ავტორი:

საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ

საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ

საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ.

ამ დროისთვის Epam-ის ვებ-გვერდზე საქართველოში 69 აქტიური ვაკანსია იძებნება, Exadel-ის ვებ-გვერდზე კი მხოლოდ ერთი. საერთო ჯამში, ორივე IT კომპანია, რომელიც საქართველოში შემოვიდა, ამ დროისთვის 70 თანამშრომელს ეძებს.

Epam-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ეძებს ვებ-დეველოპერს, Java ინჟინერს, С++ დეველოპერს, კომპიუტერული სისტემების განვითარების სპეციალისტის და ა.შ. Exael-ს კი ვაკანსია ჯერჯერობით მხოლოდ სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე აქვს გამოცხადებული.

ამერიკულმა IT-კომპანია EPAM-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოქტომბერში გახდა ცნობილი. უკვე დეკემბრის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კიდევ ერთი IT კომპანიის - Exadel-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

ცნობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანია EPAM-ი 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა დააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს. მოგვიანებით ამ სიას შეემატა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები....განაგრძეთ კითხვა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა