პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“
კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“

კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის დროს მომ­ხდარ არე­უ­ლო­ბას ოთხი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, - BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის 47 - "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ დარ­ღვე­ვის­თვის. შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შეჭ­რის დროს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გას­რო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ქალი და­ი­ღუ­პა. ვა­შინგტო­ნის მე­რის მი­უ­რე­ილ ბო­უ­ზე­რის გან­ცხა­დე­ბით, “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” მოქ­მე­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 18:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მომ­ხდა­რის შემ­დეგ თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს სახ­ლებ­ში წას­ვლის­კენ მო­უ­წო­და. "მე მეს­მის თქვე­ნი ტკი­ვი­ლი, მეს­მის თქვე­ნი წყე­ნა. ჩვენ გვქონ­და არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მოგვპა­რეს. ჩვენ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ვი­მარ­ჯვეთ არ­ჩევ­ნებ­ში და ეს ყვე­ლამ იცის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­ო­რე მხა­რემ, მაგ­რამ სახ­ლში უნდა წახ­ვი­დეთ. ჩვენ უნდა გვქონ­დეს მშვი­დო­ბა. ჩვენ უნდა გვქონ­დეს კა­ნო­ნი და წეს­რი­გი. ჩვენ არ გვინ­და, რომ ვინ­მე და­შავ­დეს. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია. არას­დროს მომ­ხდა­რა ასე­თი რამ. ეს იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ მათ წის­ქვილ­ზე წყა­ლი არ უნდა და­ვას­ხათ, ჩვენ უნდა გვქონ­დეს მშვი­დო­ბა. ასე რომ, წა­დით სახ­ლში. ჩვენ თქვენ გვიყ­ვარ­ხართ, თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხართ. ხე­დავთ რა ხდე­ბა. ხე­დავთ, სხვებს რო­გორ ექ­ცე­ვი­ან. ვიცი რა­საც გრძნობთ, მაგ­რამ წა­დით სახ­ლში და წა­დით მშვი­დო­ბი­ა­ნად“ - აცხა­დებს ტრამ­პი.

  • ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა

აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა კა­პი­ტო­ლი­უმ­თან მომ­ხდარ არე­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის შო­კი­რე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა ასეთ "ბნელ მო­მენ­ტამ­დე“ მი­ვი­და, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ რო­გორც სხვა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის დროს, ამე­რი­კა ამ­ჯე­რა­დაც გა­ი­მარ­ჯვებს.

"მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა უნდა მოხ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ის, პა­ტი­ვის­ცე­მის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და უბ­რა­ლო თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ომი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის გავ­ლით, ამე­რი­კამ ბევ­რი გა­და­ი­ტა­ნა. ჩვენ ამა­საც გა­ვუძ­ლებთ და კვლავ გა­ვი­მარ­ჯვებთ ახ­ლა­ვე. დღე­ვან­დე­ლი დღე გვახ­სე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტია მყი­ფეა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ხალ­ხის კე­თილ ნე­ბას მო­ი­თხოვს. და­ე­მუქ­რო არ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, ეს არ არის პრო­ტეს­ტი. ეს ამ­ბო­ხე­ბაა. მსოფ­ლიო გვი­ყუ­რებს. რო­გორც ბევ­რი სხვა ამე­რი­კე­ლი, მეც შო­კი­რე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე იყო დე­მოკ­რა­ტი­ის იმე­დი და შუ­ქუ­რა, ამ ბნელ მო­მენ­ტამ­დე მი­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა და დო­ნალდ ტრამპს მო­უ­წო­და, ხალ­ხს მი­მარ­თოს.

  • შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ჯორჯ ბუში და ბა­რაკ ობა­მა.

”შეშ­ფო­თე­ბუ­ლი­ვარ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის უგუ­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი­სა და ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის გამო, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ასე ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში აპ­რო­ტეს­ტე­ბენ,“- აცხა­დებს ჯორჯ ბუში.

ბა­რაქ ობა­მამ კა­პი­ტო­ლი­უმ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო და მის წა­ქე­ზე­ბა­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ის­ტო­რია კა­პი­ტო­ლი­უმ­ში მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბას, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი კა­ნო­ნი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე უსა­ფუძ­ვლო ტყუ­ი­ლე­ბით აქე­ზებ­და, სა­მარ­თლი­ა­ნად და­ი­მახ­სოვ­რებს, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის დიდი სირ­ცხვი­ლი­სა და სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვის მო­მენტს", - აღ­ნიშ­ნა ბა­რაქ ობა­მამ.

ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში იმ დროს შე­იჭრ­ნენ, როცა კონ­გრე­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სე­სი­ა­ზე ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის ხმის მი­ცე­მის შე­დე­გე­ბი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სხდო­მა შე­ჩერ­და, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის სხდო­მა გაგ­რძელ­და. სხდო­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა გახ­სნა, რო­მელ­მაც კა­პი­ტო­ლი­უმ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო.

"ჩვენ დღეს უნდა და­ვი­ცა­ვათ ჩვე­ნი კა­პი­ტო­ლი­უ­მი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კა­პი­ტო­ლი­უმს დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა : თქვენ ვერ გა­ი­მარ­ჯვეთ. ძა­ლა­დო­ბა არას­დროს იმარ­ჯვებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმარ­ჯვებს. ეს ჯერ კი­დევ ხალ­ხის სახ­ლია. მსოფ­ლიო კვლავ და­ი­ნა­ხავს ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ტკი­ცე­სა და ძა­ლას,“- გა­ნა­ცხა­და მაიკ პენ­სმა.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Adamiani
38

თბილისში, პარლამენტში შეჭრის მცდელობისას წყლის ჭავლის გამოყენებამ რატომ აღგვაშფოთა?!

გურ
17

 კარგი მაგალითების მიმცემ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს,ძალიან სამწუხაროა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“

კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - "კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა. ვაშინგტონის მერის მიურეილ ბოუზერის განცხადებით, “კომენდანტის საათი” მოქმედებს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის შემდეგ თავის მხარდამჭერებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. "მე მესმის თქვენი ტკივილი, მესმის თქვენი წყენა. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული პერიოდია. არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ასე რომ, წადით სახლში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ რა ხდება. ხედავთ, სხვებს როგორ ექცევიან. ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობიანად“ - აცხადებს ტრამპი.

  • ჯო ბაიდენის განცხადება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ "ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს.

"მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, ამერიკამ ბევრი გადაიტანა. ჩვენ ამასაც გავუძლებთ და კვლავ გავიმარჯვებთ ახლავე. დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ დემოკრატია მყიფეა და მისი გადარჩენა ხალხის კეთილ ნებას მოითხოვს. დაემუქრო არჩეული პირების უსაფრთხოებას, ეს არ არის პროტესტი. ეს ამბოხებაა. მსოფლიო გვიყურებს. როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო დემოკრატიის იმედი და შუქურა, ამ ბნელ მომენტამდე მივიდა“, - განაცხადა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს მოუწოდა, ხალხს მიმართოს.

  • შეერთებულ შტატებში მომხდარს გამოეხმაურნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.

”შეშფოთებულივარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური საქციელისა და ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ტრადიციების და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ,“- აცხადებს ჯორჯ ბუში.

ბარაქ ობამამ კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და მის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

"ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში იმ დროს შეიჭრნენ, როცა კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. აღნიშნულის გამო სხდომა შეჩერდა, თუმცა ამ დროისთვის სხდომა გაგრძელდა. სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო.

"ჩვენ დღეს უნდა დავიცავათ ჩვენი კაპიტოლიუმი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კაპიტოლიუმს დიდი ზიანი მიაყენა : თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასდროს იმარჯვებს. თავისუფლება იმარჯვებს. ეს ჯერ კიდევ ხალხის სახლია. მსოფლიო კვლავ დაინახავს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცესა და ძალას,“- განაცხადა მაიკ პენსმა.

თოვლი, როგორიც ესპანეთში რამდენიმე ათეული წელია არ უნახავთ - უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "შავი ყუთი" იპოვეს

ინდონეზიაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს - ბოლო ცნობები ავიაკატასტროფის შესახებ