პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის" - იმნაძე ახალი შტამისა და რეინფიცირების შესახებ
"ეს ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის" - იმნაძე ახალი შტამისა და რეინფიცირების შესახებ

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლინ­და, ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლინ­და, ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის. ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

„რა­ტომ ვე­ლო­დე­ბით ახა­ლი შტა­მის აფეთ­ქე­ბას არ ვიცი, იმი­ტომ, რომ ჯერ მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხრეთ­ში და ლონ­დონ­შია. სხვა ქვეყ­ნებ­ში ჯერ არ არის აღ­წე­რი­ლი ახა­ლი შტა­მის აფეთ­ქე­ბა. ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს გა­მოვ­ლე­ნი­ლი, არ მგო­ნია, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე აფეთ­ქე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იყოს, მი­თუ­მე­ტეს, რომ მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ძვე­ლი შტა­მე­ბის სიმ­ძი­მის­გან“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

  • ვრცელ­დე­ბა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი უფრო მე­ტად ახალ­გაზ­რდებ­ში?

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ახალ­გაზ­რდებ­ში მე­ტად ვრცელ­დე­ბა, რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, „ამის შე­სა­ხებ რა­ღაც მო­ნა­ცე­მე­ბი არის, მაგ­რამ სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ამის თა­ო­ბა­ზე ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა“.

  • რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა

იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის ორ ათე­უ­ლამ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ძი­ე­ბუ­ლია და მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხია. ამა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს. იქ არის მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ორ ათე­უ­ლამ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა. ჩვენ­თა­ნაც მო­ძი­ე­ბუ­ლია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა მო­ი­ძი­ოს, როცა ადა­მი­ანს პირ­ვე­ლად და­უ­დას­ტურ­და მა­შინ­დე­ლი ნი­მუ­ში და როცა მე­ო­რედ და­უ­დას­ტურ­და მა­შინ­დე­ლი ნი­მუ­ში. მერე კი მოხ­დეს, ამ ნი­მუ­შე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რომ დამ­ტკიც­დეს ეს ნამ­დვი­ლად არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან თუ ზუს­ტად ერ­თნა­ი­რე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ეს ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის" - იმნაძე ახალი შტამისა და რეინფიცირების შესახებ

"ეს ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის" - იმნაძე ახალი შტამისა და რეინფიცირების შესახებ

პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის. ამის შესახებ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„რატომ ველოდებით ახალი შტამის აფეთქებას არ ვიცი, იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ ბრიტანეთის სამხრეთში და ლონდონშია. სხვა ქვეყნებში ჯერ არ არის აღწერილი ახალი შტამის აფეთქება. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არ მგონია, ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს, მითუმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან“, - განაცხადა იმნაძემ.

  • ვრცელდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში?

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში მეტად ვრცელდება, როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, „ამის შესახებ რაღაც მონაცემები არის, მაგრამ სამეცნიერო პუბლიკაციები ამის თაობაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა“.

  • რეინფიცირება

იმნაძის განცხადებით, მსოფლიო ლიტერატურაში კორონავირუსით რეინფიცირების ორ ათეულამდე დადასტურებული შემთხვევა გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ინფორმაცია მოძიებულია და მუშაობა მიმდინარეობს.

„რეინფიცირება ძალიან საინტერესო საკითხია. ამაზე კომუნიკაცია მსოფლიოში არსებობს. იქ არის მსოფლიო ლიტერატურაში ორ ათეულამდე დადასტურებული შემთხვევა, რაც გამოქვეყნდა. ჩვენთანაც მოძიებულია ასეთი შემთხვევები და ამისათვის საჭიროა მოიძიოს, როცა ადამიანს პირველად დაუდასტურდა მაშინდელი ნიმუში და როცა მეორედ დაუდასტურდა მაშინდელი ნიმუში. მერე კი მოხდეს, ამ ნიმუშების გენეტიკური ანალიზი, რომ დამტკიცდეს ეს ნამდვილად არის თუ არა კორონავირუსი და ერთმანეთისგან განსხვავდებიან თუ ზუსტად ერთნაირები არიან“, - განაცხადა იმნაძემ.

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე