მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - ქართული საშობაო კერძები და ტრადიციები
როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - ქართული საშობაო კერძები და ტრადიციები

შო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ერ­თნა­ი­რი სი­ხა­რუ­ლით, თუმ­ცა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით ხვდე­ბი­ან.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო ტრა­დი­ცია - მა­მა­კა­ცე­ბის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი ქუ­ჩებს ჩა­მო­ივ­ლი­და და სიმ­ღე­რით ულო­ცავ­და ხალ­ხს შო­ბის დღე­სას­წა­ულს. მა­ხა­რობ­ლებს ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ტკბი­ლე­უ­ლით და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტით ასა­ჩუქ­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი ბავ­შვებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - სა­ცი­ვი, სა­მეგ­რე­ლო­ში - ელარ­ჯი და ღომი, მეს­ხეთ­ში - ქა­დე­ბი. სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუტს წარ­მო­ად­გენს ღო­რის ხორ­ცი. სა­მეგ­რე­ლო­ში - გოჭს წვა­ვენ აჯი­კი­თა და მა­რილ-წყლით, ამ­ზა­დე­ბენ კუ­პა­ტებს ღო­რის შიგ­ნე­უ­ლო­ბი­სა და ხორ­ცის­გან. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში სა­შო­ბაო სუფ­რა­ზე ხში­რად ნა­ხავთ მო­ხარ­შუ­ლი ღო­რის თავ-ფეხს, ღო­რის ხორ­ცის მწვა­დებს და მუ­ჟუჟს. ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლია მრგვლად მო­ხარ­შუ­ლი დე­და­ლი ნივ­რი­ან-ნიგვზი­ა­ნი სა­წებ­ლით.

ყვე­ლა სუფ­რა­ზე შეხ­ვდე­ბით ჩურ­ჩხე­ლებს ან ჯან­ჯუ­ხებს, თხი­ლე­ულს და ჩირს. სა­შო­ბაო-სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უ­ში შე­დის ასე­ვე გოგ­რა­ში მო­ხარ­შუ­ლი ტკბი­ლი ფლა­ვი.

რე­ცეპ­ტის სა­ნა­ხა­ვად და­ა­ჭი­რეთ ფო­ტოს

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოსსოფ­ლებ­ში სა­შო­ბა­ოდ ხში­რად აცხო­ბენ ქა­დებს, ზო­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­რის ცო­მით, ზო­გან ნა­ხევ­რად ფე­ნო­ვა­ნით. გულ­ში კა­რაქ­ში ან ერ­ბო­ში მო­ხა­ლულ შაქ­რი­ან ფქვილს უდებ­დნენ.

ფშავ­ში და ხევ­სუ­რეთ­ში ხინ­კალს ამ­ზა­დე­ბენ, სვა­ნეთ­ში კლა­ვენ ხბოს, ღორს, ამ­ზა­დე­ბენ კუბ­დარს, ფხლო­ვანს, ფეტვი­ან ხა­ჭა­პუ­რებს, ჭვიშ­ტარს, გა­და­ზე­ლილ ყველს.

აჭა­რა­ში სა­შო­ბა­ოდ ბაქ­ლა­ვას და აჩ­მას აცხო­ბენ. ბა­რა­ქის მო­სა­ტა­ნად ოთა­ხის ყვე­ლა კუ­თხე­ში მარ­ცვლე­ულს ყრი­ან და თან და­ი­ლო­ცე­ბი­ან. მარ­ცვლე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ბა­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ით­ვლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და ბა­რა­ქის სიმ­ბო­ლოდ.

გუ­რი­ა­ში შო­ბის­თვის სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლი ცხვე­ბა. ეს არის სა­ფუვ­რი­ან ცომ­ში გახ­ვე­უ­ლი ყვე­ლი და მსხვი­ლად დაჭ­რი­ლი მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი.

რე­ცეპ­ტის სა­ნა­ხა­ვად და­ა­ჭი­რეთ ფო­ტოს

XIX სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თულ სუფ­რა­ზე ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბიც დამ­კვიდ­რდა. აცხობ­დნენ ქიშ­მი­ში­ან და კო­ნი­ა­კი­ან კექ­სებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნაირ-ნაირ ნამ­ცხვრებ­სა და კრე­მი­ან ტორ­ტებს. რუ­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან შე­მო­ვი­და ხი­ზი­ლა­ლა, სა­თა­ლი, "ხა­ლა­დე­ცი" პირ­შუშ­ხა­სა და მდოგ­ვის სა­წებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ მო­ხარ­შულ ღო­რის ხორცს ძა­ლი­ან კარ­გად შე­ე­წყო.

თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­მა გერ­მა­ნე­ლებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს სა­შო­ბაო ნიგვზი­ა­ნი რუ­ლე­ტი­სა და მი­ხაკ-და­რი­ჩი­ნი­ა­ნი თაფ­ლაკ­ვე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რა.

ქარ­თველ­მა დი­ა­სახ­ლი­სებ­მა სხვა თვა­ლით შე­ხე­დეს სუფ­რის გა­ფორ­მე­ბას. ძი­რი­თა­დად ეს შე­ე­ხო ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებთ. სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ მა­გი­დას აფა­რებ­დნენ გა­ხა­მე­ბულ თეთრ ტი­ლოს სუფ­რას. ყვე­ლა­ზე მი­ღე­ბუ­ლი იყო თეთ­რი ფე­რის ფა­ი­ფუ­რის ჭურ­ჭე­ლი. ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნით თბი­ლი­სურ ოჯა­ხებ­ში დი­ა­სახ­ლი­სებ­მა და­ი­წყეს სა­შო­ბაო სას­მე­ლის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლის თა­და­რიგ­საც მა­ი­სი­დან იწყე­ბენ და სა­შო­ბა­ოდ მი­ირ­თმე­ვენ. იგი წარ­მო­ად­გენს სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით შაქ­რის, კენკრი­სა და ხი­ლის დას­პირ­ტულ ნა­ყენს. ძი­რი­თა­დად მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის მარწვი, ჟოლო, მო­ცხა­რი, მაყ­ვა­ლი, ატა­მი, გარ­გა­რი და სხვა. კენკრის სას­მელს არ ურე­ვენ ციტ­რუსს. ციტ­რუ­რის­გან ცალ­კე ყენ­დე­ბა სა­შო­ბაო ლი­ქი­ო­რი. პირ­ვე­ლი უფრო მუქი ფე­რი­საა, ხოლო მე­ო­რე - ღია ფე­რის. ციტ­რუ­სის ნა­ყე­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მუქი ფე­რის ხი­ლის და­მა­ტე­ბა, რად­გან ციტ­რუ­სის არო­მა­ტულ თა­ი­გულს ცვლის და ამას­თან აფუ­ჭებს მის ფერს.

Mima
0

ᲦორისᲗავფეხი არა კიდე Ქათმის Ფრთები და იხვის კისერი. კახეᲗᲨი იციან: Გოჭი, ინდაური , Ჩაქაფული, საცივი მწვადი, გოზინაყი, Ხაჭაპური კატლეტი ბლინᲩიკი და ა.Შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - ქართული საშობაო კერძები და ტრადიციები

როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - ქართული საშობაო კერძები და ტრადიციები

შობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთნაირი სიხარულით, თუმცა სხვადასხვაგვარი კულინარიული ტრადიციებით ხვდებიან.

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ქუჩებს ჩამოივლიდა და სიმღერით ულოცავდა ხალხს შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ტკბილეულით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. დასავლეთ საქართველოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - ქადები. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში საშობაო სუფრაზე ხშირად ნახავთ მოხარშული ღორის თავ-ფეხს, ღორის ხორცის მწვადებს და მუჟუჟს. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნივრიან-ნიგვზიანი საწებლით.

ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.

ფშავში და ხევსურეთში ხინკალს ამზადებენ, სვანეთში კლავენ ხბოს, ღორს, ამზადებენ კუბდარს, ფხლოვანს, ფეტვიან ხაჭაპურებს, ჭვიშტარს, გადაზელილ ყველს.

აჭარაში საშობაოდ ბაქლავას და აჩმას აცხობენ. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.

გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

XIX საუკუნეში ქართულ სუფრაზე ევროპული კერძებიც დამკვიდრდა. აცხობდნენ ქიშმიშიან და კონიაკიან კექსებს, მოგვიანებით ნაირ-ნაირ ნამცხვრებსა და კრემიან ტორტებს. რუსული სამზარეულოდან შემოვიდა ხიზილალა, სათალი, "ხალადეცი" პირშუშხასა და მდოგვის საწებლები, რომლებიც ტრადიციულ მოხარშულ ღორის ხორცს ძალიან კარგად შეეწყო.

თბილისში მცხოვრებმა გერმანელებმა შემოიტანეს საშობაო ნიგვზიანი რულეტისა და მიხაკ-დარიჩინიანი თაფლაკვერების მომზადების კულტურა.

ქართველმა დიასახლისებმა სხვა თვალით შეხედეს სუფრის გაფორმებას. ძირითადად ეს შეეხო ქალაქში მცხოვრებთ. სადღესასწაულოდ მაგიდას აფარებდნენ გახამებულ თეთრ ტილოს სუფრას. ყველაზე მიღებული იყო თეთრი ფერის ფაიფურის ჭურჭელი. ევროპული გავლენით თბილისურ ოჯახებში დიასახლისებმა დაიწყეს საშობაო სასმელის მომზადება, რომლის თადარიგსაც მაისიდან იწყებენ და საშობაოდ მიირთმევენ. იგი წარმოადგენს სეზონის მიხედვით შაქრის, კენკრისა და ხილის დასპირტულ ნაყენს. ძირითადად მის შემადგენლობაში შედის მარწვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ატამი, გარგარი და სხვა. კენკრის სასმელს არ ურევენ ციტრუსს. ციტრურისგან ცალკე ყენდება საშობაო ლიქიორი. პირველი უფრო მუქი ფერისაა, ხოლო მეორე - ღია ფერის. ციტრუსის ნაყენის შემთხვევაში არ შეიძლება მუქი ფერის ხილის დამატება, რადგან ციტრუსის არომატულ თაიგულს ცვლის და ამასთან აფუჭებს მის ფერს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე