საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტო პარლამენტში, "პატრიოტთა" თამაშები... და  დრო, როდესაც ვაშაძე მიდიოდა და მელია მოდიოდა... - 2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი
მარტო პარლამენტში, "პატრიოტთა" თამაშები... და  დრო, როდესაც ვაშაძე მიდიოდა და მელია მოდიოდა... - 2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი

2020 წელი მარ­თა­ლია, პო­ლიტსკან­და­ლე­ბით არც ისე­თი და­ხუნძლუ­ლი იყო, თუმ­ცა რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფე­რი წინა წლის მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კურ გაგ­რძე­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ambebi.ge გთა­ვა­ზობთ წლის მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს:

  • პარტნი­ო­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბის ცვე­ნა

მას შემ­დგეგ, რაც ხუნ­და­ძე-ბე­რა­ია “აჯანყდა” და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა (პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით) არ შე­ას­რუ­ლა, და­სავ­ლე­თის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის, დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა თუ გავ­ლე­ნი­ა­ნი ინ­დი­ვი­დე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის ტალ­ღა წა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი 2019 წლის 13 დე­კემ­ბერს გა­მოგ­ზავ­ნეს კონ­გრეს­მე­ნებმა ადამ კინ­ზინ­გერ­მა და ჯე­რალდ კო­ნოლ­მა.

წე­რი­ლის

ინა­არ­სი ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის პი­რო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე. “ოც­ნე­ბის” მი­სა­მარ­თით დიპ­ლო­მა­ტე­ბის კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბის ეპო­პეა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ი­წყო, ამა წლის გა­ზა­ფხულ­ზეც გაგ­რძელ­და. გან­ცხა­დე­ბე­ბი პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით გა­დას­ვლის შე­სა­ხებ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მიერ გა­კეთ­და და რო­დე­საც და­პი­რე­ბა უკან წა­ი­ღეს, ამას ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბიც მოჰ­ყვა - წა­მო­ვი­და ძლი­ე­რი ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რა­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბამ­დე - სრუ­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი­დან გა­დახ­ვე­ვა მოხ­და და მი­ვი­ღეთ 120/30-ზე ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც და ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც, ასე თუ ისე, მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა. და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლის გა­რე­შე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ დათ­მო­ბა­ზე არც წა­ვი­დო­და. ოპო­ზი­ცი­ამ მა­ში­ნაც “პრინ­ცი­პუ­ლო­ბა” გა­მო­ი­ჩი­ნა, კენ­ჭისყრა­ში არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­მაც ცოტა არ იყოს, ჩვენს პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მათ მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის, რომ დღეს ოპო­ზი­ცი­ას ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ აქვს, ნა­წი­ლობ­რივ ამის გა­მო­ძა­ხი­ლისც არის.

  • ბო­ი­კო­ტი პარ­ლა­მენტს

რვა­ვე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მელ­მაც 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე 1%-იანი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე დღემ­დე უარს ამ­ბობს. არც ერთი მათ­გა­ნი არ ცნობს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას, ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ცეს­კო-ს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ხმე­ბის 48.17% მი­ი­ღო. ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­სა და ხმე­ბის მო­პარ­ვა­ში, აწ უკვე ნა­ცად ხერ­ხს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამარ­თლებს. დღეს ბო­ი­კო­ტის სა­პირ­წო­ნედ ხში­რად მოჰ­ყავთ 2008 წლის ანა­ლო­გი, როცა ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა მან­და­ტე­ბი და­ხია, უარი თქვა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე და სრუ­ლად მარ­გი­ნა­ლიზ­და... თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ოპო­ზი­ცია სხვის კი არა, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზეც ვე­რა­ფერს სწავ­ლობს.

ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რას ელო­და, იმე­დი გა­უც­რუვ­და - ყვე­ლა პარტნი­ო­რი ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ ერ­თხმად მო­უ­წო­დებს. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ საქ­მე­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბი ჩა­ერ­თნენ და მო­ლა­პა­რა­კე­ბის რა­უნ­დი-რა­უნ­დზე იმარ­თე­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვარ მო­თხოვ­ნად მა­ინც ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი რჩე­ბა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის წი­თე­ლი ხაზი აღ­მოჩ­ნდა. გა­ზა­ფხულ­ზე ოპო­ზი­ცია ქუ­ჩის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ქუჩა ისე­დაც ოპო­ზი­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლით მას არც კარ­გავ­და, უბ­რა­ლოდ, პარ­ლა­მენ­ტი­დან ბრძო­ლის კი­დევ ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას იღებ­და. ისიც სა­კი­თხა­ვია, მარ­თლა მი­ი­ღებს თუ არ აქ­ცი­ე­ბი პერ­მა­ნენ­ტულ ხა­სი­ათს და შეძ­ლებს თუ არა ოპო­ზი­ცია მუხ­ტის აწე­ვას და იმ­დე­ნი ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნას, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი ქუ­ჩი­დან მო­ახ­დი­ნოს.

  • “სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი” უსა­მარ­თლო­ბა, თუ - შეც­დო­მა?

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა" (ISFED) 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი აუ­დი­ტის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კო­რექ­ტი­რა, რის შემ­დე­გაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და სხვა ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად გა­ი­ზარ­და. კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ცდო­მი­ლე­ბის ზღვრის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ISFED-ის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და­ემ­თხვა. გაჩ­ნდა ლო­გი­კუ­რი ეჭვი და კი­თხვე­ბი, რო­გორ მოხ­და შეც­დო­მა, რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეს ის და რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ეს გან­ცხა­დე­ბა მა­ინც და მა­ინც პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის წინ? ოპო­ზი­ცი­ის ვა­რა­უ­დით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხარ­ვეზ­ზე წი­ნას­წარ მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია უკა­ნო­ნო გზით. ISFED-მა თა­ვი­დან გა­დათ­ვა­ლა თა­ვი­სი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბი და შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ, პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მი­უ­ახ­ლოვ­და ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მკა­ფი­ოდ მა­ინც ვერ გა­ი­გო, რა შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი და ეს შეც­დო­მა მარ­თლაც ტექ­ნი­კუ­რი და პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ვე­ზის ბრა­ლი იყო, თუ საქ­მე გვქონ­და ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხულ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას­თან. საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს, რაც ყვე­ლა მხა­რის ინ­ტე­რეს­ში უნდა შე­დი­ო­დეს - უნდა გა­ირ­კვას, იყო ეს მარ­თლა შეც­დო­მა, თუ დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა, რა­ზეც დიდი ეჭვი არ­სე­ბობს. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ “სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის” აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

  • “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის”ფი­ნან­სე­ბი და ვო­ი­ა­ჟი აფხა­ზეთ­ში

წლის ერთ-ერთი პო­ლიტსკან­და­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“ უკავ­შირ­დე­ბა. ცენ­ტრ “დო­სი­ეს” პორ­ტალ­მა პარ­ტი­ას კომ­პრო­მა­ტი გა­მო­უქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ თით­ქოს პარ­ტია რუ­სე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა. ალი­ან­სის ლი­დე­რე­ბი ამ ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ, მაგ­რამ ამით საქ­მე არ ამო­ი­წუ­რა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში შე­სუ­ლია გან­ცხა­დე­ბა და ისი­ნი და­ად­გე­ნენ, სა­მარ­თლი­ა­ნია თუ არა ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, "დო­სი­ეს“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ში კრემ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­სა და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. "დო­სი­ეს“ თა­ნახ­მად, მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მოწ­მო­ბენ იმას, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­თან რე­გი­ო­ნუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ა­ნი­სის“ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სამ­მარ­თვე­ლომ და­ი­ქი­რა­ვა კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი სერ­გეი მი­ხე­ე­ვი და მოს­კო­ვუ­რი კომ­პა­ნია POLITSECRETS. "დო­სი­ეს“ უწყე­ბით, სამ­მარ­თვე­ლო­დან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სა­ვა­რა­უ­დო ხარ­ჯი სულ მცი­რე 8 430 625 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, ამას ემა­ტე­ბა პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი 700 000 აშშ დო­ლა­რი.

გარ­და ამი­სა, აგ­ვის­ტო­ში “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ალი­ან­სის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ლო­მი­ას­თან ერ­თად აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და და ილო­რის მო­ნას­ტერ­ში ღვთის­მშობ­ლის ხატი და­აბ­რძა­ნა. მას შემ­დეგ, რაც მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მა­ს­მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა, ინაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­საწ­ვე­ვად და სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. მისი გან­ცხა­დე­ბით, "ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე გა­ვი­და ამ გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ შე­უკ­ვე­თეს. რო­გორც ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, არას­დროს და­უ­მა­ლავს, ვის­თან და რო­გორ ითა­ნამ­შრომ­ლებს. მა­ს­მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აფხა­ზეთ­ში 18 აგ­ვის­ტოს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რიგი სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს. ცხა­დია, რომ ეს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ვი­ზი­ტი რუ­სეთ­თა­ნაც და აფხა­ზეთ­თა­ნაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო. როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­შიფ­რა, აფხა­ზებ­მა და­ი­წყეს მტკი­ცე­ბა, რომ თით­ქოს მათ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ და მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის "პრე­ზი­დენ­ტის“, ას­ლან ბჟა­ნი­ას თა­ნა­შემ­წემ ლაშა სა­ქა­ნი­ამ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მისი შუ­ა­მავ­ლო­ბით პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის გამო გა­მოთ­ქმუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ხოლო ”ფე­ის­ბუ­ქის” სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა სტა­ტუ­სი, სა­დაც იგი ამ­ბობ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღელ­ვის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით მი­ი­ღო.

  • ვა­შა­ძე წა­ვი­და, მე­ლია მო­ვი­და

გრი­გოლ ვა­შა­ძემ ენმ -ის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი 15 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა და წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს “ფე­ის­ბუქ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით ამ­ცნო. სა­ნამ პარ­ტი­ას და­ტო­ვებ­და, ვა­შა­ძემ ცოტა ხნით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვი­ღა­ცე­ე­ბის მხრი­დან ჩა­ი­შა­ლა (ანუ თქვა იგი­ვე, რა­საც დღეს ელი­საშ­ვი­ლი ლა­პა­რა­კობს “ვი­ღა­ცე­ე­ბის” მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა­ზე) და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის კრი­ტი­კის შემ­დეგ, გრი­გოლ ვა­შა­ძეს გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ვა­შა­ძის პო­ზი­ცი­ას ენმ-ს ლი­დე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იზი­ა­რებ­და - ასე რომ, ვა­შა­ძეს სხვა გზა არ ჰქონ­და -ან უნდა შე­რი­გე­ბო­და და ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო, ან შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ნო­მე (აკი ვნა­ხეთ კი­დეც, რა შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ჩვე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის მხრი­დან მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას). ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ვა­შა­ძის წას­ვლა კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ენმ-ის შიგ­ნით არ­სე­ბულ პრო­ცე­სებს, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა აქვს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტის და დიდი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის მომ­ხრეა, მა­შინ, რო­დე­საც გრი­გოლ ვა­შა­ძემ “ქუ­ჩის ყვე­ლა დო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის ტრი­ბუ­ნით” ჩა­ნაც­ვლე­ბის მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა. გრი­გოლ ვა­შა­ძემ თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან და პარ­ტი­ი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა "ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად“ ვერ შე­ე­გუ­ე­ბო­და და ჩა­მოთ­ვა­ლა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი - პარ­ტი­უ­ლი სტრა­ტე­გი­ის არარ­სე­ბო­ბა, პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა. მან ღრმა აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის მი­მარ­თაც. "იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ამ კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არას­დროს გა­უ­გი­ათ, რომ ელჩზე თავ­დას­ხმა იგი­ვეა, რაც თავ­დას­ხმა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს“, - წერ­და ვა­შა­ძე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვა­შა­ძის წას­ვლა ენმ-ში არა­ფერს შეც­ვლის. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ჰყავს. ენერ­გი­უ­ლი და სა­კა­მოდ აგ­რე­სი­უ­ლი მე­ლია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მქრქა­ლი პრო­ტო­ტი­პია, ეს 2 ამ­ბი­ცი­უ­რი ლი­დე­რი რო­გორ მო­ახრხე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ამას უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

  • “გირ­ჩი კი არ და­ი­შა­ლა, გა­ი­შა­ლა”

4 დე­კემ­ბერს, "გირ­ჩის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, "გირ­ჩის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ერთ-ერთ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში და­წე­რა, რომ მისი, იაგო ხვი­ჩი­ას, სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი­სა და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის "გზე­ბი გა­ი­ყო“. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავ­და, მი­ზე­ზებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს არ აპი­რებ­და. თუმ­ცა გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ზუ­რაბ გირჩმა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს მის­წე­რა, თრი­ა­ქის ქვეშ ნუ აკე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს და სა­ერ­თო­დაც, ნუ მო­წევ­თო. “გირ­ჩი“ კი არ და­ი­შა­ლა, გა­ი­შა­ლა, ბევ­რი "გირ­ჩი“ იქ­ნე­ბა, "მე ცალ­კე ვა­პი­რებ "გირ­ჩის“ კე­თე­ბას, ოფი­ცი­ა­ლურ მხა­რეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, პარ­ტი­ის სის­ტე­მი­დან გავ­დი­ვარ და ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ვი­წყებ”, - თქვა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. მან მარ­თლაც და­ა­არ­სა ახა­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრირ­და სა­ხე­ლით: "მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა - გირ­ჩი". ერ­თმა "ფე­ი­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა" კი მე­ტად მოს­წრე­ბუ­ლად იხუმ­რა, - ახა­ლი წელი მო­დის, ბა­რემ "ნაძ­ვის ხე" და­გე­არ­სე­ბი­ნათ, ზედ ორი­ვე "გირჩს" ჩა­მო­კი­დებ­დი­თო..."

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ყველას, ყველას, ყველას!!! გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!!! საქართველოს ვუსურვებ... გამთლიანებას!!!

tngh
74

საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს გონივრული ეჭვი, რომ "ნაც-ოპოზიციამ" მოიპარა და მიითვისა "პატრიოტთა ალიანსის" ხმები... იმედია, მომავალ წელს "პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო კომისიის მანდატით მოითხოვს ხმების გადათვლას... და მათი ქმედებების მიმართ არსებულ ყველა ეჭვებს გაფანტავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მარტო პარლამენტში, "პატრიოტთა" თამაშები... და  დრო, როდესაც ვაშაძე მიდიოდა და მელია მოდიოდა... - 2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მარტო პარლამენტში, "პატრიოტთა" თამაშები... და  დრო, როდესაც ვაშაძე მიდიოდა და მელია მოდიოდა... - 2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი

2020 წელი მართალია, პოლიტსკანდალებით არც ისეთი დახუნძლული იყო, თუმცა რაც მოხდა, ყველაფერი წინა წლის მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ambebi.ge გთავაზობთ წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს:

  • პარტნიორების კრიტიკული წერილების ცვენა

მას შემდგეგ, რაც ხუნდაძე-ბერაია “აჯანყდა” და ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებისთვის მიცემული პირობა (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით) არ შეასრულა, დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატებისა თუ გავლენიანი ინდივიდების მხრიდან კრიტიკის ტალღა წამოვიდა. პირველი კრიტიკული წერილი 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგზავნეს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლმა.

წერილის

ინაარსი ძირითადად ეხებოდა მათ უკმაყოფილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის შეუსრულებლობაზე. “ოცნების” მისამართით დიპლომატების კრიტიკული წერილების ეპოპეა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, ამა წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა. განცხადებები პროპორციულ სისტემაზე ბუნებრივი ბარიერით გადასვლის შესახებ, ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთდა და როდესაც დაპირება უკან წაიღეს, ამას ჩვენი პარტნიორების ადეკვატური რეაქციებიც მოჰყვა - წამოვიდა ძლიერი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რამაც მიგვიყვანა 8 მარტის შეთანხმებამდე - სრული პროპორციულიდან გადახვევა მოხდა და მივიღეთ 120/30-ზე ვარიანტი, რომელიც ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, ასე თუ ისე, მისაღები აღმოჩნდა. დასავლეთის ზეწოლის გარეშე, ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ამ დათმობაზე არც წავიდოდა. ოპოზიციამ მაშინაც “პრინციპულობა” გამოიჩინა, კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რამაც ცოტა არ იყოს, ჩვენს პარტნიორების მხრიდან მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. დიდი ალბათობით, ის, რომ დღეს ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არ აქვს, ნაწილობრივ ამის გამოძახილისც არის.

  • ბოიკოტი პარლამენტს

რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზე დღემდე უარს ამბობს. არც ერთი მათგანი არ ცნობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, ისინი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 48.17% მიიღო. ოპოზიციამ, რომელიც დარწმუნებულია არჩევნების გაყალბებასა და ხმების მოპარვაში, აწ უკვე ნაცად ხერხს მიმართა, რომელიც ჯერჯერობით არ ამართლებს. დღეს ბოიკოტის საპირწონედ ხშირად მოჰყავთ 2008 წლის ანალოგი, როცა ოპოზიციის ნაწილმა მანდატები დახია, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და სრულად მარგინალიზდა... თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიცია სხვის კი არა, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობს.

ოპოზიციას, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერას ელოდა, იმედი გაუცრუვდა - ყველა პარტნიორი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ ერთხმად მოუწოდებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქმეში ფასილიტატორი ელჩები ჩაერთნენ და მოლაპარაკების რაუნდი-რაუნდზე იმართება. ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად მაინც ხელახალი არჩევნები რჩება, რაც ხელისუფლებისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა. გაზაფხულზე ოპოზიცია ქუჩის პერმანენტული აქციებით იმუქრება. ექსპერტების შეფასებით, ქუჩა ისედაც ოპოზიციისა და პარლამენტში შესვლით მას არც კარგავდა, უბრალოდ, პარლამენტიდან ბრძოლის კიდევ ერთ საშუალებას იღებდა. ისიც საკითხავია, მართლა მიიღებს თუ არ აქციები პერმანენტულ ხასიათს და შეძლებს თუ არა ოპოზიცია მუხტის აწევას და იმდენი ხალხის გამოყვანას, რომ ცვლილებები ქუჩიდან მოახდინოს.

  • “სამართლიანი არჩევნები” უსამართლობა, თუ - შეცდომა?

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა. გაჩნდა ლოგიკური ეჭვი და კითხვები, როგორ მოხდა შეცდომა, როდის აღმოაჩინეს ის და რატომ გაავრცელა ორგანიზაციამ ეს განცხადება მაინც და მაინც პარლამენტის პირველი სხდომის წინ? ოპოზიციის ვარაუდით, მმართველმა გუნდმა, მისი წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, ხარვეზზე წინასწარ მიიღო ინფორმაცია უკანონო გზით. ISFED-მა თავიდან გადათვალა თავისივე მონაცემები და შეცდომის გამოსწორების შემდეგ, პარალელური დათვლის შედეგები ძალიან მიუახლოვდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს. "სამართლიანი არჩევნების“ შეცდომის აღიარების მიუხედავად, საზოგადოებამ მკაფიოდ მაინც ვერ გაიგო, რა შეცდომა იქნა დაშვებული და ეს შეცდომა მართლაც ტექნიკური და პროგრამული ხარვეზის ბრალი იყო, თუ საქმე გვქონდა ერთი პოლიტიკური მოთამაშის სასარგებლოდ განხორციელებულ წინასწარგანზრახულ მანიპულაციასთან. საქმე გამოძიებას მოითხოვს, რაც ყველა მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს - უნდა გაირკვას, იყო ეს მართლა შეცდომა, თუ დაკვეთის შესრულება, რაზეც დიდი ეჭვი არსებობს. ცნობილი გახდა, რომ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

  • “პატრიოტთა ალიანსის”ფინანსები და ვოიაჟი აფხაზეთში

წლის ერთ-ერთი პოლიტსკანდალი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ უკავშირდება. ცენტრ “დოსიეს” პორტალმა პარტიას კომპრომატი გამოუქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს პარტია რუსეთიდან ფინანსდება. ალიანსის ლიდერები ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ამით საქმე არ ამოიწურა. საგამოძიებო ორგანოებში შესულია განცხადება და ისინი დაადგენენ, სამართლიანია თუ არა ხსენებული ბრალდებები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში კრემლის მიერ საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და "პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზეა საუბარი. "დოსიეს“ თანახმად, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობენ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს თანამშრომლები "პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. "პატრიოტთა ალიანისის“ პოპულარიზაციისთვის სამმართველომ დაიქირავა კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS. "დოსიეს“ უწყებით, სამმართველოდან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები აჩვენებს, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯი სულ მცირე 8 430 625 აშშ დოლარს შეადგენს, ამას ემატება პოლიტტექნოლოგებზე დახარჯული 700 000 აშშ დოლარი.

გარდა ამისა, აგვისტოში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ლომიასთან ერთად აფხაზეთში ჩავიდა და ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა. მას შემდეგ, რაც მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა, ინაშვილს რამდენიმე დღე დასჭირდა პრესკონფერენციის მოსაწვევად და საჯარო განცხადების გასაკეთებლად. მისი განცხადებით, "ბინძური კამპანია“, რომელიც ქართულ ოპოზიციურ არხებზე გავიდა ამ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეუკვეთეს. როგორც ინაშვილმა განაცხადა, არასდროს დაუმალავს, ვისთან და როგორ ითანამშრომლებს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში 18 აგვისტოს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და რიგი საიდუმლო შეხვედრები გამართეს. ცხადია, რომ ეს კერძო ინიციატივა არ ყოფილა და გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიზიტი რუსეთთანაც და აფხაზეთთანაც შეთანხმებული იყო. როცა ყველაფერი გაიშიფრა, აფხაზებმა დაიწყეს მტკიცება, რომ თითქოს მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მათი ხელისუფლება არაფერ შუაშია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწემ ლაშა საქანიამ ოკუპირებულ რეგიონში მისი შუამავლობით პატრიოტთა ალიანსის ვიზიტის ორგანიზების გამო გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ თანამდებობა დატოვა, ხოლო ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა სტატუსი, სადაც იგი ამბობდა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი ღელვის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

  • ვაშაძე წავიდა, მელია მოვიდა

გრიგოლ ვაშაძემ ენმ -ის თავმჯდომარის პოსტი 15 დეკემბერს დატოვა და წასვლის შესახებ ინფორმაცია თანაპარტიელებს “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტით ამცნო. სანამ პარტიას დატოვებდა, ვაშაძემ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ვიღაცეების მხრიდან ჩაიშალა (ანუ თქვა იგივე, რასაც დღეს ელისაშვილი ლაპარაკობს “ვიღაცეების” მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლაზე) და პარლამენტში შესვლაზე გააკეთა აქცენტი. თანაპარტიელების კრიტიკის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძეს განმარტების გაკეთება მოუწია. ვაშაძის პოზიციას ენმ-ს ლიდერი სააკაშვილი არ იზიარებდა - ასე რომ, ვაშაძეს სხვა გზა არ ჰქონდა -ან უნდა შერიგებოდა და ჩუმად ყოფილიყო, ან შეენარჩუნებინა თავისი პოლიტიკური რენომე (აკი ვნახეთ კიდეც, რა შეფასებები მოჰყვა ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მხრიდან მის გადაწყვეტილებას). ანალიტიკოსების აზრით, ვაშაძის წასვლა კანონზომიერია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ენმ-ის შიგნით არსებულ პროცესებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადამწყვეტი გავლენა აქვს.

სააკაშვილი პარლამენტის ბოიკოტის და დიდი საპროტესტო მოძრაობის მომხრეა, მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ “ქუჩის ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით” ჩანაცვლების მოსაზრება გამოთქვა. გრიგოლ ვაშაძემ თავმჯდომარის პოსტიდან და პარტიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა "ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად“ ვერ შეეგუებოდა და ჩამოთვალა ძირითადი პრობლემები - პარტიული სტრატეგიის არარსებობა, პარტიის გარშემო და მის შიგნითაც ოდიოზური ფიგურების გამოჩენა. მან ღრმა აღშფოთება გამოთქვა სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის მიმართაც. "იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს“, - წერდა ვაშაძე. როგორც ამბობენ, ვაშაძის წასვლა ენმ-ში არაფერს შეცვლის. "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია ჰყავს. ენერგიული და საკამოდ აგრესიული მელია, როგორც ამბობენ, სააკაშვილის მქრქალი პროტოტიპია, ეს 2 ამბიციური ლიდერი როგორ მოახრხებენ თანამშრომლობას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

  • “გირჩი კი არ დაიშალა, გაიშალა”

4 დეკემბერს, "გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, "გირჩის“ მხარდამჭერების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილისა და ვახტანგ მეგრელიშვილის "გზები გაიყო“. როგორც ის აღნიშნავდა, მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებდა. თუმცა გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ზურაბ გირჩმა თანაპარტიელებს მისწერა, თრიაქის ქვეშ ნუ აკეთებთ განცხადებებს და საერთოდაც, ნუ მოწევთო. “გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი“ იქნება, "მე ცალკე ვაპირებ "გირჩის“ კეთებას, ოფიციალურ მხარეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის სისტემიდან გავდივარ და ახლის მშენებლობას ვიწყებ”, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. მან მართლაც დააარსა ახალი პარტია, რომელიც დარეგისტრირდა სახელით: "მეტი თავისუფლება - გირჩი". ერთმა "ფეიბუქმომხმარებელმა" კი მეტად მოსწრებულად იხუმრა, - ახალი წელი მოდის, ბარემ "ნაძვის ხე" დაგეარსებინათ, ზედ ორივე "გირჩს" ჩამოკიდებდითო..."

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"