მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?
"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში დიდი გა­ნახ­ლე­ბის, დიდი გა­და­ლა­გე­ბის დროა, რაც კა­ნონ­ზო­მი­ე­რია.

რო­გორც მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქე რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბი, ისე გა­მოც­დი­ლე­ბით სავ­სე უფ­რო­სი თა­ო­ბა.

"რაც არ უნდა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და შე­მარ­თუ­ლი იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, გარ­კვე­ულ ხან­ში, ყო­ველ­თვის დგე­ბა გა­ნახ­ლე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის ეტა­პი.

დღეს, ერ­თი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" სწო­რედ დიდი გა­ნახ­ლე­ბის, დიდი გა­და­ლა­გე­ბის დროა და ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რია.ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ აქამ­დე ბევ­რი რამე არას­წო­რად ხდე­ბო­და, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩან­და, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ჩან­და და ამი­ე­რი­დან აღარ უნდა ჩან­დეს.ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ქმნის ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის, სა­ერ­თოდ ქვეყ­ნის წი­ნა­შეა - და­სა­მარ­ცხე­ბე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­სა­შო­რე­ბე­ლია ძალა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას დიდ და ღრმა უფსკრუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს. ამ ძა­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად არ კმა­რა და აშ­კა­რად გა­სა­ფარ­თო­ვე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი ფრონ­ტი. სწო­რედ ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­მოგ­ვი­ერ­თდეს ამ ქვეყ­ნის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც ენერ­გი­ით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა, ისე გა­მოც­დი­ლე­ბით სავ­სე უფ­რო­სი თა­ო­ბა. შე­მოგ­ვი­ერ­თდეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც აქამ­დე თავს არი­დებ­და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან ერ­თად ბრძო­ლას, ან სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს.ძა­ლი­ან ბევ­რი, აქამ­დეც იყ­ვნენ ჩვენ რი­გებ­ში და იბ­რძოდ­ნენ კი­დეც ჩვენს მხარ­დამ­ხარ, მაგ­რამ ამი­ე­რი­დან მათ მეტი გა­სა­ქა­ნი უნდა მი­ე­ცეთ და მივ­ცემთ კი­დეც.დიდი და მას­შტა­ბუ­რი ფრონ­ტი ყვე­ლას აძ­ლევს ას­პა­რეზს - მა­თაც ვინც აქამ­დე ჩვენ­თან ერ­თად არ იბ­რძო­და, მა­თაც ვინც ზურგს გვი­მაგ­რებ­და და ახლა მხარ­დამ­ხარ იბ­რძო­ლებს და მა­თაც, ვინც აქამ­დე წინა ხაზ­ზე იდგა.ახლა ყვე­ლა ერ­თად და მხარ­დამ­ხარ ვიბ­რძო­ლებთ ერ­თი­ა­ნი მიზ­ნის­თვისჩ­ვენ არ გვინ­და ძვე­ლი ძა­ლე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა, ჩვენ გვინ­და ჯა­მის შეც­ვლა და შე­სა­ბა­მი­სად - შე­საკ­რებ­თა შეკ­რე­ბა და არა შე­საკ­რებ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა.ძალა ერ­თო­ბა­ში­ა­ძა­ლა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნა­შია", - წერს მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
100

ასაკრძალები ხართ ნაცები ! ჯერ თქვენ , მოგყვებიან სხვებიც, ვატყობ !

beso
100

ნიკა ვეპოტიკა ბაბა, ვეპოტიკა. დაანებე თავი დაბოლებას, თავადაც ნუ იბოლებ თავს! თუ რამე სათქმელი გაქვს და ამოცანა ამოსახსნელი ამოხსენი და შეგიფასებთ, შეგაქებთ კიდევაც, ხოლო შენ რომ გვაბოლო ამით არაფერი გამოვა და გამოგივა, ყველა ცნობილია თავის საქმესა და გაგებაში, თუ საქმე გინდა ამოხსნები გვაჩვენე, რომელიც არ თქმულა და მასზე რახან არ თქმულა არც პასუხისმგებლობა არ გააჩნია არავის. სხვა ყველაფერი ნანახია და წარსულია. ახალ სურათში სხვა შემთხვევაში დაგინახავს კაცი თუ არა უფალმა უწყის, სხვა დღის წესრიგია შექმნილი.

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა.

"რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი.

დღეს, ერთიან "ნაციონალურ მოძრაობაში" სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია.ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა - დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს. ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც.დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს - მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვისჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად - შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.ძალა ერთობაშიაძალა საკუთარი ძალების რწმენაშია", - წერს მელია.

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

"ვადები იწურება" - 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება