სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში
ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში

აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ სჯე­რათ, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის მიღ­მა რუ­სე­თი დგას. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. აქამ­დე პრე­ზი­დენტ ტრამპს ჰქონ­და ეჭვი, რომ ყო­ვე­ლი­ვეს მიღ­მა ჩი­ნე­თი იდგა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი კი რუ­სეთს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ახლა კი, აშშ-ის დაზვრე­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შტა­ტე­ბის 10-ზე მეტ­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რამ გა­ნი­ცა­და ამ კი­ბერ­შე­ტე­ვის გავ­ლე­ნა. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ცი­დენ­ტის მას­შტა­ბე­ბის გა­სა­გე­ბად, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, მი­ზა­ნი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა იყო.

“ამ დრო­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვის უკან, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თი დგას", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის აპა­რა­ტის, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს, შტა­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, დე­კემ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს სის­ტე­მებ­ზე, თუმ­ცა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მოხ­და, რა დრო­საც ჰა­კე­რებ­მა წვდო­მა მი­ი­ღეს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ელექტრო­ნულ ფოს­ტებ­ზე.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
17

ხო ყველაფერი რუსეთის ბრალია თორემ ისე მაგრად ვიქნებოდით და აგვაყვავებდა ამერიკა და თვითონაც მაგრად იქნებოდნენ

სადარდელი.
0

კიბერშეტევები, რომ არა რუსეთის ამერიკაზე, ჩვენ გვეშველებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში

ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში

აშშ-ის დაზვერვის სამსახურებში აცხადებენ, რომ მათ სჯერათ, ბოლოდროინდელი კიბერთავდასხმების მიღმა რუსეთი დგას. ამის შესახებ BBC წერს. აქამდე პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ეჭვი, რომ ყოველივეს მიღმა ჩინეთი იდგა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი კი რუსეთს ადანაშაულებდა.

ახლა კი, აშშ-ის დაზვრევის სამსახურები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ შტატების 10-ზე მეტმა სახელმწიფო სტრუქტურამ განიცადა ამ კიბერშეტევის გავლენა. მათივე განცხადებით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს ინციდენტის მასშტაბების გასაგებად, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამსახურების მონაცემების შეგროვებას, უფრო კონკრეტულად კი, მიზანი დაზვერვის სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციის მოპოვება იყო.

“ამ დროისთვის ჩატარებული სამუშაოები მიუთითებენ, რომ კიბერშეტევის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას", - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, შტატების ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ კიბერშეტევა განხორციელდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეროვნული სამმართველოს სისტემებზე, თუმცა ჰაკერული თავდასხმა 2020 წლის გაზაფხულზე მოხდა, რა დროსაც ჰაკერებმა წვდომა მიიღეს სახელმწიფო უწყებების ელექტრონულ ფოსტებზე.

წყარო: BBC.com

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

"სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია" - მედია