საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა

2021 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­და. კერ­ძოდ, დღე­ი­დან, 2021 წლის 1-ლი იან­ვრი­დან იზ­რდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ტა­რი­ფე­ბი.

"თე­ლა­სის" და "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი 3.5 თეთ­რით იზ­რდე­ბა. ამას­თან, რუს­თავ­ში, მცხე­თა­სა და თბი­ლის­ში წყლის ტა­რი­ფი იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ნა­ზარ­დი ტა­რი­ფი 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად და­უ­სუბ­სი­დირ­დე­ბა.

კერ­ძოდ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის არ­სე­ბულ და გაზ­რდილ ტა­რიფს შო­რის სხვა­ო­ბას მთავ­რო­ბა სრუ­ლად და­ა­სუბ­სი­დი­რებს 300 კი­ლო­ვა­ტამ­დე მოხ­მა­რე­ბის აბო­ნენ­ტე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა არ იგ­რძნობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ტა­რი­ფის გაძ­ვი­რე­ბას. ამას­თან, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ტა­რი­ფის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა, სრუ­ლად და­ა­სუბ­სი­დი­რებს სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის.

1 იან­ვრი­დან მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილს ხელ­ფა­სი გა­ეზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, 2021 წლის იან­ვრი­დან სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 100 ლა­რით ეზ­რდე­ბათ.

2021 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ძა­ლა­ში შე­ვი­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შენ­გე­ნის რე­გუ­ლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და­მა­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტზეც შე­მოწ­მდე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­იძ­ლე­ბა უარი ეთ­ქვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე თუ მას ეკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა ან ვერ წა­რად­გენს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბულ სა­ბუ­თებს.

ცნო­ბი­სათ­ვის, უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის წევრ შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში:

ავ­სტრია, ბელ­გია, გერ­მა­ნია, და­ნია, ეს­პა­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, იტა­ლია, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, მალ­ტა, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, საფ­რან­გე­თი, სლო­ვა­კე­თი, სლო­ვე­ნია, უნ­გრე­თი, ფი­ნე­თი, ჩე­ხე­თი, ის­ლან­დია, ლიხ­ტენშტა­ი­ნი, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, შვე­ი­ცა­რია, ბულ­გა­რე­თი, ხორ­ვა­ტია, კვიპ­რო­სი და რუ­მი­ნე­თი.

ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ვი­ზი­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 90 დღეს ნე­ბის­მი­ერ 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში.

1-ლი იან­ვრი­დან კლი­ნი­კე­ბის­თვის ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბის/რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იგეგ­მე­ბა. სექ­ტო­რის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია ახა­ლი პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ავალ­დე­ბუ­ლებს ახალ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
8

რა, სხვა გზა აღარ არსებობს ბიუჯეტის შევსებისა, გარდა მოსახლეობის ჯიბეში ხელების ფათურის? ეგებ ნაქურდალი დააბრუნოთ და კიდევ ბევრი წლის ბიუჯეტს შეავსებს! არამზადები!

ლია
4

ექთნებს არაფერს უმატებთ?აბა დაწერეთ რას უხდიან თუ არ შეგრცხვებათ.სანამ ამ პანდემიაში უექთნოდ არ დარჩებით ვერ მოხვალთ ჭკუაზე?(არ ვარ ექთანი და არც სანათესაოში მყავს არავინ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები.

"თელასის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება.

კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.

1 იანვრიდან მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება. კერძოდ, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

ცნობისათვის, უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

"პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო

კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები "ბასლეინებში" მოძრაობისას არ დაჯარიმდებიან - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია?

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა