მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, ჯა­ნა­შია ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 29 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია და გუგა ბარ­ბა­ქა­ძე არი­ან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი. და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე მი­ხე­ილ კა­ლან­დია. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 9 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან მხა­რე­თა შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და­ამ­ტკი­ცა. გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 11 წლი­თა და 3 თვით მის­ჯი­ლი წლე­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ, 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, სა­ი­და­ნაც 4 წელი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნი 4 წელი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათი
11

უბედურია ის ვინც გაწირეს და მიწაში წევს...ციხე რა არის ცოცხლებისთვის? არაფერი,გამოვა და გააგრძელებს ცხოვრებას...დათუნამ რა დააშავა ასეთი,რომ მეგობრებმა ასე გაიმეტეს...მშობლები ხომ სამუდამოდ დატოვეს პატარა ღიმილის გარეშე...

goga
7

მშობლები), ხოლო უდო-ა თუ რაღაც ჯანდაბა, მაგით ეგ 4 წელი ხდება 2.6 წელზე ნაკლები. ესაა ადამიანის სიცოცხლე დღეს საქართველოში. სომალი ვართ ფაქტიურად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 29 დეკემბერს დატოვა.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

ახალი წლის ღამეს, ბინაში შევარდნილი ბრმა ტყვიით სიკვდილს ადამიანი შემთხვევით გადაურჩა - რას აცხადებენ შსს-ში?

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე