მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ინ­გლის­ში დღე­ი­დან ახა­ლი სა­ყო­ველ­თაო "ლო­ქ­და­უ­ნი“ ამოქ­მედ­დე­ბა, რო­მე­ლიც სულ მცი­რე თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ა­კე­თა.

ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან სახ­ლში დარ­ჩნენ და აუ­ცი­ლე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ და­ტო­ვონ.

ამას­თან, სკო­ლე­ბი და კო­ლე­ჯე­ბი იხუ­რე­ბა და სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. რეს­ტორ­ნებს შე­უძ­ლი­ათ მომ­ხმა­რებ­ლებს საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით მო­ემ­სა­ხუ­რონ. იხუ­რე­ბა გოლ­ფის მო­ედ­ნე­ბი, ტე­ნი­სის კორ­ტე­ბი და ღია ტი­პის სპორტდარ­ბა­ზე­ბი.

ახალ შე­ზღუდ­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვა­ლი კვი­რე­ბი ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, უფრო გა­დამ­დე­ბი ვა­რი­ან­ტი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ბოლო ფა­ზა­ში შე­დის.

ცნო­ბი­სათ­ვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 58 784 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და 407 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ქვე­ყა­ნა­ში, პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დრო­ი­დან, კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ერ­თო ჯამ­ში, 2 713 563 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, აქე­დან 75 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
9

იგივე გველის ჩვენც

ნიკოლოზი
7

მასონთა ბუდე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ინგლისში დღეიდან ახალი საყოველთაო "ლოქდაუნი“ ამოქმედდება, რომელიც სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

ამასთან, სკოლები და კოლეჯები იხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. რესტორნებს შეუძლიათ მომხმარებლებს საკვების მიწოდების სერვისით მოემსახურონ. იხურება გოლფის მოედნები, ტენისის კორტები და ღია ტიპის სპორტდარბაზები.

ახალ შეზღუდვებზე საუბრისას ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალი კვირები ურთულესი იქნება. მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მის შესაჩერებლად დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ფაზაში შედის.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 407 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 713 563 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 75 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში

ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს