ავტორი:

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველ პრიმა ბალერინას ახალ თანამდებობას ეხმაურება და ნინო ანანიაშვილს აკრიტიკებს.

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა. ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის. ნამდვილად გვსჯის და კიდევ უარესად დაგვსჯის იქამდე, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან. ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს. შობა თენდება და მეტს არ ვიტყვი. ღმერთმა გაუნათოს ამათ გონება" - წერს თამაზ ლომიძე.

ცნობისთვის, ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს.

"დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" - ამბობს ანანიაშვილი.

მისი განმარტებით, ეს თანამდებობა არ ნიშნავს, რომ ის ქართულ დასს დატოვებს.

"სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში" - აღნიშნავს ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"

ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა

"3 კვირაა პროთეზი გამიტყდა, თვალი მტკივა... ჰაერში ვართ გამოკიდებულები" - რას წერს მაკო გომური "ფეისბუქზე"