ავტორი:

"წელს გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას... თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობა ნანი ბრეგვაძეს

"წელს გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას... თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობა ნანი ბრეგვაძეს

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - აი, ასე მიულოცა ცნობილმა მაესტრომ ლეგენდარულ მომღერალსა და მეგობარს, ნანი ბრეგვაძეს ახალი წელი და ბედობა.

"ვინც ჩემსა და ჩემი მეგობრების ფეისბუქის სიახლეთა კედელს თვალს ადევნებთ შეამჩნევდით, რომ ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე! მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1 იანვარზე მეტად 2 იანვარს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად... წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად..." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

"მეცოდება ჩემი შვილი, ასეთ ქვეყანაში რომ უნდა გაიზარდოს" - გიორგი ზურაბიშვილი

"ყოველთვის ერთეულების ხარჯზე გავძვერით და პატარა იმედი ახლაც მაქვს, მაგრამ..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

"წარმოუდგენელია უფრო ბედნიერი და მადლიერი ვიყო..." - იუბილარი ნინო მაჩაიძე ქალებს 8 მარტს ულოცავს