ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ყოველ 100 ადამიანზე, საშუალოდ 11.55 ადამიანი იცრება, ერთ სულ მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ბაჰრეინი, მესამეზე კი - გაერთიანებული სამეფო.
30 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2.78 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, რაც დაგეგმილზე, 20 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციაზე, გაცილებით ნაკლებია.