მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს
ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტია „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პარ­ტი­უ­ლი სიით შე­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტი ფრი­დონ ინ­ჯია, სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის შემ­დეგ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" ტო­ვებს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის ახალ პარ­ტი­ას „ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებს" აყა­ლი­ბებს, რომ­ლის ყრი­ლო­ბა­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავს.

„პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან ერ­თად, მე ვტო­ვებ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს". ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ამ პარ­ტი­ის წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის. ბევ­რი რამ გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე ეს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი ლა­რით აი­სა­ხე­ბა, რო­გორც შე­ნა­ტა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სებს. ამას­თა­ნა­ვე, არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, და­ვით თარ­ხან - მო­უ­რავს, გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ირმა ინაშ­ვილს, რომ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­ყოთ ამ პარ­ლა­მენ­ტში ამ სტა­ტუ­სით", - გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ ინ­ჯი­ამ.

რო­გორც ინ­ჯი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღეს ოპო­ზი­ცი­ის ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნა ხელს აძ­ლევს ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას - „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

„რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ვერ­თვე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში და მიგ­ვაჩ­ნია სა­ჭი­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი და მიზ­ნე­ბი. დღეს ქვე­ყა­ნა ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. პან­დე­მი­ამ შექ­მნა მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და გა­არ­თუ­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ისე­დაც რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ ვხე­დავთ ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უარს ამ­ბო­ბენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, ხოლო მმარ­თვე­ლი პარ­ტია თით­ქოს ხელს უწყობს მათ ასეთ ქმე­დე­ბას. აშ­კა­რაა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნა დღეს ხელს აძ­ლევს ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას - „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. ეს არის კო­ა­ბი­ტა­ცი­ის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა, რის­თვი­საც ჩვენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მწვა­ვედ ვაკ­რი­ტი­კებ­დით მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­სი. „ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ სურთ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნა იმის იმე­დად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფეხი წა­უც­დე­ბა და ამის ხარ­ჯზე გზა­ა­რე­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის მცი­რე ნა­წი­ლის იმე­დად ქვეყ­ნის არე­ვა­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ამოქ­მე­დე­ბას შეძ­ლებს, ხოლო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს იმის იმე­დი, რომ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილ ოპო­ზი­ცი­ას სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რებს. არც ერთი და არც მე­ო­რე არ არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ის ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს. ვი­საც არე­უ­ლო­ბა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია უნდა, ის თა­ვი­სი ქმე­დე­ბით ან­გრევს ქვე­ყა­ნას, მის ეკო­ნო­მი­კას, აჩ­ქა­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ქვეყ­ნის დაც­ლას, ახალ­გაზ­რდე­ბის ემიგ­რა­ცი­ას სხვა ქვეყ­ნებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ად­გი­ლი ქუ­ჩა­ში არაა. ის, ვი­საც ამის მან­და­ტი აქვს, პარ­ლა­მენ­ტში უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ინ­ჯი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ფრი­დონ ინ­ჯია პარ­ლა­მენ­ტში მას შემ­დეგ შე­ვი­და, რაც „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პარ­ტი­უ­ლი სიის სამ­მა წევ­რმა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასაკი
4

ვულოცავ დაბადების დღეს, მაგრამ ასაკი? დეპუტატობა კავშირგაბმულობის მინისტრობა ხომ არ არის?

ika
1

ეგაა (პატრიოტთა) ალიანსი,,,ისე ეს კაცი მერამდენე მთავროს ერგება არა>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს" აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს". ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან - მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საჭიროდ, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები. დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად, პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია თითქოს ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობასი. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთი და არც მეორე არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს“, - განაცხადა ინჯიამ.

ცნობისთვის, ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" - გია ხუხაშვილი

"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - ირმა ინაშვილი