მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე
ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

დამ­თრგუნ­ვე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ეკო­ნო­მი­კუ­რად და სხვა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით ურ­თუ­ლე­სი 2020 წლის მი­წუ­რულს, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი შე­იქ­მნა და ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­ეშ­ვა. დე­კემ­ბერ­ში მსოფ­ლი­ოს ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცია.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი" წერს, ეს არის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა. გა­მო­ცე­მის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს 33-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის უკვე 13-მი­ლი­ონ დო­ზა­ზე მეტი ვაქ­ცი­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი. იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია შე­დე­გი­ა­ნი იყოს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სა­ჭი­რო, თუმ­ცა ქვეყ­ნე­ბის ვაქ­ცი­ნით მო­მა­რა­გე­ბა, მი­წო­დე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი ლო­ჯის­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა.

აშშ-ში ვაქ­ცი­ნა­ცია 14 დე­კემ­ბერს და­ი­წყო და თავ­და­პირ­ვე­ლად ის მი­ი­ღეს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთლი­ა­ნად 4,66 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე აშშ-ში აქვთ ვაქ­ცი­ნის 15 418 500 დოზა, სა­ი­და­ნაც 30,2 % უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია.

აშშ-ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია რო­გორც Pfizer-ისა და BioNTech’s-ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის, ისე­ვე Moderna-ს ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და მი­ზა­ნია, რომ იან­ვარ­ში 20 მი­ლი­ო­ნი დოზა გა­კეთ­დეს. იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნას შე­დე­გი ჰქონ­დეს და ადა­მი­ა­ნი კო­ვიდ-19-ის­გან და­იც­ვას, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი­ვე ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში ორ-ორი დო­ზის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო, რამ­დე­ნი­მე კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით.

Pfizer-BioNTech-ის პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე ევ­რო­პა­ში და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია 33-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. კვლე­ვით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ რო­გორც "ფა­ი­ზე­რის", ასე­ვე "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 95%-ს აჭარ­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვაქ­ცი­ნებს, მათ უკვე გა­ი­ა­რეს ავ­ტო­რი­ზა­ცია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩი­ნეთ­ში უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია Sinopharm-ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა სა­ყო­ველ­თაო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და მი­ზა­ნია, რომ თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სის­თვის აცრა გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­დეს 50 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს. ასე­ვე, რუ­სეთ­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა - Sputnik V.

ჩი­ნეთ­მა და რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ კი­დევ ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში და­ამ­ტკი­ცეს, მა­ნამ­დე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ ამ ქვეყ­ნებ­ში უკვე გა­ა­კე­თეს მი­ლი­ო­ნო­ბით დოზა ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ორი ქვე­ყა­ნა ნაკ­ლე­ბად აწ­ვდის და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და პროგ­რეს­ზე.

ვნა­ხოთ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის რამ­დენ პრო­ცენტს აქვს ამ ეტაპ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა - რო­გორც მო­ნა­ცე­მებ­შიც ჩანს, ლი­დე­რი ამ მხრივ ის­რა­ე­ლია:

  • აშშ - 1,42%
  • ჩი­ნე­თი - 0,32$
  • ის­რა­ე­ლი - 13,52%
  • ინ­გლი­სი - 1,40%
  • შოტ­ლან­დია - 1,69
  • უელ­სი - 1,12%
  • ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია - 1,78%
  • რუ­სე­თი - 0,55%
  • გერ­მა­ნია - 0,32%
  • იტა­ლია - 0,21%
  • კა­ნა­და - 0,32%
  • ეს­პა­ნე­თი - 0,18%
  • ბაჰ­რე­ი­ნი - 4,15%
  • პო­ლო­ნე­თი - 0,13%
  • და­ნია - 0,81%
  • არ­გენ­ტი­ნა - 0,07%
  • პორ­ტუ­გა­ლია - 0,31%
  • რუ­მი­ნე­თი - 0,13%
  • მექ­სი­კა - 0,02%
  • უნ­გრე­თი - 0,12%
  • სლო­ვე­ნია - 0,47%
  • სა­ბერ­ძნე­თი - 0,09%
  • ომა­ნი - 0,21%
  • ჩილე - 0,05%
  • ხორ­ვა­ტია - 0,19%
  • სლო­ვა­კე­თი - 0,13%
  • ავ­სტრია - 0,07%
  • ბულ­გა­რე­თი - 0,07%
  • ფი­ნე­თი - 0,07%
  • ეს­ტო­ნე­თი - 0,19%
  • ქუ­ვე­ი­თი - 0,05%
  • კოს­ტა რიკა - 0,05%
  • ლი­ე­ტუ­ვა - 0,08%
  • ირ­ლან­დია - 0,04%
  • ლუქ­სემ­ბურ­გი - 0, 20% (*შე­ნიშ­ვნა: აღ­ნიშ­ნუ­ლი ციფ­რე­ბი ეყ­რდნო­ბა "ბლუმ­ბერ­გის" მო­ნა­ცე­მებს)

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ერ­თი ვაქ­ცი­ნაა შექ­მნი­ლი, მათ შო­რის 9 ყვე­ლა­ზე იმე­დის მომ­ცე­მად მი­იჩ­ნე­ვა, რო­მელ­თა შო­რი­საც 7 ვაქ­ცი­ნა უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

  • ვაქ­ცი­ნე­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­საც, მსგავ­სად სხვა ვირუ­სე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი­სა, აქვთ გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, თუმ­ცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ეფექ­ტე­ბი არ არის სა­ხი­ფა­თო და მით უფრო, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში. რო­გორც BBC სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ვაქ­ცი­ნა არ იწ­ვევს რა­ი­მე სა­ხის და­ა­ვა­დე­ბას, ის ას­წავ­ლის სხე­უ­ლის იმუ­ნურ სის­ტე­მას ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლას. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს გა­ნუ­ვი­თარ­და მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ან მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თუმ­ცა რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს არის ორ­გა­ნიზ­მის პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნა­ზე. ყვე­ლა გვერ­დი­თი ეფექ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქრე­ბა.

ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, გა­მო­უვ­ლინ­და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, ამი­ტო­მაც სიფრ­თხი­ლის გამო, მწარ­მო­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის ის­ტო­რია, ეს ვაქ­ცი­ნა არ უნდა მი­ი­ღონ, თუმ­ცა აქვე სა­უ­ბა­რია მნიშ­ვნე­ლო­ვან ალერ­გი­ულ რე­ა­ცი­ა­ზე და არა მსუ­ბუქ ალერ­გი­ა­ზე.

აქვე უნდა ით­ქვას მექ­სი­კა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზეც, რო­დე­საც 32 წლის ექი­მის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­დი­კოსს ჰქონ­და ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის ის­ტო­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ხელ­დე­ბა ზუს­ტი მი­ზე­ზი, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გარ­თუ­ლე­ბა და კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით, ყო­ვე­ლი­ვე ალერ­გი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ან­ტი­ვაქ­ცე­რე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც არ ეყ­რდნო­ბა მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვებს და რო­გორც წესი, საქ­მე გვაქვს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან.

ქვეყ­ნებ­მა და­ხარ­ჯეს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საქ­მნე­ლად, ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე­ზე მათ გა­მო­საც­დე­ლად და ბა­ზარ­ზე რე­კორ­დულ დრო­ში გა­სა­ტა­ნად. ამ ეტაპ­ზე არც ერთი ვაქ­ცი­ნის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ გლო­ბა­ლუ­რად დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბა - 7,8 მი­ლი­არ­დზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რას, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვად ყვე­ლა მათ­გან­ში არის შან­სი, რომ დას­რულ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია, რო­მელ­მაც უკვე იმ­სხვერ­პლა 1,8 მი­ლი­ონ­ზე მეტი სი­ცო­ცხლე და გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
22

იმედია რეალურად ნებაყოფლობითი იქნება აცრა,მე არ ვენდობი ამ ვაქცინას.

ნუცა
8

ისრაელი არის ერთადერთი ადგილი მსოფლიოში სადაც ვაკელებს გოიმებს უძახიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

დამთრგუნველი, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად და სხვა ბევრი თვალსაზრისით ურთულესი 2020 წლის მიწურულს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა და ფართო მოხმარებაში ჩაეშვა. დეკემბერში მსოფლიოს ათობით ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, ეს არის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა. გამოცემის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში ამ დროისთვის უკვე 13-მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა გაკეთებული. იმისთვის, რომ ვაქცინაცია შედეგიანი იყოს, გაცილებით მეტია საჭირო, თუმცა ქვეყნების ვაქცინით მომარაგება, მიწოდება ერთ-ერთი უდიდესი ლოჯისტიკური გამოწვევაა.

აშშ-ში ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო და თავდაპირველად ის მიიღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მთლიანად 4,66 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული. ამ ეტაპზე აშშ-ში აქვთ ვაქცინის 15 418 500 დოზა, საიდანაც 30,2 % უკვე გამოყენებულია.

აშშ-ში დამტკიცებულია როგორც Pfizer-ისა და BioNTech’s-ის მიერ დამზადებული ვაქცინის, ისევე Moderna-ს ვაქცინის გამოყენება და მიზანია, რომ იანვარში 20 მილიონი დოზა გაკეთდეს. იმისთვის, რომ ვაქცინას შედეგი ჰქონდეს და ადამიანი კოვიდ-19-ისგან დაიცვას, ზემოთ აღნიშნული ორივე ვაქცინის შემთხვევაში ორ-ორი დოზის მიღებაა საჭირო, რამდენიმე კვირის ინტერვალით.

Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ვაქცინაცია მიმდინარეობს ასევე ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ვაქცინაცია დაწყებულია 33-ზე მეტ ქვეყანაში. კვლევით დადასტურებულია, რომ როგორც "ფაიზერის", ასევე "მოდერნას" ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ს აჭარბებს.

რაც შეეხება AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინებს, მათ უკვე გაიარეს ავტორიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში უკვე დამტკიცებულია Sinopharm-ის მიერ შექმნილი ვაქცინა საყოველთაო გამოყენებისთვის და მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისისთვის აცრა გაკეთებული ჰქონდეს 50 მილიონ ადამიანს. ასევე, რუსეთში დამტკიცებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა - Sputnik V.

ჩინეთმა და რუსეთმა საკუთარ ქვეყნებში შექმნილი ვაქცინები ჯერ კიდევ ივლისსა და აგვისტოში დაამტკიცეს, მანამდე, სანამ ვაქცინის კლინიკური კვლევები დასრულდებოდა. მას შემდეგ ამ ქვეყნებში უკვე გააკეთეს მილიონობით დოზა ვაქცინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქვეყანა ნაკლებად აწვდის დანარჩენ მსოფლიოს ინფორმაციას ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და პროგრესზე.

ვნახოთ რომელ ქვეყანაში მოსახლეობის საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს აქვს ამ ეტაპზე გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - როგორც მონაცემებშიც ჩანს, ლიდერი ამ მხრივ ისრაელია:

  • აშშ - 1,42%
  • ჩინეთი - 0,32$
  • ისრაელი - 13,52%
  • ინგლისი - 1,40%
  • შოტლანდია - 1,69
  • უელსი - 1,12%
  • ჩრდილოეთ ირლანდია - 1,78%
  • რუსეთი - 0,55%
  • გერმანია - 0,32%
  • იტალია - 0,21%
  • კანადა - 0,32%
  • ესპანეთი - 0,18%
  • ბაჰრეინი - 4,15%
  • პოლონეთი - 0,13%
  • დანია - 0,81%
  • არგენტინა - 0,07%
  • პორტუგალია - 0,31%
  • რუმინეთი - 0,13%
  • მექსიკა - 0,02%
  • უნგრეთი - 0,12%
  • სლოვენია - 0,47%
  • საბერძნეთი - 0,09%
  • ომანი - 0,21%
  • ჩილე - 0,05%
  • ხორვატია - 0,19%
  • სლოვაკეთი - 0,13%
  • ავსტრია - 0,07%
  • ბულგარეთი - 0,07%
  • ფინეთი - 0,07%
  • ესტონეთი - 0,19%
  • ქუვეითი - 0,05%
  • კოსტა რიკა - 0,05%
  • ლიეტუვა - 0,08%
  • ირლანდია - 0,04%
  • ლუქსემბურგი - 0, 20% (*შენიშვნა: აღნიშნული ციფრები ეყრდნობა "ბლუმბერგის" მონაცემებს)

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არაერთი ვაქცინაა შექმნილი, მათ შორის 9 ყველაზე იმედის მომცემად მიიჩნევა, რომელთა შორისაც 7 ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია ათობით ქვეყანაში, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით.

  • ვაქცინების გვერდითი ეფექტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსაც, მსგავსად სხვა ვირუსების ვაქცინებისა, აქვთ გვერდითი ეფექტები, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ეფექტები არ არის სახიფათო და მით უფრო, სიცოცხლისთვის საშიში. როგორც BBC სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ვაქცინა არ იწვევს რაიმე სახის დაავადებას, ის ასწავლის სხეულის იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლას. ვაქცინაციის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს განუვითარდა მსუბუქი სიმპტომები როგორებიცაა კუნთების ტკივილი, ან მომატებული ტემპერატურა, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს არის ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე. ყველა გვერდითი ეფექტი რამდენიმე დღეში ქრება.

ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც "ფაიზერის" ვაქცინა გაიკეთა, გამოუვლინდა ალერგიული რეაქციები, ამიტომაც სიფრთხილის გამო, მწარმოებლები აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების ისტორია, ეს ვაქცინა არ უნდა მიიღონ, თუმცა აქვე საუბარია მნიშვნელოვან ალერგიულ რეაციაზე და არა მსუბუქ ალერგიაზე.

აქვე უნდა ითქვას მექსიკაში მომხდარ შემთხვევაზეც, როდესაც 32 წლის ექიმის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო "ფაიზერის“ ვაქცინის მიღების შემდეგ. როგორც ექიმები ამბობენ, მედიკოსს ჰქონდა ალერგიული გამოვლინებების ისტორია. ჯერჯერობით არ სახელდება ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია გართულება და კვლევა მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ცნობებით, ყოველივე ალერგიას უკავშირდება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბევრი ინფორმაცია ანტივაქცერების მიერ, რომლებიც არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს და როგორც წესი, საქმე გვაქვს დეზინფორმაციასთან.

ქვეყნებმა დახარჯეს მილიარდობით დოლარი ვაქცინების შესაქმნელად, ათასობით მოხალისეზე მათ გამოსაცდელად და ბაზარზე რეკორდულ დროში გასატანად. ამ ეტაპზე არც ერთი ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არსებობს იმისთვის, რომ გლობალურად დედამიწის მოსახლეობა - 7,8 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრას, მაგრამ ერთობლივად ყველა მათგანში არის შანსი, რომ დასრულდეს კორონავირუსის პანდემია, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 1,8 მილიონზე მეტი სიცოცხლე და გლობალური მასშტაბით, წარმოუდგენელი ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია.

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებას "მოწესრიგებულად გადააბარებს"

კონგრესმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის სენატზე კონტროლი "დემოკრატებმა“ მოიპოვეს