ხოლმე.

- ტრადიციული კერძი, ან საყვარელი, რომელსაც ხშირად აკეთებ და შობასაც შეიძლება მისი მომზადება, რომელია?

- ბოსტნეული დიდად არ მიყვარს, უფრო ხორცი, მაგრამ მხოლოდ ქათმის და ხბოს ხორცს მივირთმევ. ამიტომ, ხშირად ვამზადებ ქათმის ფილეს, სოკოსთან ნაღებით. ვიღებთ ქათმის ფილეს, ვჭრით კუბიკებად, სოკოსაც ასევე ან შუაზეც შეიძლება და მთლიანადაც. ქათმის ფილეს უნდა მოასხათ სოიოს სოუსი, მარილი და შავი პილპილი მოაყაროთ და ცოტა ხანს ასე გააჩეროთ. ამ დროს ტაფა უნდა გააცხელოთ, დააყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სოკო და ქათმის ფილე და ცხიმთან ერთად მოშუშოთ. 7-10 წუთი რომ დარჩება ცეცხლიდან გადმოდგმამდე, მაშინ 2 კბილი ნიორი უნდა ჩაჭყლიტოთ და ცოტა ხანს ტაფას თავზე დავახუროთ. მერე ზოგი ზემოდან ბულგარულ წიწაკას დააჭრის, ბოლოს კი ამ ყველაფერს ნაღებს ვასხამ, წამოდუღდება და გამოვრთავ. ამ კერძს სხვადასხვა ვარიაციით ვაკეთებ...

  • საშობაო სურვილები

- ალბათ ძალიან ბანალური სურვილი იქნება, რომ ჯანმრთელები ვიყოთ მსოფლიოში ადამიანები, მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ ესაა ყველაზე მთავარი რამ, ბევრი რამ გადაგვაფასებინა. ახლა რომ ვიხსენებ, ისეთ სისულელეებზე გვეშლებოდა ნერვები. ამ პერიოდში ადამიანებმა გვერდში დგომა მეტად ვისწავლეთ. გასული წლის ყველაზე დიდი ტკივილი ის იყო, რომ პანდემიამ ადამიანები შეიწირა... ყველას ვუსურვებ კორონავირუსის განდევნას, მთელ მსოფლიოს ახლა ერთი სატკივარი გვაერთიანებს და ვისურვებდი, ეს უხილავი მტერი ყველას ერთად დაგვემარცხებინოს, ჯანმრთელები ვიყოთ და გავუძლოთ ამ უდიდეს განსაცდელს, მგონია, რომ უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა