სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსნის ციხის პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში
ქსნის ციხის პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთი პა­ტი­მა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გან­მარ­ტა, პა­ტი­მა­რი სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

„გვყავს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ პირ­ველ იან­ვარს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც კი სიმპტო­მე­ბი და­დას­ტურ­და, ეს ადა­მი­ა­ნი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში და სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უკვე მე-7 დღეს უფრო და­უმ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც არის ჩვე­უ­ლებ­რივ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, მოხ­და აქ­ტი­რე­ბა. ეს არ არის მარ­ტო ჩვენ­თან, პრაქ­ტი­კით ხში­რად ხდე­ბა ამ სა­ფუძ­ვლით ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­რე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში მოხ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ეს იყო ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ტეს­ტი­რე­ბა ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი დღი­დან ინ­ტე­ნი­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ქსნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მა­რის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვას, რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, თუკი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რი ფაქ­ტის შეს­წავ­ლას და მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

„პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ტეს­ტი­რე­ბა ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი დღი­დან ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან თან­მიმ­დევ­რუ­ლად, ეტა­პობ­რი­ვად და ზედ­მი­წევ­ნით მიჰ­ყვე­ბა ტეს­ტი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. და­წყე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბით და შემ­დეგ უკვე გაგ­რძელ­და ან­ტი­გენ ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შიგ­ნით, ლო­ჯის­ტი­კუ­რად სა­ი­დან ჩა­ით­ვა­ლა ტეს­ტი­რე­ბის და­წყე­ბა უფრო ადრე, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სამ­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ამ შე­კი­თხვა­ზე დე­ტა­ლუ­რად გაგ­ცემთ პა­სუხს... ჩვენ შე­ვის­წავ­ლით იმ შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლის­თვის მოგ­ვმარ­თავს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებ­სა და ქალ პა­ტიმ­რებს ჩა­უ­ტარ­დათ, შე­დე­გად კი 23 ქალ პა­ტი­მარს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

„მინ­და ყვე­ლა და­გამ­შვი­დოთ. პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს, რო­გორც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და აქამ­დე. ყვე­ლა ის კონ­ტრო­ლის მექ­ნიზ­მი და ფილტრი, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა კო­ვიდ­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას, მის აღ­მო­ჩე­ნა­სა და გა­მოვ­ლე­ნას, ასე­ვე კონ­ტროლს და ვი­თა­რე­ბის მარ­თვას, კვლავ მოქ­მე­დებს რო­გორც აქამ­დე მოქ­მე­დებ­და. ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სის­ტე­მამ პა­ტიმ­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი პი­სი­არ ტეს­ტი­რე­ბა და­ი­წყო. ეს უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და გრძელ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვენ და­ვი­წყეთ 31 დე­კემ­ბრი­დან, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მივ­ყვე­ბით, ჯერ ჩა­ვუ­ტა­რეთ არას­რულ­წლოვ­ნებს, სა­დაც ყვე­ლა ტეს­ტი იყო უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით. შემ­დეგ გა­და­ვე­დით ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე და 23 შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტუ­და კო­ვი­დი. ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბი არი­ან იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი. ყვე­ლა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი აჟი­ო­ტა­ჟის არ არ­სე­ბობს. ჩვენ 9 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის წი­ნა­შე ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი. არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი შეშ­ფო­თე­ბის არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქსნის ციხის პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში

ქსნის ციხის პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლორთქიფანიძემ განმარტა, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში ტესტირება ეპიდემიის პირველი დღიდან ინტენისურად მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარის კორონავირუსით გარდაიცვალების შემთხვევას, როგორც გაბუნია განმარტავს, თუკი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახური ფაქტის შესწავლას და მარეგულირებლის მონაწილეობას საჭიროდ ჩათვლის, ასეთ შემთხვევაში ჩაერთვებიან.

„პენიტენციურ სისტემაში ტესტირება ეპიდემიის პირველი დღიდან ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. პენიტენციური სამსახური ძალიან თანმიმდევრულად, ეტაპობრივად და ზედმიწევნით მიჰყვება ტესტირების რეკომენდაციებს. დაწყებული PCR ტესტირებით და შემდეგ უკვე გაგრძელდა ანტიგენ ტესტირების მაჩვენებელი. შიგნით, ლოჯისტიკურად საიდან ჩაითვალა ტესტირების დაწყება უფრო ადრე, პენიტენციური სამსახურის სამდიცინო დეპარტამენტი ამ შეკითხვაზე დეტალურად გაგცემთ პასუხს... ჩვენ შევისწავლით იმ შემთხვევას, რომელიც შესწავლისთვის მოგვმართავს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის ინფექციაზე ინტენსიური ტესტირება არასრულწლოვნებსა და ქალ პატიმრებს ჩაუტარდათ, შედეგად კი 23 ქალ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მინდა ყველა დაგამშვიდოთ. პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. ყველა ის კონტროლის მექნიზმი და ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენასა და გამოვლენას, ასევე კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს როგორც აქამდე მოქმედებდა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება დაიწყო. ეს უკვე მიმდინარეობს და გრძელდება. პირველ რიგში, ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან, გეგმაზომიერად მივყვებით, ჯერ ჩავუტარეთ არასრულწლოვნებს, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტუდა კოვიდი. ისინი იზოლირებულები არიან, მათი თანამესაკნეები არიან იზოლირებულები. ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის არ არსებობს. ჩვენ 9 ათასამდე ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე ვართ პასუხისმგებლები. არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია

პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ