პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ
პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ

პო­ლი­ცი­ამ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში პარკ „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ მომ­ხდარ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.ა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის 2020 წლის აგ­ვის­ტო­დან იძებ­ნე­ბო­და.

„და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგ­ვის­ტოს, პარ­კი „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღით 2 მო­ქა­ლა­ქე დაჭ­რა. ამის შემ­დეგ, იგი ავ­ტო­მან­ქა­ნით და­ე­დევ­ნა დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ახ­ლობ­ლებს და ქო­ბუ­ლეთ­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, მათი ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, ა.ა. კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე იმა­ვე დღეს ამ­ხი­ლეს და ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით. ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ ა.ა.-ს მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

პო­ლი­ცი­ამ ძებ­ნი­ლი პირი მიმ­დი­ნა­რე წლის 6 იან­ვარს, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს: „მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის 2 პის­ტო­ლე­ტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მო­დე­ლის რე­ვოლ­ვე­რი, 3 მჭი­დი, 47 ვაზ­ნა და 2 დანა.

ა.ა.-ს მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dmt
4

მიუსჟიან 5 წელს შეუმცირებენ 2 წლამდე და მომავალ წელს შეიწყალებენ.

გიორგი
0
ამერიკის ბევრ შტატში სიკვდილით დასჯა მიღებულია , და საქართველოში ვინ გდიან ის ვითომ “დემოკრატები” რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სიკვდილით დასჯას? ევროპის გეშინიათ? რომელი ევროპის, რომელსაც ჰკიდიხართ ცალ ფეხზე?
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ

პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ

პოლიციამ გასული წლის ზაფხულში პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

„დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს ამხილეს და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ ა.ა.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი მიმდინარე წლის 6 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მოდელის რევოლვერი, 3 მჭიდი, 47 ვაზნა და 2 დანა.

ა.ა.-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო..." - ადვოკატი ყვება, რა თქვა დღეს სასამართლოზე 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა

"დავაკავეთ პირი, რომელმაც ნაცნობი ქალის ჯგუფური დაყაჩაღება დაგეგმა" - შსს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"