სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს" - ივანე ჩხაიძე
"დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს" - ივანე ჩხაიძე

დიახ, ახა­ლი შტა­მი, ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი ვირუ­სი არის უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი, თუმ­ცა მისი მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ თსსუ-ს პრო­ფე­სორ­მა, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ, "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­მე­ო­რე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ამ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტა­ცია უკვე ფიქ­სირ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც ვირუ­სი ჩი­ნე­თის სა­ზღვრებს გას­ცდა. ის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ახლა ცირ­კუ­ლი­რებს, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმ ვირუ­სის­გან, რო­მე­ლიც ცირ­კუ­ლი­რებ­და ჩი­ნეთ­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი მუ­ტა­ცია და­ფიქ­სირ­და ევ­რო­პა­ში თე­ბერ­ვალ­ში, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც გავ­რცელ­და და გა­მო­იწ­ვია კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ზო­გა­დად კო­რო­ნა­ვირუსს აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა მუ­ტა­ცი­ი­სად­მი და დღე­ი­სათ­ვის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 1200-მდე მუ­ტა­ცია, ოღონდ ეს მუ­ტა­ცი­ე­ბი ხან­მოკ­ლეა და მათი ზე­გავ­ლე­ნა დღემ­დე არ ყო­ფი­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი. ით­ვლე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, 2 მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­დოს, მაგ­რამ მათ შო­რის სულ რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუ­სი, მე­ო­რე, რო­მე­ლიც ახლა ყვე­ლას აღელ­ვებს, ეს არის ბრი­ტა­ნუ­ლი ვირუ­სი - ე.წ. 117 ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­საც ჩვენ სექ­ტემ­ბრის თვი­დან ვა­ფიქ­სი­რებთ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გარ­და ამი­სა ასე­ვე, ცნო­ბი­ლია და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად შე­ის­წავ­ლე­ბა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვირუ­სის ახა­ლი მუ­ტა­ცია და ასე­ვე, აფ­რი­კის კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა - ნი­გე­რია, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუ­ტა­ცია. დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 მუ­ტა­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა ეს ცვლი­ლე­ბა ძი­რი­თა­დად ეხე­ბა გა­დამ­დე­ბო­ბას. ბრი­ტა­ნულ ვირუს­თან არის სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა, 40-დან 70%-მდე არის უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი ვიდ­რე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სი. დღე­ი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, დიახ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ტა­ცია უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტი, რომ ის არის უფრო მე­ტად მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფიქ­სირ­დე­ბა. დღემ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 31 შემ­თხვე­ვა მსოფ­ლი­ო­ში ხელ­მე­ო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბის, თუ შე­ა­და­რებთ, 86 მი­ლი­ონ­ში ეს 31 შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოთ, რომ ეს არის სა­ერ­თოდ არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და არა­ტი­პი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად კო­რო­ნა­ვირუ­სის ხელ­მე­ო­რე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ამ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს" - ივანე ჩხაიძე

"დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს" - ივანე ჩხაიძე

დიახ, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი.

„კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია იმ ვირუსისგან, რომელიც ცირკულირებდა ჩინეთში. კორონავირუსის პირველი მუტაცია დაფიქსირდა ევროპაში თებერვალში, რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების მატება. ზოგადად კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1200-მდე მუტაცია, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული. ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს, მაგრამ მათ შორის სულ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუსი, მეორე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს, ეს არის ბრიტანული ვირუსი - ე.წ. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში, გარდა ამისა ასევე, ცნობილია და ძალიან აქტიურად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და ასევე, აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა - ნიგერია, სადაც დაფიქსირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია. დღეისათვის ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას. ბრიტანულ ვირუსთან არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 70%-მდე არის უფრო მეტად გადამდები ვიდრე, ჩვეულებრივი კორონავირუსი. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით, დიახ, აღნიშნული მუტაცია უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, ჯერჯერობით არ ფიქსირდება. დღემდე დაფიქსირებულია 31 შემთხვევა მსოფლიოში ხელმეორედ ინფიცირების, თუ შეადარებთ, 86 მილიონში ეს 31 შემთხვევა შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის საერთოდ არადამახასიათებელი და არატიპიური. შესაბამისად კორონავირუსის ხელმეორებით ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

"დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ" - ვახტანგ კალოიანი

"ამ დროისთვის ქვეყანაში 2900 თავისუფალი საწოლია" - თამარ გაბუნია

31 წლის ნუცა მაღლაკელიძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება