ავტორი:

300-მდე ადამიანი 2 დღის განმავლობაში წვეულებას მართავდა - ესპანეთში პოლიციამ უკანონო შეკრების ორგანიზატორები 60 000 ევროთი დააჯარიმა

300-მდე ადამიანი 2 დღის განმავლობაში წვეულებას მართავდა - ესპანეთში პოლიციამ უკანონო შეკრების ორგანიზატორები 60 000 ევროთი დააჯარიმა

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ერთ-ერთ დასახლებაში უკანონო წვეულება გაიმართა, რომელიც სულ მცირე 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით ესპანეთში ერთდროულად შეკრების უფლება მაქსიმუმ 10 ადამიანს აქვს.

ესპანეთის პოლიციამ შეკრების დაშლა გადაწყვიტა, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

მედიის ინფორმაციით, წვეულებაზე მყოფ თითოეულ ადამიანს კანონის დარღვევის გამო ჯარიმის სახით 3 000 ევროს გადახდა მოუწევს, მის ორგანიზატორებს კი 60 000-ის.

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

"მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს აღმოაჩნდა" - თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

"შევაჩეროთ მოპარვა" - ტრამპი 6 იანვარს, ვაშინგტონში დიდ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს