საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა" - ბიძინა კულუმბეგოვი
"იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა" - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი გავ­რცელ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შო და სა­პა­ნი­კო არ არის, თუმ­ცა დროა, სა­ხელ­მწი­ფო თავ­დაც­ვი­თი სწო­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­დეს.

„ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, აქვთ თუ არა მა­ჟო­რუ­ლად და მა­სობ­რი­ვად ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კვლავ ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი?! მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეს ვა­რი­ან­ტი ინ­ფექ­ცი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ფორ­მა­დაც კი გა­და­იქ­ცეს, არა­თუ დამ­ძი­მე­ბის, ამი­ტომ ის, რომ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­იზ­რდე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არ ფიქ­სირ­დე­ბა და ამის მა­გა­ლი­თია ბრი­ტა­ნე­თი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­პა­ნი­კო და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის­თვის შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოწ­ვე­ვა იყოს, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს თავ­დაც­ვი­თი სწო­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს უფრო მეტ ტეს­ტებს, უფრო მეტ გე­ნუ­რი კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბას, უფრო მეტი ექი­მის გა­დამ­ზა­დე­ბას. აქ უდა­ოა, ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ შეც­ვლი­ლა - ჩვენ ისევ გვე­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პირ­ბა­დე, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და ხე­ლე­ბის და­ბა­ნა. რო­მელ შტამ­თა­ნაც გვექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, მეტი ჩვენ არ მოგ­ვე­თხო­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პა­ცი­ენ­ტი 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და იმ­ყო­ფე­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მუ­ტა­ცია უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 30 - ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა, უკავ­შირ­დე­ბო­დეს ვირუ­სის უფრო ად­ვი­ლად გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა" - ბიძინა კულუმბეგოვი

"იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა" - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მდგომარეობა საგანგაშო და საპანიკო არ არის, თუმცა დროა, სახელმწიფო თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის ემზადებოდეს.

„ადამიანებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, აქვთ თუ არა მაჟორულად და მასობრივად ინფექციის გავრცელების შემთხვევაში კვლავ ინფიცირების რისკი?! მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი ინფექციის შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არათუ დამძიმების, ამიტომ ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება იმ ქვეყნებში, ჯერჯერობით ეს არ ფიქსირდება და ამის მაგალითია ბრიტანეთი. ამიტომ, ძალიან საპანიკო და მნიშვნელოვნად საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება ეს გამოწვევა იყოს, ამიტომ სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს უფრო მეტ ტესტებს, უფრო მეტ გენური კვლევის შესაძლებლობას, ჰოსპიტალიზებას, უფრო მეტი ექიმის გადამზადებას. აქ უდაოა, ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი არ შეცვლილა - ჩვენ ისევ გვევალდებულება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა. რომელ შტამთანაც გვექნება ურთიერთობა, მეტი ჩვენ არ მოგვეთხოვება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 - ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

საქართველოში კორონავირუსის 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციურია 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის" - რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამან და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ?

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი