კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?
"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძმამ ძმას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 19 წლის მიშო ახ­ლო­უ­რია, რო­მე­ლიც "სა­ბურ­თა­ლოს" ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. იმა­ვე გუნ­დის, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და.

ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მიშო ახ­ლო­უ­რის "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ირ­კვე­ვა, რომ თვე­ე­ბის წინ მე­გობ­რი­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლის მკვლე­ლო­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­ზე მას უამ­რა­ვი ემო­ცი­უ­რი პოს­ტი უწე­რია. ყვე­ლა­ზე მძი­მე მათ შო­რის ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სია, სა­დაც მიშო გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს მი­მარ­თავს:

"შა­ქარ მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია უშე­ნო­ბა. რო­გო­რი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბი ამ დე­და­მი­წა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შენ გე­ძებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ერთი იმა­ზე ფიქ­რი მა­ძი­ე­რებს, რომ ახლა უკე­თეს ად­გი­ლას ხარ და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ. ჩემი ან­გე­ლო­ზი ხარ შა­ქარ. ზე­ცა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით და იქ მოგ­ვი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბამ არ გვა­ცა­და" - წერ­და მიშო ახ­ლო­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მიშო ახ­ლო­ურს 21 წლის ძმამ მი­ა­ყე­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბაა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
6

მეორედ მოსვლაა, აპოკალიფსია. 

Papuna
6

ეს გამოქლიავებულები კიდე შევალ არშევალს არკვევენ და დედა ეტირა ქვეყანას და ხალხს არავის აინტერესებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

მთელი ქვეყანა შეძრა თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ. დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 19 წლის მიშო ახლოურია, რომელიც "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო. იმავე გუნდის, სადაც რამდენიმე თვის წინ მოკლული გიორგი შაქარაშვილი თამაშობდა.

ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ. მიშო ახლოურის "ფეისბუქიდან" ირკვევა, რომ თვეების წინ მეგობრისა და თანაგუნდელის მკვლელობა მძიმედ გადაიტანა. გიორგი შაქარაშვილზე მას უამრავი ემოციური პოსტი უწერია. ყველაზე მძიმე მათ შორის ივლისში გამოქვეყნებული სტატუსია, სადაც მიშო გარდაცვლილ მეგობარს მიმართავს:

"შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა" - წერდა მიშო ახლოური.

ცნობისთვის, სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

"რა უქენი ბაღანას?.. ახლა უფრო ნათელია მსგავსება" - ნიკა მელიას ვაჟი მამის ასლია

"ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე..." - დღის ფოტო ბუკნარიდან, სადაც მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას