ავტორი:

"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ

"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა. მათ დეპუტატის რანგში უკვე პირველი განცხადებებიც გააკეთეს:

"მე, საქართველოს მოქალაქე, პარლამენტში შევედი არა როგორც "ნაცისტურ რაიხსტაგში", "მიშისტურ მთავრობაში" ან აღა-მაჰმად -ხანის რაზმში, არამედ პარლამენტში შევედი, როგორც საქართველოს მოქალაქე და ვაღიარებ, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრმა, გელა მიქაძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტში შევიდა.

მისივე განმარტებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალია.

"ჩემს აზრს ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" დღეისთვის არის საბჭოთა კავშირის 1990-იანი წლების ბოლო, როდესაც ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა ეკონომიკური პრობლემების გამო ჩამოიშალა. იყო პოლიტიკური საკითხებიც, მაგრამ ძირითადად ეკონომიკური იყო. ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გელა მიქაძემ.

მანამდე კი, გელა მიქაძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით სურს პარლამენტში შესვლა.

"პარლამენტში ჩემი შესვლა ჩემთვის თეორიაა. ანუ იმგვარად არ არის, რომ ეს ჩემთვის პირველი იყო და ძალიან გამიხარდა პარლამენტში შესვლა. 2008 წლიდან საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტები განვახორციელე. ქვეყანაში დღეს რომ სავაჭრო ცენტრებია და ფაქტობრივად, 25 000 სამუშაო ადგილია, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი დამსახურებაა. ასევე, პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში, ათეულობით ცნობილი ბრენდები, რაც ქვეყანაში დღეს ფუნქციონირებს, ჩემი დამსახურებაა. ეს იყო ჩემი პირველი პროექტი, რაც 2008 წლიდან განვახორციელე და რომელიც საბედნიეროდ, ახლაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ყველა რეგიონში აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია. მეორე მთავარი პროექტი, რაც 2008 წელს მქონდა დაწყებული და რისი ინიციატორიც ვიყავი, ეს იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის კონცეფცია. ეს პროექტი დაწყებული მქონდა. ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში კიდევ შევქმნა დაახლოებით, 30 000 სამუშაო ადგილი. თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება ქვეყანაში, სიტყვას გაძლევთ, დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტის წევრობას. ჩემთვის აპრიორი არ არის დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია, რაც მინდა საქართველოს მოვახმარო, ეს სამუშაო ადგილების არსებობისთვის საკანონმდებო ბაზის შექმნაა, რომელიც ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა", - განაცხადა მიქაძემ.

რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?! -ამის შესახებ კი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად პოლიტიკოსი არ არის და ტექნოლოგიებიდან და საბუნებისმეტყველო სფეროდან მოდის პარლამენტში.

„მივეჩვიეთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებებზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნილოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. ის, რომ ვიღაცამ თქვა „ვინც შევიდესო“, ეს არ ნიშნავს არაფერს. არ მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე, აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავის აზრი, მე მაქვს ჩემი აზრი.

არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი მითუმეტეს, არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. რას ვაპირებ - ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი ჩემი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას. ეს ცოტაა? მესამე - აუცილებლად გასადახედია დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია და ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ჩადებული ნაღმებია, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი და სასამართლოშიც ერთი და იგივე კანონი შეიძლება ორნაირი ფორმით იყოს აღქმული. აი, ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“ - განაცხადა ზილფიმიანმა.

ამასთან ზილფიმიანი, ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზეწოლას პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, უარყოფს.

„მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა და ვინც მე მიცნობს, ის არც თავის თავს აკადრებს ამ შეკითხვას და არც მე, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ,“- აღნიშნა მან.

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ