ავტორი:

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილს, ლუკას ახალ წელს ულოცავს.

"წერილი ჩემს შვილს ლუკას. მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება.

ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა.

მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ .მიყვარხარ და მენატრები" - წერს ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ჩოგბურთელის მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს წყვილის არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

"მე, 90 წლის მოქალაქე ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი, მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო..." - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე