სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"
მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"

მექ­სი­კა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, 32 წლის ექი­მის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" წერს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ექი­მი ქა­ლია და მან Pfizer-BioNTech-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღო.

მექ­სი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ასა­ხა­ლე­ბენ, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბა. ექი­მი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს მას შემ­დეგ, რაც და­ე­წყო სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, კრუნ­ჩხვა და ასე­ვე კან­ზე გა­მო­ა­ყა­რა.

"თავ­და­პირ­ვე­ლი დი­აგ­ნო­ზი არის ენ­ცე­ფა­ლო­მი­ე­ლი­ტი“, - ნათ­ქვა­მია მექ­სი­კის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. ენ­ცე­ფა­ლო­მი­ე­ლი­ტი არის თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის ან­თე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ექიმს წარ­სულ­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მექ­სი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 126 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 24 დე­კემ­ბერს და­ი­წყეს, რაც მე­დი­კო­სე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბი აქვთ.

ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
3

ეგ არაფერი, მექსიკელები არ შედიან ოქროს მილიარდში,ისევე როგორც იანკების მოიმედე გურჯებიიც!:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"

მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"

მექსიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 32 წლის ექიმის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს. მათივე ცნობით, ექიმი ქალია და მან Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო.

მექსიკელი სპეციალისტების თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერ ასახალებენ, თუ რას უკავშირდება გართულება. ექიმი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვა და ასევე კანზე გამოაყარა.

"თავდაპირველი დიაგნოზი არის ენცეფალომიელიტი“, - ნათქვამია მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ენცეფალომიელიტი არის თავისა და ზურგის ტვინის ანთება.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ექიმს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული გამოვლინებები. ჯერჯერობით ვაქცინის მწარმოებლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მექსიკაში კორონავირუსისგან 126 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაციის პირველი ეტაპი 24 დეკემბერს დაიწყეს, რაც მედიკოსების ვაქცინაციას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღნიშნული ვაქცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ალერგიული გამოვლინები აქვთ.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა