პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე
როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი, ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნილ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ მი­მო­ხილ­ვა­სა და სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ექი­მე­ბი მი­მო­ხილ­ვას "ფე­ის­ბუქ­ზე" აზი­ა­რე­ბენ.

"დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვერ­სია გან­სა­კუთ­რე­ბით ლონ­დონ­ში და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ინ­გლის­შია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი შტა­მი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მისი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მოხ­და.

ვირუ­სის ახა­ლი ვერ­სი­ის წარ­მოქ­მნა რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ზო­გა­დად მუ­ტა­ცია ვირუ­სის ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბაა და გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა. დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში ვირუ­სებ­ში მრავ­ლო­ბი­თი მუ­ტა­ცია ხდე­ბა, თუმ­ცა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა "ჩუ­მია“, იწ­ვევს გე­ნო­მის უმ­ნიშ­ვნე­ლო კო­რექ­ტი­რე­ბას და არ ითარ­გმნე­ბა ვირუ­სის ცი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა­ში.

ანა­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი მოქ­მე­დებს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­შიც. კო­ვიდ19-ის გა­მო­ჩე­ნი­დან დღემ­დე რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცია უკვე და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვირუ­სის ბუ­ნე­ბა ვერ შეც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოვ­ლე­ნილ ახალ შტამს, მისი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცი­ის ჯა­მუ­რი შე­დე­გია და გე­ნო­მის ამ­გვარ­მა მო­დი­ფი­კა­ცი­ამ ე.წ. სპა­იკ ცი­ლის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ნა­წი­ლობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სპა­იკ“ ცილა არის ვირუ­სის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბულ ACE2 რე­ცეპ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა და ასე იჭ­რე­ბა მისი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში. აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის "სპა­იკ“ პრო­ტე­ინს შე­უძ­ლია უფრო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა ACE2 რე­ცეპ­ტო­რებ­თან.

- რას ნიშ­ნავს უფრო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი კლი­ნი­კუ­რად?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გარ­კვე­უ­ლი. შე­იც­ვლე­ბა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე ვირუ­სის ახა­ლი ვერ­სი­ის გა­მო­ჩე­ნით, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ ამ შტამს გა­ცი­ლე­ბით უფრო სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი აღ­მო­აჩ­ნდა, ჩვენ­თვის უკვე ნაც­ნობ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბულ ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით.

ამ ეტა­პი­სათ­ვის, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ზუს­ტი გე­ოგ­რა­ფია უც­ნო­ბია. ეს მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ნი­მუ­ში­დან აღე­ბუ­ლი ვირუ­სის "სექ­ვე­ნი­რე­ბა“ (ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბის დად­გე­ნა) არ ხდე­ბა. სწო­რედ ეს ე.წ. სექ­ვე­ნი­რე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ვად­გი­ნოთ ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი და შე­სა­ბა­მი­სად აღ­ვრი­ცხოთ ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, რაც მას­ში მოხ­და.

დი­აგ­ნოს­ტი­კის ეს მე­თო­დი ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის­თვის ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია რომ ამე­რი­კა­ში 17 მი­ლი­ო­ნი ნი­მუ­ში­დან მხო­ლოდ 51 ათა­სი იქ­ნე­ბა სექ­ვე­ნი­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, ეს ციფ­რი ვერ მოგ­ვცემს სრულ­ყო­ფილ წარ­მოდ­გე­ნას ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ.დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­წე­რი­ლი მუ­ტა­ცია გან­მე­ორ­და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც. ეს ორი მუ­ტა­ცია იდენ­ტუ­რია, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, მათ ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტაქ­ტი არ გა­აჩ­ნი­ათ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­ტა­ცია და­ფიქ­სირ­და ნი­გე­რი­ა­შიც; მას­ზე წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჯე­რაც ფრი­ად ბუნ­დო­ვა­ნია.კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის ირ­გვლივ უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა. მა­გა­ლი­თად:

1. შე­უძ­ლია თუ არა დღეს არ­სე­ბულ ტეს­ტი­რე­ბის მე­თო­დებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის ადექ­ვა­ტუ­რად აღ­მო­ჩე­ნა?

- დიახ. ტეს­ტი­რე­ბის ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ამ შტა­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კა მოხ­დეს. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცი­ის ჯა­მუ­რი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სის "სპა­იკ“ პრო­ტე­ი­ნის კო­ფი­გუ­რა­ცია მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­იც­ვა­ლა. "პსრ“ ტესტს აქვს სხვა სა­მიზ­ნე­ე­ბიც, გარ­და ვირუ­სის ცი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ამ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი­სა, ამი­ტო­მაც ვირუ­სი ასეთ ტეს­ტი­რე­ბას ვერ და­ე­მა­ლე­ბა.

2. იმოქ­მე­დებს თუ არა ვირუ­სის მუ­ტა­ცია დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე?

- მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა თა­ვი­სუფ­ლად გა­არ­თმევს თავს კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ კონ­კრე­ტულ შტამ­თან ბრძო­ლას. ამ რწმე­ნის სა­ფუძ­ველს ვაქ­ცი­ნე­ბის პო­ლიკ­ლო­ნა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა იძ­ლე­ვა. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ვაქ­ცი­ნა­საც, ისე­ვე რო­გორც ტესტს, აქვს მრავ­ლო­ბი­თი სა­მიზ­ნე და ერთ-ერთი სა­მიზ­ნის ცვლი­ლე­ბა მის ჯა­მურ ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე ვერ იმოქ­მე­დებს.

3. ახა­სი­ა­თებს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ბავ­შვებ­ში?

- დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. არა­ფე­რი კლი­ნი­კუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ შე­უ­ნიშ­ნავთ არც ახალ­გაზ­რდე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ა­ში.

4. შე­იც­ვა­ლა თუ არა მიდ­გო­მა კო­ვიდ-19-ის პრე­ვენ­ცი­ის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ში ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- არა. პრე­ვენ­ცი­ის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი იგი­ვე დარ­ჩა, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის შემ­ჩნე­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის რა­ი­მე უნი­კა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში და არც და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მით გან­სხვავ­დე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის­გან.

5. რა უნდა გა­ა­კე­თოს თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა, რომ სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბად­მა ვირუს­მა კი­დევ უფრო მე­ტად არ დაგ­ვა­ზი­ა­ნოს?

- არა­ფე­რი ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, ნი­ღა­ბის ტა­რე­ბის, პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის წე­სე­ბი უც­ვლე­ლია.ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვა თუ რე­გუ­ლა­ცია თა­ნაბ­რად ეხე­ბათ კო­ვიდ-გა­და­ტა­ნი­ლებ­საც და ინ­ფი­ცი­რე­ბას დრო­ე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­საც. კო­ვიდ-19-ით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არ­სე­ბობს და ეცა­დეთ არ გახ­დეთ ერთ-ერთ ამ იშ­ვი­ათ გა­მო­ნაკ­ლის­თა­გა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, რაც არ უნდა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად და­იც­ვან წე­სე­ბი, უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტთან მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა კი­დევ უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ პერ­სო­ნა­ლის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვას და დაც­ვას.კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტან­ტი შტა­მის აღ­მო­ჩე­ნა არ წარ­მო­ად­გენს სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კის შექ­მნის ობი­ექ­ტურ სა­ფუძ­ველს.

რაც უფრო მი­ი­ჩი­ხე­ბა ვირუ­სი ვაქ­ცი­ნი­სა და ბუ­ნებ­რი­ვად შექ­მნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მით უფრო შე­ეც­დე­ბა ახა­ლი, უფრო სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნას. ასე­თია ვირუ­სე­ბის ბუ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ან­თა სამ­ყა­როც გა­აგ­რძე­ლებს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­მართ სწრაფ ადაპ­ტა­ცი­ას. თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ტი­პის, ე.წ. რნმ-ვაქ­ცი­ნე­ბის სწრა­ფი შექ­მნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნელ-ნელა ათა­ნაბ­რებს მიკ­რო­სამ­ყა­როს­თან ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლის შან­სებს" - ნათ­ქვა­მია ნანა გე­გეჭ­კო­რი­სა და ზუ­რაბ გუ­რუ­ლის მიერ ერ­თობ­ლი­ვად მომ­ზა­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
66

ესენი ისეთი ექიმები არიან როგორც ხუხაშვილი არის ექსპერტი)))

თენგო
9

ერთი განახათ რა პირობებში მუშაობენ ექიმები ქუთაისში უბრალო ხალათები და 20 თეთრიანი პირბადე მათხოვრული ხელფასებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ბრიტანეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ვრცელ მიმოხილვასა და საინტერესო კითხვებზე პასუხებს აქვეყნებენ.

ექიმები მიმოხილვას "ფეისბუქზე" აზიარებენ.

"დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვერსია განსაკუთრებით ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისშია ფართოდ გავრცელებული. ოფიციალური წყაროების თანახმად, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა, თუმცა მისი შემდგომი გავრცელება მოგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში მოხდა.

ვირუსის ახალი ვერსიის წარმოქმნა რამდენიმე მუტაციის ერთობლიობამ განაპირობა. ზოგადად მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა და გარემოსთან ადაპტაციისათვის სჭირდება. დროის მცირე მონაკვეთში ვირუსებში მრავლობითი მუტაცია ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა "ჩუმია“, იწვევს გენომის უმნიშვნელო კორექტირებას და არ ითარგმნება ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებაში.

ანალოგიური პრინციპები მოქმედებს კორონავირუსის შემთხვევაშიც. კოვიდ19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა. რაც შეეხება ბრიტანეთში გამოვლენილ ახალ შტამს, მისი სახეცვლილება რამდენიმე მუტაციის ჯამური შედეგია და გენომის ამგვარმა მოდიფიკაციამ ე.წ. სპაიკ ცილის კონფიგურაციის ნაწილობრივი ცვლილება გამოიწვია.

"სპაიკ“ ცილა არის ვირუსის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებს უკავშირდება და ასე იჭრება მისი უჯრედების ფუნქციონირებაში. აქამდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის "სპაიკ“ პროტეინს შეუძლია უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ACE2 რეცეპტორებთან.

- რას ნიშნავს უფრო მჭიდრო კონტაქტი კლინიკურად?

- ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული. შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, ამის პროგნოზირება რთულია. ჯერჯერობით არანაირი კლინიკური მონაცემები არ არსებობს დაავადების მიმდინარეობის კონკრეტული ცვლილებების შესახებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ამ შტამს გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აღმოაჩნდა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით.

ამ ეტაპისათვის, ვირუსის გავრცელების ზუსტი გეოგრაფია უცნობია. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება. ადამიანების ტესტირების შედეგად მიღებული ყველა ნიმუშიდან აღებული ვირუსის "სექვენირება“ (ამინომჟავების თანამიმდევრობის დადგენა) არ ხდება. სწორედ ეს ე.წ. სექვენირება იძლევა საშუალებას, დავადგინოთ ვირუსის გენეტიკური კოდი და შესაბამისად აღვრიცხოთ ნებისმიერი ცვლილება, რაც მასში მოხდა.

დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ყველა ლაბორატორიისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ცნობილია რომ ამერიკაში 17 მილიონი ნიმუშიდან მხოლოდ 51 ათასი იქნება სექვენირებული. ცხადია, ეს ციფრი ვერ მოგვცემს სრულყოფილ წარმოდგენას ახალი ვარიანტების გეოგრაფიული გავრცელების შესახებ.დიდ ბრიტანეთში აღწერილი მუტაცია განმეორდა სამხრეთ აფრიკაშიც. ეს ორი მუტაცია იდენტურია, თუმცა მეცნიერების აზრით, მათ ერთმანეთთან არანაირი ეპიდემიოლოგიური კონტაქტი არ გააჩნიათ. განსხვავებული მუტაცია დაფიქსირდა ნიგერიაშიც; მასზე წარმოდგენები ჯერაც ფრიად ბუნდოვანია.კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად:

1. შეუძლია თუ არა დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადექვატურად აღმოჩენა?

- დიახ. ტესტირების ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე მუტაციის ჯამური მოქმედების შედეგად კორონავირუსის "სპაიკ“ პროტეინის კოფიგურაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. "პსრ“ ტესტს აქვს სხვა სამიზნეებიც, გარდა ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ამ კონკრეტული ნაწილისა, ამიტომაც ვირუსი ასეთ ტესტირებას ვერ დაემალება.

2. იმოქმედებს თუ არა ვირუსის მუტაცია დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე?

- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას. ამ რწმენის საფუძველს ვაქცინების პოლიკლონალური ბუნება იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინასაც, ისევე როგორც ტესტს, აქვს მრავლობითი სამიზნე და ერთ-ერთი სამიზნის ცვლილება მის ჯამურ ეფექტურობაზე ვერ იმოქმედებს.

3. ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში?

- დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში.

4. შეიცვალა თუ არა მიდგომა კოვიდ-19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით?

- არა. პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იგივე დარჩა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის შემჩნეული გავრცელების რაიმე უნიკალურ თავისებურებებში და არც დაავადების სიმძიმით განსხვავდება უკვე არსებული ვარიანტისგან.

5. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა კიდევ უფრო მეტად არ დაგვაზიანოს?

- არაფერი ახალი და განსაკუთრებული. სოციალური დისტანციის შენარჩუნების, ნიღაბის ტარების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის წესები უცვლელია.ყველა ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს და ეცადეთ არ გახდეთ ერთ-ერთ ამ იშვიათ გამონაკლისთაგანი. სამწუხაროდ, რაც არ უნდა ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან წესები, უშუალოდ პაციენტთან მომუშავე პერსონალის ინფიცირების რისკები წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, კლინიკების მესვეურებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პერსონალის სათანადოდ აღჭურვას და დაცვას.კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს.

რაც უფრო მიიჩიხება ვირუსი ვაქცინისა და ბუნებრივად შექმნილი იმუნიტეტის მეშვეობით, მით უფრო შეეცდება ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვერსიების შექმნას. ასეთია ვირუსების ბუნება. შესაბამისად, ადამიანთა სამყაროც გააგრძელებს ახალი გამოწვევების მიმართ სწრაფ ადაპტაციას. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდერნიზებული ტიპის, ე.წ. რნმ-ვაქცინების სწრაფი შექმნა შესაძლებელია, ნელ-ნელა ათანაბრებს მიკროსამყაროსთან ეფექტური ბრძოლის შანსებს" - ნათქვამია ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის მიერ ერთობლივად მომზადებულ ინფორმაციაში.

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს