ავტორი:

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო. კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად სესიაზე გავა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის აპარატმა დაადგინა გამოხატავდა თუ არა ეს განცხადებები მათ ნებას. მისივე თქმით, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება. შესაბამისად, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი მიეწოდება ბიუროს და შემდეგ გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა “პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით იწყება. “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან: - გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა სიით“ პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტი სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, 54-მა ოპოზიციონერმა გამოხატა.

"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს