პარტნიორები:
    ავტორი:

    სილქნეტის საახალწლო საჩუქარი - პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic და ქართველი შემსრულებლების კონცერტი "სილქუნივერსალის" საახალწლო ეთერში

    სილქნეტის საახალწლო საჩუქარი - პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic და ქართველი შემსრულებლების კონცერტი "სილქუნივერსალის" საახალწლო ეთერში

    ნინო ქათამაძე, მწვანე ოთახი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ბენდი Loudspeakers, Killages Bedford Falls, ერეკლე დეისაძე, ელენე კალანდაძე & ერეკლე გეწაძე, DRO, Sophie Villy, Michailo ,ზუკა სიმონიშვილის ტრიო, ანა ჟორდანია, ანუშკა ჩხეიძე, დიმა დადიანი, ეკა დოლიძე & უჩა მეტრეველი, Khondzi, სანდრო ბიბიჩ, ცოტნე ზედგინიძე, სოფო გორდელაძე, გიორგი გიგაშვილი, Janngo, ნუცი ნებიერიძე, ნინი ნუცუბიძე, Anna Doi, ლიზა კერესელიძე - ეს მუსიკოსები 31 დეკემბერს 23:00 საათიდან, სილქუნივერსალის პირდაპირ ეთერში, ტელემაყურებლებისთვის საყვარელ, ნაცნობ რეპერტუარს შეასრულებენ.

    კონცერტის წარმდგენია სილქნეტის ახალი სერვისი Silk Music და Lenø Records.

    სილქნეტმა პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic შექმნა, სადაც 9 მილიონამდე მაღალი ხარისხის მუსკალური ნაწარმოები იქნება განთავსებული. ამეტაპზე უცხოური შემსრულებლების კატალოგებია განთავსებული.

    სამომავლოდიგეგმება ქართული კატეგორიის დამატება. მომსახურების მიღება საქართველოს ნემისმიერი სატელეკომუნიკაციო ქსელის მომხმარებელს შეუძლია. სერვისის მისაღებად ინტერნეტ მხარდაჭერა (wifi; მობილური ინტერნეტი) აუცილებელი პირობაა. თუმცა, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი აპლიკაცია.

    ტელეფონში მობილური აპლიკაციის გადმოწერისთანავე, მსურველი გაივლის რეგისტრაციას: მობილური ნომრით, ელ.ფოსტის მისამართის მითითებით და პაროლის შექმნით. ამ ეტაპზე, აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია app store-იდან, ახლო მომავალში SilkMusic android play-ში გამოჩნდება.

    ახალი მუსიკალური აპლიკაცია Sony Music Entertainment, Warner Music Group, UniversalMusic Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სილქნეტი ამ სიახლით და საკონცერტო პროგრამით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

    როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში - მოთოვს თუ არა?

    ხალხმრავლობა და საცობები ქუჩებში - როგორია 2020 წლის ბოლო დღე თბილისში (ფოტორეპორტაჟი)

    რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?