ავტორი:

"ინფიცირებულთა ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან" - რას ამბობენ სპეციალისტები მომდევნო დღეების მაჩვენებლებზე

"ინფიცირებულთა ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან" - რას ამბობენ სპეციალისტები მომდევნო დღეების მაჩვენებლებზე

შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი.

„შობის დღესასწაულზე იცით, რომ კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ ოდნავ მაინც საეჭვო შემთხვევაა, უნდა მოხდეს მისი დროული მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით კი, წესების არდაცვა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

„დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის. თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება შემთხვევების მატება, თუ წესებს დავიცავთ - კარგად იქნება ყველაფერი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა და ტრაილერს შეეჯახა... მცირეწლოვანი შვილები დარჩა" - ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 28 წლის გოგო

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)

"შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობ" - თამარ გაბუნია