მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”
აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”

"დან­გრე­უ­ლი ილუ­ზი­ე­ბის წელი”- ასე შე­ა­ფა­სა აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ 2020 წელი. ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ელოდ­ნენ სა­სი­კე­თო სი­ახ­ლე­ებს, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, იმე­დი გა­უც­რუვ­დათ...

რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის­გან რა­ტომ­ღაც მეტს ელო­და, კერ­ძოდ კი, რუ­სე­თის­გან უფრო მეტ დის­ტან­ცი­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ მეტ ქმე­დით ნა­ბი­ჯებს, სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, კრი­მი­ნა­ლის ალაგმვას თუ არა, შე­სუს­ტე­ბას მა­ინც და ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბას. "ერ­თა­დერ­თი, რაც ე.წ. შს მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი დბარ­მა მო­ა­ხერ­ხა, იმ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც სახ­ლში მა­რი­ხუ­ა­ნა ჰქონ­და და­თე­სი­ლი და მისი რე­ა­ლი­ზე­ბა ბიზ­ნე­სად ჰქონ­და ქცე­უ­ლი, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა აუკ­რძა­ლა, თუმ­ცა, ნარ­კო­ტი­კე­ბის ბიზ­ნე­სი ვერ შე­ამ­ცი­რა, პი­რი­ქით, მძი­მე ნარ­კო­ტი­კებს უფრო ხში­რად მო­იხ­მა­რენ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, ციტ­რუ­სის რე­ა­ლი­ზა­ცია შერ­ჩე­ვით ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთს ფსო­უს სა­ზღვარ­ზე გა­და­ტა­ნის პრობ­ლე­მა არ აქვს, მა­შინ, რო­დე­საც, ბევ­რს ლი­მო­ნი და მან­და­რი­ნი მან­ქა­ნა­ში ულ­პე­ბა... აფხა­ზე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” თქმით, შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზად "კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბაა, ანუ ზოგს სა­ქონ­ლის და­რე­გის­ტრი­რე­ბა არ სურს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სია. კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო, და­კე­ტი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი შე­ხედ­ვით, რე­ა­ლუ­რად საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბიც და სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მარ­კე­ტე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ან ახლო-მახ­ლო ტრი­ა­ლე­ბენ, ან კარ­ზე ნო­მე­რია მი­თი­თე­ბუ­ლი და გამ­ყიდ­ვე­ლიც უმალ ჩნდე­ბა ად­გილ­ზე.. ერთი სი­ტყვით, რე­გი­ონ­ში კო­ვიდ-19-ის ვირუ­სი აფხა­ზეთ­ში უკონ­ტრო­ლოდ გავ­რცელ­და, ბოლო ხა­ნებ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვმა გა­და­ას­წრო, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა უფრო გა­ამ­წვა­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას, რის შემ­დე­გაც კო­ვი­დი­და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბიც.

აფხა­ზი ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ან­ქვა­ბი და ბჟა­ნია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ, ვირუ­სი იოლ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­რო არ არის.

"კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა, თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნათ და სექ­ტემ­ბერ­ში სა­ზღვრე­ბი გახ­სნეს, რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბიც მო­ა­წყდნენ. შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზი არც ერთს არ ჰქონ­და და შე­დე­გად მი­ვი­ღეთ, რომ რე­გი­ონ­ში პან­დე­მი­ამ იფეთ­ქა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს, ახლა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ახა­ლი წლი­სა და შო­ბის დღე­სას­წა­ულს, უნდა ვი­ვა­რა­უ­ო­დოთ, რომ ვი­თა­რე­ბა ერთი-ორად დამ­ძიმ­დე­ბა", - წერს ekhokavkaza.com-ის ბლო­გე­რი, იზი­და ჭა­ნია, რომ­ლის თქმი­თაც, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა ხდე­ბა აფხა­ზეთ­ში ამ პი­რო­ბებ­ში და რო­გო­რია ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დიდი ნა­წი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა ან დიდი დაგ­ვა­ნე­ბით მო­დის, ან სა­ერ­თოდ არ მო­დის... ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს თავს არი­დე­ბენ, ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხო­ბენ ან ინ­ფი­ცი­ე­ბას იმი­ზე­ზე­ბენ და მთე­ლი სირ­თუ­ლე ერ­თე­უ­ლე­ბის კი­სერ­ზე გა­და­დის.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” უკვე იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი - რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა. "პი­ა­რის ფარ­გლებ­ში იმა­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ, ვი­თომ პირ­ველ რიგ­ში, პირ­ვე­ლი პი­რე­ბი გა­ი­კე­თე­ბენ, რაც ისე­თი­ვე ზღა­პა­რია, რო­გორც ის, რომ თურ­მე პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი აიც­რა", - წერს ერთ-ერთი გა­მო­ცე­მა.

"მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ზე ბჭობს, წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის მიერ მო­გო­ნი­ლი "ფა­ი­ზე­რი” რამ­დე­ნად სან­დოა, მით უფრო, რომ სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მისი ეფექ­ტუ­რო­ბის 90%-ზე მაჩ­ვე­ნებ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა და ჩვენ­თან "სპუტ­ნი­კი" შე­მო­აქვთ, რო­მელ­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­სეთ­შიც კი ეჭ­ვით უყუ­რე­ბენ და საქ­მე­ში გარ­კვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ინც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის­კენ უჭი­რავს თვა­ლი”, - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანა ლო­გია.

"ახლა მი­ად­გე­ბი­ან ჩვენს სა­ცო­დავ, ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტილ მო­სახ­ლე­ო­ბას და ვაქ­ცი­ნა­საც ჩვენ­ზე გა­მოც­დი­ან. თუ გაგ­ვი­მარ­თლა, დაგ­ვაკ­ვირ­დე­ბი­ან, თუ არა­და, აქ ხომ ყო­ველ მე­ო­რეს მომ­სპა­რი გვაქვს ჯან­მრთე­ლო­ბა და რამე დაგ­ვი­ზი­ან­და თუ არა, ვინ რას გა­ი­გებს...” - მი­აჩ­ნია სო­ხუ­მელ ია­სონ ტუჟ­ბას.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის, იზი­და ჭა­ნი­ას მო­საზ­რე­ბით, "არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებს, რომ ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი ბევ­რად ჩა­კე­ტი­ლია და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ გა­ცხრი­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ.

"ახ­ლა­ხან, შუ­ა­ღა­მეს შე­უც­ვივ­დნენ ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ერთ-ერთ ოჯახს და სახ­ლის ჩხრე­კა შე­უდ­გნენ. სახ­ლის მე­პატ­რო­ნე ქალს, სამი შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის, ერთი შშმ პირი. იქა­უ­რო­ბა მი­ან­გრ-მო­ან­გრი­ეს და წა­ვიდ­ნენ. რო­დე­საც ვი­კი­თხეთ, რას ეძებ­დნენ მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლის სახ­ლში, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფე­ი­კინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლე­ბე­ნო. ამ ფორ­მით ებ­რძვი­ან კრი­მი­ნალს...” - წერს ის.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, დი­მიტ­რი დბა­რი ნამ­დვი­ლად ცდი­ლობს ახა­ლი წელი პო­ზი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ი­წყოს.

"მან კრი­მი­ნალს ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და, მაგ­რამ სხვა თე­მაა რა გა­მო­უ­ვა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თე­მურ ახუ­ბა, იგი­ვე "დინ­რი­დი" აიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი რაულ ბარცბა. ასე რომ, კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა, "დინ­რი­დის” და­კა­ვე­ბა მისი შეკ­ვე­თა ხომ არ იყო, რად­გან ის გა­აფ­თრე­ბუ­ლი ებ­რძვის "სო­ხუ­მის კლანს”, რად­გან გა­სულ წელს სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, შამ­ბა­სა და ავი­ძ­ბას საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. კი­დევ ერთი, მისი და­კა­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის იმის ჩვე­ნე­ბაა, რომ აფხა­ზეთ­ში კრი­მი­ნა­ლე­ბის დრო იწუ­რე­ბა, თუმ­ცა, "გუ­და­უ­თის კლა­ნი" ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი რა­ტომ არის, ამა­ზე პა­სუ­ხი არ გვაქვს..." - ამ­ბობს ხა­თუ­ნა დო­ღუ­ზია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
1

შეუწყვიტეთ უფასოდ ელექტროენერგიის მიწოდება და უფასოდ უმკურნალეთ მხოლოდ იმათ, ვინც ქართულ პასპორტს აიღებს. სხვა მხრივ ყველაფერი უბრალოდ წყალში ჩაყრილი ფულია და მეტია არაფერი

პაატა
0

აფსუა-აფხაზებო,თქვენ ხართ რუსეთის იმპერიის ხელისუფალთა საზარბაზნე ხორცი! ცივი გონებით გააკეთეთ ანალიზი და გამოიტანეთ სწორი გადაწყვეტილება.ბევრს ჩურჩულებენ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე,ეს არ გამოვა,ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!ტყუილად ნუ გექნებათ იმედი ბაგრამიანის სომხებთან ერთად ამ საკითხის გადაწყვეტაზე! ისე სიმართლე რომ გითხრად არც ელექტრო ენერგიის საფასურს უნდა იხდიდეს საქართველოს ხელისუფლება დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე.თქვენ აირჩიეთ სიბნელე და უნდა ცხოვრობდეთ წყვდიადში.გაანძრიეთ ეგ გაყინული ტვინები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”

"დანგრეული ილუზიების წელი”- ასე შეაფასა აფხაზურმა მედიამ 2020 წელი. ე.წ. პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომლისგანაც ადგილობრივები ელოდნენ სასიკეთო სიახლეებს, როგორც თავად ამბობენ, იმედი გაუცრუვდათ...

რეგიონის მოსახლეობის ნაწილი ბჟანია-ანქვაბის გუნდისგან რატომღაც მეტს ელოდა, კერძოდ კი, რუსეთისგან უფრო მეტ დისტანცირებას, ეკონომიკის განვითარების მხრივ მეტ ქმედით ნაბიჯებს, სოციალურ პროექტებს, ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას, კრიმინალის ალაგმვას თუ არა, შესუსტებას მაინც და ნარკომანიის წინააღმდეგ გალაშქრებას. "ერთადერთი, რაც ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა მოახერხა, იმ ადამიანებს ვისაც სახლში მარიხუანა ჰქონდა დათესილი და მისი რეალიზება ბიზნესად ჰქონდა ქცეული, ეს საქმიანობა აუკრძალა, თუმცა, ნარკოტიკების ბიზნესი ვერ შეამცირა, პირიქით, მძიმე ნარკოტიკებს უფრო ხშირად მოიხმარენ", - წერს ადგილობრივი მედია. მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ციტრუსის რეალიზაცია შერჩევით ხდება, მაგალითად, ზოგიერთს ფსოუს საზღვარზე გადატანის პრობლემა არ აქვს, მაშინ, როდესაც, ბევრს ლიმონი და მანდარინი მანქანაში ულპება... აფხაზეთის "ხელმძღვანელობის” თქმით, შეფერხების მიზეზად "კანონის გვერდის ავლის მცდელობაა, ანუ ზოგს საქონლის დარეგისტრირება არ სურს.

მათივე ცნობით, ტურიზმის სეზონის ჩავარდნის შემდეგ, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. კოვიდპანდემიის გამო, დაკეტილია ყველანაირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, თუმცა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, რეალურად საკვები ობიექტებიც და სხვა დანიშნულების მარკეტებიც მუშაობენ, მეპატრონეები ან ახლო-მახლო ტრიალებენ, ან კარზე ნომერია მითითებული და გამყიდველიც უმალ ჩნდება ადგილზე.. ერთი სიტყვით, რეგიონში კოვიდ-19-ის ვირუსი აფხაზეთში უკონტროლოდ გავრცელდა, ბოლო ხანებში, ინფიცირების მაჩვენებელს გარდაცვალების რიცხვმა გადაასწრო, რამაც მოსახლეობაში პანიკა უფრო გაამწვავა.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, რის შემდეგაც კოვიდიდადებითი აღმოჩნდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბიც.

აფხაზი ექიმების განცხადებით, ანქვაბი და ბჟანია თვითიზოლაციაში არიან, ისინი თავს კარგად გრძნობენ, ვირუსი იოლ ფორმებში მიმდინარეობს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.

"კოვიდპანდემიის პირობებში ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა, თუმცა, მოსახლეობის პროტესტი იმდენად დიდი იყო, რომ ნერვებმა უმტყუნათ და სექტემბერში საზღვრები გახსნეს, რუსეთიდან ტურისტებიც მოაწყდნენ. შესაბამისი ანალიზი არც ერთს არ ჰქონდა და შედეგად მივიღეთ, რომ რეგიონში პანდემიამ იფეთქა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ახლა თუ გავითვალისწინებთ, ახალი წლისა და შობის დღესასწაულს, უნდა ვივარაუოდოთ, რომ ვითარება ერთი-ორად დამძიმდება", - წერს ekhokavkaza.com-ის ბლოგერი, იზიდა ჭანია, რომლის თქმითაც, ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება აფხაზეთში ამ პირობებში და როგორია ადგილობრივი სამედიცინო სისტემაში არსებული პრობლემები.

ადგილობრივები წერენ, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ინფიცირებულია, სასწრაფო დახმარების მანქანა ან დიდი დაგვანებით მოდის, ან საერთოდ არ მოდის... ექიმები და ექთნები სამსახურში სიარულს თავს არიდებენ, ტელეფონს არ პასუხობენ ან ინფიციებას იმიზეზებენ და მთელი სირთულე ერთეულების კისერზე გადადის.

აფხაზური მედიის ცნობით, "ხელმძღვანელობამ” უკვე იპოვა გამოსავალი - რუსული ვაქცინა. "პიარის ფარგლებში იმაზეც ლაპარაკობენ, ვითომ პირველ რიგში, პირველი პირები გაიკეთებენ, რაც ისეთივე ზღაპარია, როგორც ის, რომ თურმე პუტინის ქალიშვილი აიცრა", - წერს ერთ-ერთი გამოცემა.

"მსოფლიო საზოგადოება იმაზე ბჭობს, წამყვანი ქვეყნის მიერ მოგონილი "ფაიზერი” რამდენად სანდოა, მით უფრო, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მისი ეფექტურობის 90%-ზე მაჩვენებლით განისაზღვრა და ჩვენთან "სპუტნიკი" შემოაქვთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც კი ეჭვით უყურებენ და საქმეში გარკვეულ საზოგადოებას მაინც დასავლეთის ქვეყნებისკენ უჭირავს თვალი”, - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანა ლოგია.

"ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ, ინტერნეტსამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან. თუ გაგვიმართლა, დაგვაკვირდებიან, თუ არადა, აქ ხომ ყოველ მეორეს მომსპარი გვაქვს ჯანმრთელობა და რამე დაგვიზიანდა თუ არა, ვინ რას გაიგებს...” - მიაჩნია სოხუმელ იასონ ტუჟბას.

აფხაზი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას მოსაზრებით, "არსებულ ხელისუფლებას" წინამორბედებისგან ის განასხვავებს, რომ ბჟანია-ანქვაბის გუნდი ბევრად ჩაკეტილია და ცდილობენ, საზოგადოებას მხოლოდ გაცხრილული ინფორმაცია მიაწოდონ.

"ახლახან, შუაღამეს შეუცვივდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები ერთ-ერთ ოჯახს და სახლის ჩხრეკა შეუდგნენ. სახლის მეპატრონე ქალს, სამი შვილი ჰყავს, მათ შორის, ერთი შშმ პირი. იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს და წავიდნენ. როდესაც ვიკითხეთ, რას ეძებდნენ მარტოხელა ქალის სახლში, განაცხადეს, რომ ფეიკინფორმაციებს ავრცელებენო. ამ ფორმით ებრძვიან კრიმინალს...” - წერს ის.

აფხაზური მედიის ცნობით, დიმიტრი დბარი ნამდვილად ცდილობს ახალი წელი პოზიტიური ინფორმაციით დაიწყოს.

"მან კრიმინალს ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ სხვა თემაა რა გამოუვა. რამდენიმე დღის წინ ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ ახუბა, იგივე "დინრიდი" აიყვანეს, მაგრამ ჯერჯერობით ხელუხლებელია აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი რაულ ბარცბა. ასე რომ, კითხვები გაჩნდა, "დინრიდის” დაკავება მისი შეკვეთა ხომ არ იყო, რადგან ის გააფთრებული ებრძვის "სოხუმის კლანს”, რადგან გასულ წელს სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული ორი ე.წ. კანონიერი ქურდების, შამბასა და ავიძბას საქმეში ფიგურირებდა. კიდევ ერთი, მისი დაკავება ახალგაზრდა თაობისთვის იმის ჩვენებაა, რომ აფხაზეთში კრიმინალების დრო იწურება, თუმცა, "გუდაუთის კლანი" ხელშეუხებელი რატომ არის, ამაზე პასუხი არ გვაქვს..." - ამბობს ხათუნა დოღუზია.

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ