სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პარ­ტი­უ­ლი სიის სამი წევ­რის და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის, ფრი­დონ ინ­ჯი­ა­სა და გელა მი­ქა­ძის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე იმ­სჯე­ლა და მხა­რი ერ­თხმად და­უ­ჭი­რა.

გელა მი­ქა­ძის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას მხა­რი 82 -მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, ფრი­დონ ინ­ჯი­ას -81-მა დე­პუ­ტატ­მა, და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას კი 82-მა დე­პუ­ტატ­მა.

რო­გორც საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ირმა ინაშ­ვი­ლის ად­გილ­მო­ნაც­ვლე პარ­ლა­მენ­ტში გელა მი­ქა­ძე იქ­ნე­ბა, გი­ორ­გი ლო­მი­ას ფრი­დონ ინ­ჯია ჩა­ა­ნაც­ვლებს, ხოლო გოჩა თევ­დო­რა­ძეს - და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცია უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტში და ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ამ მო­მენ­ტი­დან სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და გელა მი­ქა­ძემ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას დე­პუ­ტა­ტის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თეს. პარ­ლა­მენ­ტმა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სამ დე­პუ­ტატს ირმა ინაშ­ვილს, გი­ორ­გი ლო­მი­ა­სა და გოჩა თევ­დო­რა­ძეს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­დამ­დე შე­უ­წყვი­ტა. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“ სა­არ­ჩევ­ნო სია არ ჩა­უხ­სნია.

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიით დე­პუ­ტა­ტის მან­დატ­ზე უა­რის თქმას ასე­ვე არ აპი­რებს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
6
მორჩა,გადარჩენილები ვართ.აწი რაღა გვიჩირს.ოღონდ თქვენ გამდიდრდით და ჯანდაბას ჩვენი სიღატაკე!
იურა
1

ახლა ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისაკენ.! დამრტყმელი ძალა შევიდა)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 -მა დეპუტატმა დაუჭირა, ფრიდონ ინჯიას -81-მა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობას კი 82-მა დეპუტატმა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ფრიდონ ინჯია ჩაანაცვლებს, ხოლო გოჩა თევდორაძეს - დავით ზილფიმიანი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში.

ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.

“პატრიოტთა ალიანსის“ სიით დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ასევე არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ