მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი
"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ სამ პირს შე­საძ­ლოა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­დეს.

საბა გოგშე­ლი­ძის, ირაკ­ლი წა­ქა­ძე­სა და საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე თან­ხმო­ბას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი აწერს ხელს.

საქ­მე ეხე­ბა ე.წ "აგა­რა­კის" ეპი­ზო­დის მო­ნა­წი­ლე სამ ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­თაც გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, და­ვით ჭი­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე თან­ხმო­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში აცხა­დებ­და, თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის­გან თან­ხმო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, აქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ შე­საძ­ლოა გა­ფორმ­დეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

"ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია, რომ პრე­ტენ­ზია არ აქვს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­დეთ ბრალ­დე­ბუ­ლებს. ეს ხელ­წე­რი­ლი ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით უკვე წარ­დგე­ნი­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შემ­დე­გი ეტა­პი უკვე არის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ამ ფორ­მით წარ­დგე­ნი­ლი ხელ­წე­რი­ლი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე თან­ხმო­ბას აცხა­დებ­დნენ, თუ იქ­ნე­ბო­და ჩი­ქო­ვა­ნის­გან თან­ხმო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ შე­საძ­ლოა გა­ფორმ­დეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. ის მოხ­დი­ლი სას­ჯე­ლი რაც გა­ა­ტა­რეს მათ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში საკ­მა­რი­სი უნდა იყოს და უნდა მოხ­დეს მათი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აქვე გე­ტყვით, რომ შე­საძ­ლოა არამ­ხო­ლოდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დეს არა­მედ ამ­ნის­ტი­ის აქ­ტიც გავ­რცელ­დეს საბა ჩხარ­ტიშ­ვილ­ზეც იმი­ტომ, რომ 126-ე და 120-ე მუხ­ლებ­ზე ამ­ნის­ტი­ის აქ­ტიც ვრცელ­დე­ბა. შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 11 იან­ვარს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ 11 იან­ვრამ­დე რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ჩა­ი­ნიშ­ნოს და ამ სხდო­მა­ზე მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ჭი­კა­ი­ძემ

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ჯამ­ში 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ­გან 11 სრულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. სამ­მა პირ­მა - არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო აირ­ჩია, მათ საქ­მეს გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს. ამ ეტაპ­ზე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bajaglaria
31

mteli samyaro wuxs momxdarit me ar vicnob aecert mara chemi gadmosaxedit unda gaatavisuplon memgoni ar vcdebi adamianuri simartlit

ვეფხვია
3

რა თქმა უნდა მკვლელობაში ყველა მონაწილე პირი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად,მარა ვინც უბრალოდ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შემხებლობა არ აქვს მკვლელობასთან,ჩემი აზრით უნდა გასამართლდნენ ხულიგნობის მუხლით.არ შეიძლება უდანაშაულო კაცს(მხედველობაში მაქვს მკვლელობა)ესეთი სერიოზული დანაშაული დაბრალდეს.კიდე ერთხელ ვიმეორებ,დასამრთლდნენ უშუალოდ მკვლელობაში მონაწილე ადამიანები მკვლელობისთვის.დანარჩენები დანაშაულის გათვალისწინებით.აი ეს იქნება სიმართლის და სასამართლოს უზენაესობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი აწერს ხელს.

საქმე ეხება ე.წ "აგარაკის" ეპიზოდის მონაწილე სამ ბრალდებულს, რომელთაც გამოძიება ძალადობას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ აღნიშნა, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას იმ შემთხვევაში აცხადებდა, თუ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანისგან თანხმობა ექნებოდათ.

არსებული რეალობიდან გამომდინარე კი, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ.

"ვახტანგ ჩიქოვანმა დააფიქსირა პოზიცია, რომ პრეტენზია არ აქვს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ ბრალდებულებს. ეს ხელწერილი ჩემი ინფორმაციით უკვე წარდგენილია პროკურატურაში, შემდეგი ეტაპი უკვე არის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუ პროკურატურისთვის ამ ფორმით წარდგენილი ხელწერილი საკმარისი იქნება.

პროკურატურისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას აცხადებდნენ, თუ იქნებოდა ჩიქოვანისგან თანხმობა. შესაბამისად, ამ არსებული რეალობიდან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ის მოხდილი სასჯელი რაც გაატარეს მათ საპატიმრო დაწესებულებაში საკმარისი უნდა იყოს და უნდა მოხდეს მათი განთავისუფლება. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა არამხოლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს არამედ ამნისტიის აქტიც გავრცელდეს საბა ჩხარტიშვილზეც იმიტომ, რომ 126-ე და 120-ე მუხლებზე ამნისტიის აქტიც ვრცელდება. შემდეგი სასამართლო სხდომა 11 იანვარს არის ჩანიშნული, თუმცა არ გამოვრიცხავ 11 იანვრამდე რიგგარეშე სხდომაზე ჩაინიშნოს და ამ სხდომაზე მოხდეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული. მათგან 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სამმა პირმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა