მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები პუტინის ახალ გადაწყვეტილებას
"როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები პუტინის ახალ გადაწყვეტილებას

ქარ­თულ მხა­რეს არ აქვს მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ დარ­ჩე­ნილ სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ელა­პა­რა­კოს რუ­სეთს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა მა­მუ­კა არე­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე მთა­ვარ აქ­ცენტს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­სა­ზღვრო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს და ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია.

„თა­ვის­თა­ვად ის, რომ რუ­სულ­მა მხა­რემ რო­გორც იქნა მო­ინ­დო­მა სა­ზღვრის სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რა­კი ერთი შე­ხედ­ვით ეს ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის უნდა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო იმი­ტომ, რომ წლე­ბია, 2008 წლამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თულ­მა მხა­რემ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­ა­ხერ­ხა რუ­სუ­ლი მხა­რე და­ეს­ვა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რუ­სუ­ლი მხა­რე არ­ღვევ­და რა 1991 წლის შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი ყო­ფი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცია ვე­რაფ­რით ვერ შედ­გა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც უნდა იმას აკე­თებ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე და უამ­რა­ვი ტე­რი­ტო­რია მი­ი­ტა­ცა. და ერთი შე­ხედ­ვით, რო­გორც იქნა რუ­სულ­მა მხა­რემ თვი­თონ მო­ინ­დო­მა ამ სა­ზღვარ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ აქ ჩადო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხელს არ შეგ­ვიშ­ლი­ან, რომ ვე­ლა­პა­რა­კოთ ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს და აფხა­ზეთს იგი­ვე თე­მა­ზე.

ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში როცა ერ­თის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე სა­უ­ბა­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე ირი­ბად თან­ხმდე­ბა, რომ ეს ორი რე­გი­ო­ნი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამი­ტომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თულ მხა­რეს არ აქვს მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­ლე­ბა არ აქვს, რომ მხო­ლოდ დარ­ჩე­ნილ სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ელა­პა­რა­კოს რუ­სეთს, უბ­რა­ლოდ, ქარ­თუ­ლი მხა­რე არ ამ­ბობს პირ­და­პირ თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ამას, რომ ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბო­და სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია/დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის ოღონდ იგუ­ლის­ხმე­ბა აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თე­ბიც, ოღონდ სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე აკე­თებს მთა­ვარ აქ­ცენტს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­სა­ზღვრო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია.

რო­გორც ჩანს, რუ­სულ მხა­რეს რა­ღაც ახა­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი აქვს, რად­გან მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის რან­გი ას­წია და გა­მო­დის, რომ აქ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კი არ იწყებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას ქარ­თულ მხა­რეს­თან ან რო­მე­ლი­მე სუ­ბი­ექტთან პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­სა, არა­მედ აგერ მთლად პრე­ზი­დე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამ რან­გი­სა სი­ტუ­ა­ცია არ იც­ვლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

ექ­სპერტ ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით კი, რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას და ცდი­ლობს ცალ­მხრი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დე­მარ­კა­ცია.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ყვე­ლა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, არის უკა­ნო­ნო და სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო.

“ცხა­დია, რომ რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს თა­ვის ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. ისიც ცხა­დია, რომ რო­გორც ჩანს, ის ცალ­მხრი­ვად ცდი­ლობს ამ დე­მარ­კა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რი მათი ქმე­დე­ბა, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, არის უკა­ნო­ნო და სა­ქარ­თვე­ლომ რაც შე­იძ­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა უნდა გა­ი­ტა­ნოს ეს სა­კი­თხი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. რე­ა­ლუ­რად ეს არის ის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ა­კე­თოს. და­სავ­ლეთ­ში, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ევ­რო­პა­ში კი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, ამი­ტომ ამ სა­კითხს სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა და ნო­მე­რი პირ­ვე­ლი სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­თან ვე­რა­ვი­თა­რი სა­ზღვრის დად­გე­ნა ვერ მოხ­დე­ბა, სა­ნამ მოს­კოვს აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. მან რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ახა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას უპი­რის­პი­რებს.

"ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი. უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნის ცვლი­ლე­ბაა. კერ­ძოდ, ეს კო­მი­სია მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და და ახლა უბ­რა­ლოდ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­იც­ვა­ლა. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მყა­რია, ეს არის ის, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან არა­ნა­ი­რი სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნა არ მოხ­დე­ბა, სა­ნამ რუ­სეთს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ვინ აღი­ა­რებს ფიქ­ტი­უ­რი სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი ჩვენს მხა­რეს არის. ერ­თა­დერ­თი, რა­საც რუ­სეთს ვუ­პი­რის­პი­რებთ, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის მხარ­და­ჭე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა ბერ­კე­ტი 2008 წლის ომის შემ­დეგ აღარ გვაქვს. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა, ამი­ტომ მე აქე­დან დიდ ამ­ბავს არ შევ­ქმნი­დი. რუ­სეთს სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნა 2008 წლის ომის შემ­დეგ უნდა", - გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მოს­კო­ვის მიერ სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებ­თან და­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა, მათ შო­რის, ე.წ. "სა­ზღვრის" სა­კი­თხებ­ზე იქ­ნე­ბა უკა­ნო­ნო და ვერ წარ­მო­შობს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს და სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში ვერ დად­გე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რუ­სე­თი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას არ მო­ახ­დენს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

უკრაინაზე რომ ისაუბრა პუტინმა და ლენინის მიერ შექმნილ ქვეყნად გამოაცხადა----საქართველოზე ხომ ვერ იტყვის იგივეს? ჩვენს ქვეყანას რუსეთის არსებობამდე ჰქონდა შექმნილი იმპერია, მაგრამ ჩვენც ვერაგულად მოგვექცა. კოსოვოს ა ღ ი ა რ ე ბ ა დაუჯდა ძვირი საქართველოს , უკრაინას, ევროპას და ამერიკას! ერთ სიგლახეს ათასი სიგლახე მოყვა. ჰიტლერისდროინდელი პოლიტიკა კვლავ ძალაშია. კოსოვოდან მოყოლებული,- დასავლეთი ცვედანის როლშია სულ!. მათ მიერ სერბეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა მზაკვრობამ ---უდანაშაულო უკრაინისა და საქართველოს დანაწევრება გამოიწვია. ცვედანი, ცვედანია, მისგან სიმტკიცეს ნუ ელის ნურავინ, მათ რუსეთი სჭირდებათ, სიტყვიერად კი გალანძღავენ, მაგრამ მაინც ს უ ლ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება იგი მათთვის !. პუტინზე ძლიერი ლიდერი სანამ არ გამოჩნდება,(ალბათ ჩ ი ნ ე თ ი) მანამდე ვიქნებით ასე, ცვედანების ხელში და მათი შემყურე რა კარგს უნდა ველოდოთ!?

ioska
153

რამდენ ხანს იქნებით მათხოვრების რანგში, არ გინდათ და ნუ გინდათ... მოვა დრო და თვითონვე მუხლმოდრეკით ეახლებით რუსეთს, არ იყო თუ? გაიხსენეთ ისტორია. რაც შეეხება გზავნილებს რუსეთის მიმართულებით, 16-ში გაგზავნილი საახალწლო გზავნილები დღესაც ლარსის გამშვებ პუნქტშია გაჩერებული,საქართველოში ვერ მოიძებნა ერთი ადამიანი რომელიც მოლაპარაკებას გამართავდა მაგრამ არავის არ აინტერესებს საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეთა ბედი. თვითონ ხომ არიან მაძღრად. დამპალ და გაფუჭებულ ნაგავს ჩაუტანენ ვინც იქ ელოდებოდა საახალწლოდ გზავნილებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები პუტინის ახალ გადაწყვეტილებას

"როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები პუტინის ახალ გადაწყვეტილებას

ქართულ მხარეს არ აქვს მანევრის საშუალება და უფლება, რომ მხოლოდ დარჩენილ საზღვრის მონაკვეთებზე ელაპარაკოს რუსეთს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ქართული მხარე მთავარ აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სასაზღვრო მოლაპარაკებების მიუღებლობაზე აკეთებს და ამ ეტაპზე აღნიშნული განცხადება სრულიად საკმარისია.

„თავისთავად ის, რომ რუსულმა მხარემ როგორც იქნა მოინდომა საზღვრის საკითხებზე ლაპარაკი ერთი შეხედვით ეს ქართული მხარისთვის უნდა იყოს საინტერესო იმიტომ, რომ წლებია, 2008 წლამდე განსაკუთრებით, ქართულმა მხარემ ვერანაირად ვერ მოახერხა რუსული მხარე დაესვა მოლაპარაკებების მაგიდაზე საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე რუსული მხარე არღვევდა რა 1991 წლის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები ყოფილიყო სახელმწიფო საზღვარი და დელიმიტაცია-დემარკაცია ვერაფრით ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, რასაც უნდა იმას აკეთებდა რუსეთი საქართველოს საზღვარზე და უამრავი ტერიტორია მიიტაცა. და ერთი შეხედვით, როგორც იქნა რუსულმა მხარემ თვითონ მოინდომა ამ საზღვარზე ლაპარაკი, მაგრამ აქ ჩადო, რასაკვირველია, მზაკვრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საზღვარზე დაველაპარაკებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელს არ შეგვიშლიან, რომ ველაპარაკოთ ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს იგივე თემაზე.

ასე რომ, საქართველო აღმოჩნდა მდგომარეობაში როცა ერთის მხრივ, საქართველოს საზღვარზე საუბარი საინტერესოა, მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ მეორეს მხრივ გამოდის, რომ საქართველოს მხარე ირიბად თანხმდება, რომ ეს ორი რეგიონი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, რასაკვირველია, ქართულ მხარეს არ აქვს მანევრის საშუალება და უფლება არ აქვს, რომ მხოლოდ დარჩენილ საზღვრის მონაკვეთებზე ელაპარაკოს რუსეთს, უბრალოდ, ქართული მხარე არ ამბობს პირდაპირ თავის განცხადებაში ამას, რომ ის თანახმა იქნებოდა საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ოღონდ იგულისხმება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებიც, ოღონდ საქართველოს იურისდიქციიდან გამომდინარე. საქართველოს მხარე აკეთებს მთავარ აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სასაზღვრო მოლაპარაკებების მიუღებლობაზე. ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სრულიად საკმარისია.

როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ახალი ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია და გამოდის, რომ აქ მინისტრის მოადგილე კი არ იწყებს მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან ან რომელიმე სუბიექტთან პოსტსაბჭოთა სივრცისა, არამედ აგერ მთლად პრეზიდეტის წარმომადგენელი, მაგრამ მიუხედავად ამ რანგისა სიტუაცია არ იცვლება”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით კი, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას და ცდილობს ცალმხრივად განახორციელოს დემარკაცია.

მისივე თქმით, რუსეთის ყველანაირი ქმედება, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, არის უკანონო და სწორედ ამიტომ, საქართველოს მხრიდან მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო.

“ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ისიც ცხადია, რომ როგორც ჩანს, ის ცალმხრივად ცდილობს ამ დემარკაციის განხორციელებას, თუმცა ყველანაირი მათი ქმედება, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, არის უკანონო და საქართველომ რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გაიტანოს ეს საკითხი საერთაშორისო არენაზე. რეალურად ეს არის ის, რაც დღეს საქართველომ უნდა გააკეთოს. დასავლეთში, შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, ევროპაში კი პანდემიით გამოწვეული პრობლემებია, ამიტომ ამ საკითხს საერთაშორისო არენაზე დიდი გამოხმაურება არ მოჰყვება და ნომერი პირველი საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო”, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. მან რუსეთის პრეზიდენტის მიერ დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უპირისპირებს.

"ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ ადამიანის ცვლილებაა. კერძოდ, ეს კომისია მანამდეც არსებობდა და ახლა უბრალოდ წარმომადგენელი შეიცვალა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ აღიარებს ფიქტიური საზღვრების დადგენას. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. ერთადერთი, რასაც რუსეთს ვუპირისპირებთ, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი 2008 წლის ომის შემდეგ აღარ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, ამიტომ მე აქედან დიდ ამბავს არ შევქმნიდი. რუსეთს საზღვრების დადგენა 2008 წლის ომის შემდეგ უნდა", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს.