მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო
"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ბოლო ხუთი წე­ლია გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ქერ­ჩის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით მო­წყო­ბილ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს.ბინა პა­ტა­რაა, მაგ­რამ სრუ­ლე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს პატ­რო­ნის მო­თხოვ­ნებს. გი­ორ­გის თქმით, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი და პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი მისი გან­ტვირ­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის. დამ­ღლე­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი დღის შემ­დეგ, ის ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს სა­კუ­თარ სახ­ლში სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს.

- სახ­ლი ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი, სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როა, ზო­გის­თვის კი - უბ­რა­ლოდ ღა­მის გა­სა­თე­ვი. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის?

- ჩემ­თვის ორი­ვეა. სა­დაც ვმუ­შა­ობ, ყველ­გან დიდი გა­ნა­თე­ბა და ხმა­უ­რია, ამი­ტომ სახ­ლში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, პი­რი­ქით იყოს - შევ­ქმნა სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, სა­დაც დას­ვე­ნე­ბა­სა და გან­ტვირ­თვას შევ­ძლებ. რო­გო­რი სახ­ლიც არ უნდა გქონ­დეს, თუ შენ­თვის კომ­ფორ­ტი არ გაქვს შექ­მნი­ლი, იქ დას­ვე­ნე­ბას ვერ შეძ­ლებ. შე­სა­ბა­მი­სად მეც ისე­თი სივ­რცე შევ­ქმე­ნი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. მარ­თა­ლია პა­ტა­რა სახ­ლია, მაგ­რამ სრუ­ლე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემს მო­თხოვ­ნებს. თუმ­ცა ჩემი ფან­ტა­ზი­ის პიკი ეს ნამ­დვი­ლად არ არის.

- ეს ბინა რო­დის შე­ი­ძი­ნეთ?

- ბინა 2015 წელს შე­ვი­ძი­ნე და 2016-ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. მას შემ­დეგ ვცხოვ­რობ აქ.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ბინა?

- რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ მქო­ნია. მა­შინ, როცა ეს ბინა ვი­ყი­დე, სულ სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვფიქ­რობ­დი, სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად მჭირ­დე­ბო­და ჩემი სა­კუ­თა­რი ბინა, სა­დღაც ქირა რომ არ მე­ხა­და. გა­დავ­წყვი­ტე ბი­ნის ყიდ­ვა. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ფი­ნან­სუ­რი მხა­რე, მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი და ა.შ. მხო­ლოდ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­ვა­ჯე­რე და შე­ვარ­ჩიე. ვი­ყი­დე შავი კარ­კა­სი, რომ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ჭკუ­ა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რა­საც აქ ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

- რე­მონ­ტის სფე­რო­ში გქონ­დათ გა­მოც­დი­ლე­ბა? რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი?

- მა­ნამ­დე ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ მალე ავუ­ღე ალღო. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ვთვლი, რომ ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ რე­მონ­ტი დის­კომ­ფორტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, დამ­ღლე­ლია და ა.შ. თუმ­ცა, თუ ფი­ნან­სუ­რად მზად ხარ ამის­თვის, აზარ­ტუ­ლიც კია.

- მუქი ფე­რე­ბი ჭარ­ბობს. რატო მი­ა­ნი­ჭეთ ამ ფე­რებს უპი­რა­ტე­სო­ბა?

- კი, ამ­ბო­ბენ, რომ მუქი სახ­ლია. ზუს­ტად ასე­თი მინ­დო­და, გა­მო­სუ­ლი­ყო. რო­დე­საც კედ­ლის ფერ­ზე მიდ­გა საქ­მე, ვე­ცა­დე შუ­ა­ზე გა­მე­ყო.ჭერი და ია­ტა­კი, ასე­ვე კედ­ლის რა­ღაც ნა­წი­ლი ღია ფე­რებ­შია, რა­ღაც ნა­წი­ლი - შავი კან­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რო­გორც ხე­დავთ, ბევ­რდო­ნი­ა­ნი გა­ნა­თე­ბაა სახ­ლში, რად­გან მიყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ბეზ­რდე­ბათ ავე­ჯი, სახ­ლის დი­ზა­ი­ნი, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ და­ა­ყე­ნონ სხვა­დას­ხვა დო­ნის გა­ნა­თე­ბა, რის შემ­დე­გაც აღარ მო­უ­წევთ ავე­ჯის ხში­რად გა­მოც­ვლა. რო­დე­საც სხვა­დას­ხვა დო­ნეს ან­თებ, სახ­ლი სხვა­დას­ხვა ელ­ფერს იძენს, იც­ვლე­ბა გა­რე­მო. მთა­ვა­რია გო­ნივ­რუ­ლად და­ა­ყე­ნო ბრე­ბი, ჭა­ღე­ბი, ტორ­შე­რე­ბი და ა.შ. მი­სა­ღებ ოთა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჭა­ღე­ბი მოძ­რა­ობს, აქვს სხვა­დას­ხვა რა­კურ­სი, ფერი, რაც ჩემი სახ­ლის ინ­ტე­რი­ერს სხვა­დას­ხვა ელ­ფერს სძენს..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
0

არ ვიციოდით ნამდვილად მომღერლებს (რესტორნის კლუბების) ასეთი შემოსავალი თუ ქონიათ...ვიფიქრეთ ლელას დროს მაინც სხვა შაბაშები იყოთქო და.....ხედავ აბა შოუბიზნესი არ ყვავისოოოო ჰაჰაჰა ასე ჩუმათ ყვავის ეკონომოკაც..ჰაჰაჰაჰ

დ გ
72

სულ თავისი შრომით იყიდა პირდაპირ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

საცხოვრებელი სახლი არაერთხელ გამოიცვალა, თუმცა ბოლო ხუთი წელია გიორგი სუხიტაშვილი ქერჩის ქუჩაზე, საკუთარი გემოვნებითა და ძალისხმევით მოწყობილ ბინაში ცხოვრობს.ბინა პატარაა, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს. გიორგის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი კომფორტი და პირობაა შექმნილი მისი განტვირთვისა და დასვენებისთვის. დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ, ის ყოველთვის პოულობს საკუთარ სახლში სულიერ სიმშვიდეს.

- სახლი ზოგიერთი ადამიანისთვის თავშესაფარი, სულიერი სამყაროა, ზოგისთვის კი - უბრალოდ ღამის გასათევი. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

- ჩემთვის ორივეა. სადაც ვმუშაობ, ყველგან დიდი განათება და ხმაურია, ამიტომ სახლში მაქსიმალურად ვცდილობ, პირიქით იყოს - შევქმნა სიწყნარე, სიმშვიდე, სადაც დასვენებასა და განტვირთვას შევძლებ. როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, თუ შენთვის კომფორტი არ გაქვს შექმნილი, იქ დასვენებას ვერ შეძლებ. შესაბამისად მეც ისეთი სივრცე შევქმენი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მართალია პატარა სახლია, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. თუმცა ჩემი ფანტაზიის პიკი ეს ნამდვილად არ არის.

- ეს ბინა როდის შეიძინეთ?

- ბინა 2015 წელს შევიძინე და 2016-ში გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ ვცხოვრობ აქ.

- რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეთ ბინა?

- რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მქონია. მაშინ, როცა ეს ბინა ვიყიდე, სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი, სხვა გეგმები მქონდა, შესაბამისად მჭირდებოდა ჩემი საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა. გადავწყვიტე ბინის ყიდვა. ამ დროს მნიშვნელოვანი იყო ფინანსური მხარე, მშენებლობის ხარისხი და ა.შ. მხოლოდ ეს კრიტერიუმები შევაჯერე და შევარჩიე. ვიყიდე შავი კარკასი, რომ შემდეგ ყველაფერი ჩემს ჭკუაზე გამეკეთებინა. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩემი გემოვნებით და ჩართულობით არის გაკეთებული.

- რემონტის სფეროში გქონდათ გამოცდილება? რატომ გადაწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა გაგეკეთებინათ ყველაფერი?

- მანამდე ამ მხრივ გამოცდილება არ მქონია, მაგრამ მალე ავუღე ალღო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ რემონტი დისკომფორტთან არის დაკავშირებული, დამღლელია და ა.შ. თუმცა, თუ ფინანსურად მზად ხარ ამისთვის, აზარტულიც კია.

- მუქი ფერები ჭარბობს. რატო მიანიჭეთ ამ ფერებს უპირატესობა?

- კი, ამბობენ, რომ მუქი სახლია. ზუსტად ასეთი მინდოდა, გამოსულიყო. როდესაც კედლის ფერზე მიდგა საქმე, ვეცადე შუაზე გამეყო.ჭერი და იატაკი, ასევე კედლის რაღაც ნაწილი ღია ფერებშია, რაღაც ნაწილი - შავი კანტებით გაფორმებული. როგორც ხედავთ, ბევრდონიანი განათებაა სახლში, რადგან მიყვარს ცვლილებები. ადამიანებს ხშირად ბეზრდებათ ავეჯი, სახლის დიზაინი, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ დააყენონ სხვადასხვა დონის განათება, რის შემდეგაც აღარ მოუწევთ ავეჯის ხშირად გამოცვლა. როდესაც სხვადასხვა დონეს ანთებ, სახლი სხვადასხვა ელფერს იძენს, იცვლება გარემო. მთავარია გონივრულად დააყენო ბრები, ჭაღები, ტორშერები და ა.შ. მისაღებ ოთაში დამონტაჟებული ჭაღები მოძრაობს, აქვს სხვადასხვა რაკურსი, ფერი, რაც ჩემი სახლის ინტერიერს სხვადასხვა ელფერს სძენს..წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები