რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.
"დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატი მიხაელ პეტრიაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან, მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ტყუილად არაფერი არ ხდება...ვისურვებდი რასაც ახლა დავწერ ასე არ იყოს, მარა მაინც მინდა გაგიზიაროთ. დაკარგული რუკები რო რუსეთიდან მივიღეთ, ყველამ ვიცით. ამ რუკების საფუძველზე ვაპირებთ აზერბაიჯანთან სადავო საკითხების მოგვარებას. მაგრამ იგივე რუკები შემთხვევით სხვა მონაკვეთებზე ხომ არ გვიქმნის რაიმე პრობლემებს? იგივე რუსეთთან საზღვრის მონაკვეთებზე, იგივე აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებზე? იქნებ ამ რუკების შემოგდებით უფრო დიდი მიზნები ამოძრავებს ჩვენს მტერს?
გონიერი შეცდომას არ გაომეორებს (1992/93; 2008 და ..), ჭკვიანი შეცდომას არ დაუშვებს