სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები
"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები

ბოლო დღე­ებ­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტ მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ შე­საძ­ლოა, იგი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ვაქ­ცი­ნა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი ეტა­პია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იმე­დის­მომ­ცე­მი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. არის მო­ლო­დი­ნი, რომ მე­დი­კა­მენ­ტმა, შე­საძ­ლოა, მო­ა­ხერ­ხოს და 24 სა­ათ­ში გა­წყვი­ტოს ვირუ­სის რეპ­ლი­კა­ცია და გა­და­ცე­მა.

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა ambebi.ge- სთან აცხა­დებს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ დიდი ოპ­ტი­მიზ­მით არ არის გან­წყო­ბი­ლი, რად­გა­ნაც მას იყე­ნებ­დნენ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი არ გა­მო­უ­ღია. თუმ­ცა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის შე­დე­გი, რაც კვლე­ვის სა­წყის ეტაპ­ზე მოლ­ნუ­პი­რა­ვირ­მა აჩ­ვე­ნა, იმე­დის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა.

"ეს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტია, რო­მე­ლიც ვირუ­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­მე­ლი­მე ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. მას იყე­ნებ­დნენ sars-ის mers-ის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეფექ­ტი არ უჩ­ვე­ნე­ბია. ამის გამო დიდი ოპ­ტი­მიზ­მით ამ მე­დი­კა­მენტს ვერ ვუ­ყუ­რებთ, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იგი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რიც აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ეს სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სია, სხვა აგე­ბუ­ლე­ბის. კვლე­ვამ პირ­და­პირ აჩ­ვე­ნა, რომ მოლ­ნუ­პი­რა­ვირს აქვს კარ­გი ეფექ­ტი sars cov 2 - ის წი­ნა­აღ­მდეგ - იგი 24 სა­ათ­ში წყვეტს მის რეპ­ლი­კა­ცი­ას. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ იმე­დის­მომ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი არა­ფე­რი. სა­ჭი­როა, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბა და სა­ბო­ლოო ფა­ზა­შიც იგი­ვე შე­დე­გის მი­ღე­ბა. თუ ამან ბო­ლომ­დე გა­ა­მარ­თლა, ეს იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი გარ­და­ტე­ხა", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

მისი თქმით, იმის სა­ბო­ლო­ოდ და უტყუ­ა­რად დად­გე­ნას, გახ­დე­ბა თუ არა მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი პირ­ვე­ლი ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტი covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, ნა­ხე­ვა­რი წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
20

წამლის მაფიაზე დიდი მაფია მხოლოდ კომპარტიაა და ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებით , კოზა ნოსტრა !

ალექს
4

მაფია, ოე, წელიწადნახევარი გავიდა უკვე :"გახ­დე­ბა თუ არა მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი პირ­ვე­ლი ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტი covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, ნა­ხე­ვა­რი წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები

"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები

ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია ანტივირუსულ მედიკამენტ მოლნუპირავირის შესახებ. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, იგი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა როგორც ირკვევა, მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კვლევის მხოლოდ პირველადი ეტაპია ჩატარებული, რომელიც იმედისმომცემი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. არის მოლოდინი, რომ მედიკამენტმა, შესაძლოა, მოახერხოს და 24 საათში გაწყვიტოს ვირუსის რეპლიკაცია და გადაცემა.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ambebi.ge- სთან აცხადებს, რომ სამედიცინო საზოგადოება ამ მედიკამენტის მიმართ დიდი ოპტიმიზმით არ არის განწყობილი, რადგანაც მას იყენებდნენ სხვა კორონავირუსების წინააღმდეგ და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოუღია. თუმცა ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ის შედეგი, რაც კვლევის საწყის ეტაპზე მოლნუპირავირმა აჩვენა, იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

"ეს ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩევა რომელიმე ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას იყენებდნენ sars-ის mers-ის წინააღმდეგ, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი ეფექტი არ უჩვენებია. ამის გამო დიდი ოპტიმიზმით ამ მედიკამენტს ვერ ვუყურებთ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ეფექტურიც აღმოჩნდეს, რადგან ეს სხვა კორონავირუსია, სხვა აგებულების. კვლევამ პირდაპირ აჩვენა, რომ მოლნუპირავირს აქვს კარგი ეფექტი sars cov 2 - ის წინააღმდეგ - იგი 24 საათში წყვეტს მის რეპლიკაციას. თუმცა ეს მხოლოდ იმედისმომცემი ინფორმაციაა და ჯერჯერობით მეტი არაფერი. საჭიროა, კვლევის დასრულება და საბოლოო ფაზაშიც იგივე შედეგის მიღება. თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა", - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

მისი თქმით, იმის საბოლოოდ და უტყუარად დადგენას, გახდება თუ არა მოლნუპირავირი პირველი ეფექტიანი მედიკამენტი covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ნახევარი წელი მაინც დასჭირდება.

იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო?

538 ახალი ინფიცირებული და 18 გარდაცვლილი - როგორია უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ, ქვეყნის მასშტაბით

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება