მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი" -  ხუხაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის იმ წევრებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან
"ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი" -  ხუხაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის იმ წევრებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან

ჩვენ ამას ვერ და­ვარ­ქმევთ "პატ­რი­ო­თა ალი­ან­სის“ შეს­ვლას პარ­ლა­მენ­ტში, უპარ­ტიო ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბი­ან "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ფაქ­ტობ­რი­ვად, უერ­თდე­ბა 4 და­მა­ტე­ბი­თი ბიზ­ნეს­მე­ნი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პარ­ტი­უ­ლი სიის სამ­მა წევ­რმა - და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და გელა მი­ქა­ძემ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას დე­პუ­ტა­ტის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თეს.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა ის მან­კი­ე­რე­ბა, რა­საც ჰქვია ბიზ­ნე­სის ინ­ტეგ­რა­ცია პო­ლი­ტი­კა­ში - "რო­დე­საც ბიზ­ნე­სი კეთ­დე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან და პო­ლი­ტი­კა კეთ­დე­ბა ბიზ­ნე­სი­დან“.

"სხვა ახ­სნა გარ­და იმი­სა, რომ ეს წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ერ­თის მხრივ პარ­ტია ინარ­ჩუ­ნებს სა­ხეს და არ აღი­ა­რებს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, მაგ­რამ არა­პარ­ტი­უ­ლი სიის წევ­რე­ბი შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში. ანუ, ორი­ვე ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვთ. კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა ის მან­კი­ე­რე­ბა, რა­საც ჰქვია ბიზ­ნე­სის ინ­ტეგ­რა­ცია პო­ლი­ტი­კა­ში - რო­დე­საც ბიზ­ნე­სი კეთ­დე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან და პო­ლი­ტი­კა კეთ­დე­ბა ბიზ­ნე­სი­დან. ესე­ნი არი­ან უბ­რა­ლო ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ა­კე­თეს პო­ლი­ტი­კა­ში ინ­ვეს­ტი­ცია და თვლი­ან, რომ იყი­დეს სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ვარ­ძე­ლი. ეს ოთხი­ვე ადა­მი­ა­ნი არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ისი­ნი არ არი­ან პარ­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი, ინ­ვეს­ტი­ცი­ას აკე­თე­ბენ მო­გე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ტი­კა­ში გა­ა­კე­თეს ინ­ვეს­ტი­ცია და მათი მო­ნა­გა­რი არის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ვარ­ძე­ლი, რო­მე­ლიც ისევ თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბას უნდა მო­ახ­მა­რონ. ეს არის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი სის­ტე­მუ­რი მან­კი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ახლა გა­მოვ­ლინ­და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სში". ჩვენ ამას ვერ და­ვარ­ქმევთ "პატ­რი­ო­თა ალი­ან­სის" შეს­ვლას, ეს არი­ან უპარ­ტიო ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ვერ გახ­დე­ბი­ან "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ფაქ­ტობ­რი­ვად უერ­თდე­ბა 4 და­მა­ტე­ბი­თი ბიზ­ნეს­მე­ნი. ამით ვერ სრულ­დე­ბა ის ამო­ცა­ნა, რო­მელ­საც ჰქვია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა, 113 - კა­ცი­ა­ნი კვო­ტა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, შე­სა­ბა­მი­სად მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის იმი­ტი­ცი­ის ამო­ცა­ნა ვერ სრულ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძლდეს, ვი­ცით, რომ არის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და "გირ­ჩის" ჯგუ­ფი, ალ­ბათ უახ­ლო­ეს დრო­ში ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პარ­ტი­უ­ლი სიის სამი წევ­რის და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის, ფრი­დონ ინ­ჯი­ა­სა და გელა მი­ქა­ძის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტი დღეს რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე იმ­სჯე­ლებს. და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და გელა მი­ქა­ძემ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას დე­პუ­ტა­ტის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ უკვე მი­მარ­თეს. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ირმა ინაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ლო­მი­ა­სა და გოჩა თევ­დო­რა­ძის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ე­ბი არი­ან - გელა მი­ქა­ძე, და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი და ფრი­დონ ინ­ჯია. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიით პარ­ლა­მენ­ტში შე­დის ასე­ვე ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
7

ბიზმესმენებია !

SPQR
19

 არა, ნაყოფია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ჩოჩელი, ოქრიაშვილი და ბევრი ახალი და ძველი ფულის ტომარა, ხომ ინტელექტით მოდიან არა პირადულის არამედ საქვეყნო საქმისთვის! ან შენ ათას სისულელეს რომ აფრქვევ რატომ? იმიტომ რომ მაფაში გიხდიან და ესაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი" -  ხუხაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის იმ წევრებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან

"ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი" -  ხუხაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის იმ წევრებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან

ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ "პატრიოთა ალიანსის“ შესვლას პარლამენტში, უპარტიო ბიზნესმენები ვერ გახდებიან "პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. "ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამმა წევრმა - დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს.

როგორც ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში - "როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან“.

"სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არადამაჯერებელი იქნება. ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში - როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან. ესენი არიან უბრალო ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი. ეს ოთხივე ადამიანი არიან ბიზნესმენები, ისინი არ არიან პარტიული ფასეულობის მატარებლები, ინვესტიციას აკეთებენ მოგების მიზნით, პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია და მათი მონაგარი არის საპარლამენტო სავარძელი, რომელიც ისევ თავის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. ეს არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სისტემური მანკიერება, რომელიც ახლა გამოვლინდა ,,პატრიოტთა ალიანსში". ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ "პატრიოთა ალიანსის" შესვლას, ეს არიან უპარტიო ბიზნესმენები, შესაბამისად ისინი ვერ გახდებიან "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი. ამით ვერ სრულდება ის ამოცანა, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება, 113 - კაციანი კვოტა ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად მრავალპარტიულობის იმიტიციის ამოცანა ვერ სრულდება. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძლდეს, ვიცით, რომ არის ალეკო ელისაშვილის ჯგუფი და "გირჩის" ჯგუფი, ალბათ უახლოეს დროში ყველაფერი ცნობილი გახდება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან - გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან