მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე
"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე

გა­სულ წელს უმ­რავ­ლე­სო­ბა ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს, მაგ­რამ ამას ვერ ვი­ტყვით ანა დო­ლი­ძე­ზე. მის ცხოვ­რე­ბა­ში ამ წელს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და, მთა­ვა­რი კი ისაა, რომ ის მე­ო­რედ გახ­დე­ბა დედა. სა­ა­ხალ­წლო თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ჩვენს რუბ­რი­კა­ში სხვა­ნა­ირ ანა დო­ლი­ძეს გა­გაც­ნობთ.

- რო­გორ შეხ­ვდით ახალ წელს?

- რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვე­რი­დე­ბი ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. თან გვერ­დით მყავს დედა, ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი, ამი­ტომ ახალ წელს შევ­ხვდით მე, მე­უღ­ლე, ან­დრო, დე­და­ჩე­მი და ჩემი და. ახალ წელს ღა­მის­თე­ვას მიჩ­ვე­უ­ლი არ ვარ, სიმ­ბო­ლუ­რად ვხვდე­ბი ხოლ­მე 12 სა­ათს.

- მი­ხა­რია, რომ 2020 თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წელი იყო...

- მარ­თლაც, ბევ­რი რამ მოხ­და ამ წელს. ურ­თუ­ლე­სი წელი იყო ემო­ცი­უ­რად, ეკო­ნო­მი­კუ­რად, თუმ­ცა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ეს იყო უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. თა­ნაც სწო­რედ გა­სულ წელს ვი­ქორ­წი­ნე.

- ეს ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დით...

- არა­ვინ იცის, სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დით. "კო­რო­ნას" პირ­ველ­სა და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის მო­ვას­წა­რით და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია. აპო­ლი­ტი­კუ­რია - ეს არის მთა­ვა­რი. ფეხ­მძი­მო­ბა რომ და­მი­დას­ტურ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. არ ვარ პა­ტა­რა ასა­კის და უფრო მეტი საზ­რუ­ნა­ვი მაქვს, ვიდ­რე ან­დროს და­ბა­დე­ბი­სას მქონ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი, შაქ­რის კონ­ტრო­ლი, წყლის კონ­ტრო­ლი - ყვე­ლა­ფე­რი საზ­რუ­ნა­ვია. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ამ პი­რო­ბებ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჩა­ვა­ტა­რე და ხალ­ხს ვხვდე­ბო­დი. კი ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ღმერ­თმაც და­მი­ფა­რა. თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან ვე­ლო­დე­ბით პა­ტა­რას.

- გო­გო­ნას ელო­დი­ე­ბით თუ ბიჭს?

- არ ვი­ცით, სი­ურპრი­ზად ვი­ნა­ხავთ. ან­დრო ფიქ­რობს, რომ ძმა კარ­გია, იმი­ტომ, რომ მას­თან ბევ­რს ითა­მა­შებს. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა ბიჭი მისი ნივ­თე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეს, ამი­ტომ იქ­ნებ გო­გოს ძმო­ბა უფრო ად­ვი­ლი იყო­სო - ასე მსჯე­ლობს.

- ახლა რამ­დე­ნი წლი­საა ან­დრო?

- 13-ის. კო­რო­ნამ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზა­რა­ლა და, მგო­ნი, ბავ­შვე­ბი - ყვე­ლა­ზე მე­ტად. მე­გობ­რე­ბი არ უნა­ხავს, ხუთი თვეა, მაგ­რამ ყო­ჩა­ღა­დაა.

- ქორ­წი­ნე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი - რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ?

- დიდი აღ­ნიშ­ვნა გვინ­დო­და, მაგ­რამ რომ მივ­ხვდით, ზა­ფხულ­ში ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნას პირი არ უჩან­და, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჯვა­რი დაგ­ვე­წე­რა.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია რო­გორ და­ი­წყო?

- ჩემი მე­უღ­ლე ერთ-ერთ მი­ღე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ვმუ­შა­ობ­დი. მას მერე რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­ვი­და და და­ვი­წყეთ შეხ­ვედ­რა. ჯერ ყა­ვა­ზე დამ­პა­ტი­ჟა, მერე ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
64

ქართველი ჩე გევარა ირაკლი ხომ დაპატიჟე ქორწილშიი,შენი ყოფილიი??:))

123
3

Bedniereba ani ojaxtan ertad imsaxureb.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე

გასულ წელს უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ანა დოლიძეზე. მის ცხოვრებაში ამ წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ ის მეორედ გახდება დედა. საახალწლო თემებზე სასაუბროდ ჩვენს რუბრიკაში სხვანაირ ანა დოლიძეს გაგაცნობთ.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?

- რეკომენდაციებისა და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. ვერიდები ხალხთან ურთიერთობას. თან გვერდით მყავს დედა, ასაკოვანი ხალხი, ამიტომ ახალ წელს შევხვდით მე, მეუღლე, ანდრო, დედაჩემი და ჩემი და. ახალ წელს ღამისთევას მიჩვეული არ ვარ, სიმბოლურად ვხვდები ხოლმე 12 საათს.

- მიხარია, რომ 2020 თქვენთვის განსაკუთრებული წელი იყო...

- მართლაც, ბევრი რამ მოხდა ამ წელს. ურთულესი წელი იყო ემოციურად, ეკონომიკურად, თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ პირველად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია და ეს იყო უსერიოზულესი გამოცდილება. თანაც სწორედ გასულ წელს ვიქორწინე.

- ეს ამბავი არ ვიცოდით...

- არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას.

- გოგონას ელოდიებით თუ ბიჭს?

- არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია, იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ იქნებ გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო - ასე მსჯელობს.

- ახლა რამდენი წლისაა ანდრო?

- 13-ის. კორონამ ძალიან დაგვაზარალა და, მგონი, ბავშვები - ყველაზე მეტად. მეგობრები არ უნახავს, ხუთი თვეა, მაგრამ ყოჩაღადაა.

- ქორწინებას დავუბრუნდები - როგორ აღნიშნეთ?

- დიდი აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.

- თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?

- ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა. წაიკითხეთ სრულად

"სანამ დროა, ისე გადამალეთ, რომ მამაზეციერმაც ვერ მიაგნოს" - რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი" - ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს