2020 წლის 4 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ის არასდროს საუბრობდა ჟურნალისტებთან, მით უფრო, შვილის სიკვდილის გამოუძიებელ საქმეზე, მოუშუშებელ ტკივილსა და შეუხორცებელ ჭრილობაზე. თუმცა წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. შეიძლება ითქვას, ერთადერთი ინტერვიუ (რომელიც 6 საათს გაგრძელდა) "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, მე, ეკა ასათიანს მომცა, თუმცა მისივე თხოვნით სრულად არასდროს დაბეჭდილა - ნაწილი გაზეთში გამოქვეყნდა, ნაწილი კი წიგნში "წერილები ზურაზე".
დიდი დარდი გაიყოლა ქალბატონმა რემამ, რომელიც ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, იმდენად სათნო, ყურადღებიანი, სხვების სულსა, ფიქრსა თუ გონებაში ჩამწვდომი, რომ მსგავსი იშვიათია... ამას ყველა აღიარებს, ვინც ქალბატონ რემას იცნობდა და ისიც მუდამ სალაპარაკო და საარაკოა, თუ როგორ უყვარდა მას საქართველო, ოჯახი, მეუღლე და რა ღირებულებებით აღზარდა შვილები.
კიდევ ერთხელ ვეწვიე შარტავას ქუჩის 18ა-ს, სადაც ქალბატონი რემა ცხოვრობდა და დაკეტილი ბინა მისმა უმცროსმა ვაჟმა, გოგლა ჟვანიამ გაგვიხსნა და ისევ ვისაუბრეთ ქალბატონ რემაზე.
გოგლა ჟვანია:
- ამ ბინაში გაატარა დედაჩემმა მთელი ცხოვრება. ეს არის ეზო, სადაც დედაჩემის დაბადებიდან ორ წელიწადში, 1935 წელს, სამი სახლი აშენდა. აქ ცხოვრობდნენ ექიმები, მეცნიერები, ხელოვანები.... შესანიშნავი გარემო იყო ურთიერთობებისთვის, რაც მოგეხსენებათ, აყალიბებს ადამიანს. დედაჩემი 1933 წელს დაიბადა და ასე დაიწყო მისი რთული და საინტერესო ცხოვრება. ერთი წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. რემა ერთადერთი შვილი იყო. შეიძლება ითქვას, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, დედ-მამა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის მიდამოებში იყვნენ დაბადებული და ნიკოლოზის დროს გადმოსახლდნენ საქართველოში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. სკოლაც რუსული დაამთავრა დედაჩემმა, მაგრამ აბსოლუტურად ქართული ცნობიერება ჩამოუყალიბდა.
- ვიცით, რომ ამაში განსაკუთრებული წვლილი მამათქვენს, ბუსა ჟვანიას მიუძღვის.
- კი, ნამდვილად, ბუსამ შეაყვარა და სისხლით ხორცამდე აგრძნობინა ქართველობა. მათ შორის დიდი პატივისცემა, მეგობრობა იყო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სიტუაცია გვქონდა ოჯახში - ბებია, დედაჩემის დედა, რომელმაც რემა გაზარდა, ათეისტი იყო. ამავე დროს გახლდათ ძალიან წესიერი კომუნისტი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა საბჭოთა იდეოლოგიის და მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ამ რწმენას. მამას კი სძაგდა ბოლშევიზმი, რის გამოც ხშირად კამათს შევსწრებივართ. მამის მხრიდან ჩემი ერთადერთი ბიძა 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, ბოლშევიკებმა გადაწვეს ჩვენი სახლი ლეჩხუმში და კომუნისტებისადმი მამის დამოკიდებულება, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, სრულიად გასაგები იყო.
მე ბებიას გაზრდილი ვარ, ყველაზე მეტი დრო სწორედ ჩემს ებრაელ ბებიასთან მაქვს გატარებული, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ათეისტი იყო. თავის დროზე არც დედაჩემი იყო მორწმუნე. მას ღვთის რწმენა ცხოვრების გარდამტეხ პერიოდში გაუჩნდა, ძალიან დრამატულ ვითარებაში. ზურა ათი წლის იყო, როცა ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო. ეს სიმსივნე იყო! მაშინ 5 წლისა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რატომ იყო დედაჩემი ხშირად თვალცრემლიანი. ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს ლოკალური დაზიანება დაუდგინდა და ზურას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ოთხი ოპერაცია დასჭირდა და დიდხანს ფეხი თაბაშირში ჰქონდა. ზურა გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი. როგორც წესი, გასაჭირის დროს მეტად უახლოვდები უფალს...
მაშინ შერეულ ოჯახებს ბავშვები რუსულ სკოლაში შეჰყავდათ, რემამ, რასაკვირველია, ქართულში შეგვიყვანა. მიაჩნდა, რომ ეს საქართველოა და არა საბჭოთა კავშირი. ზურას ოცნება ბავშვობიდან საქართველოს დამოუკიდებლობა იყო და მეც მის გავლენას განვიცდიდი, იმავეზე ვოცნებობდი. შემდეგ ზურას პოლიტიკური საქმიანობა ამ მთავარ ოცნებას უკავშირდებოდა, რომ გვეცხოვრა დამოუკიდებელ, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც შევძლებდით საკუთარი ადგილის პოვნას.
- თქვენ და ზურა მაინც განსხვავებული ძმები იყავით, დედასთან დამოკიდებულებაც განსხვავებული გქონდათ?
- ზურა ჩემზე ბევრად ემოციური იყო, თუმცა საზოგადოების წინაშე გაწონასწორებული ჩანდა. არადა, ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა. მე პირიქით, უფრო გაწონასწორებული ვარ, ნელ-ნელა და თანდათან ვბრაზდები...
- ქალბატონი რემაც ამბობდა, ზურა გაბრაზდებოდა რაღაცაზე, აფეთქდებოდა და ხუთ წუთში ბოდიშს მიხდიდაო.
- კი, ასეთი იყო ზურა. ჩვენი საუბრებიც მწვავე გახდა, როცა პოლიტიკაში წავიდა, დღევანდელი გადასახედიდან კი სწორად აკეთებდა ყველაფერს. ხშირად ცხარე კამათი გვქონია.
- რაზე კამათობდით?
- მე მაღიზიანებდა წრე, რომელთანაც მას ურთიერთობა უწევდა. ვხედავდი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ მდგომარეობასა და ფულზე იყვნენ დახარბებული და ჩემთვის ძნელი ასატანი იყო. ამას დედაც განიცდიდა. გარდა ამისა, ათასი სიბინძურე და ჭორი ვრცელდებოდა ზურას შესახებ, რაც ოჯახსთვის მძიმე დარტყმა იყო.
- ესე იგი, ოჯახში ნანობდით, რომ ზურამ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა?
- პოლიტიკა ძალიან ბინძურია და ის საქართველოში დღესაც ასეთია. ამისთვის გვენანებოდა ადამიანური ღირებულებებით და სულ სხვა ფასეულობებით აღზრდილი ზურა, რომელსაც ბავშვობის ოცნების ასრულება სურდა. თუმცა გვიხაროდა მისი წარმატება, დედას კი გამუდმებით ეშინოდა, რომ ზურა არ მოეკლათ... იყო ანონიმური ზარი, გაფრთხილება, რომ ზურას მოკლავდნენ. ზურა მაინც დიდ საქმეებს აკეთებდა და გამარჯვებული გამოდიოდა სიტუაციებიდან. ქვეყანა, პრაქტიკულად, წუმპიდან ამოჰყავდა, რაშიც ბევრი ხელის შემშლელი ჰყავდა. საბოლოოდ შეუშალეს კიდეც ხელი და სულ სხვა გზით წავიდა ქვეყანა. ახლა ის ნამდვილად არ ჰგავს იმას, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით. აი, აქედან გამომდინარეობდა დედაჩემის შიშიც. თუმცა ეამაყებოდა, რომ ზურა იყო პერსონა, ვინც ძლიერ პარლამენტს ჩაუყარა საფუძველი...წაიკითხეთ სრულად
ადამიანს რწმენისთვის სასწაული სჭირდება, რატომ არ იხსენი თავი შენი, როცა გეუბნებოდნენ „„იხსენი თავი შენი! ჩამოდი ჯვარიდან““! ჩამოსულიყავი და ხალხი ღმერთად გაღიარებდა, მაგრამ შენ ხომ თავისუფალი ადამიანი გინდოდა, აკი შენ თვითონ თქვი კიდეც, მე თქვენ გასანთავისუფლებლად ვარ მოსულიო.
რატომ არ აქციე ქვები პურად, ეგ რომ გაგეკეთებინა, ხალხი აღტაცებით შეგხვდებოდა, ყველა გამოგყვებოდა მაგრამ თუ ერთხელ პურს არ მისცემდი, უმალ მიგატოვებდნენ და გაყვებოდა მას, ვინც სინდისს დაუმშვიდებდა...მთელი სამყაროს საიდუმლო სამ კითხვაში დევს.
არ გამოსცადო უფალი შენი... ნუ დაუყრი მარგალიტს ღორებს და ადამიანებს სასწაული მაშინ მოევლინებათ, როდესაც არ ელიან. სამივე კითხვას კი, ერთი პასუხი აქვს, ჯერ არასდროს არ ქონია წინასწარმეტყველს საკუთარ ქალაქში, სადაც იცნობენ, იქ რომ აღიარონ...
ჩამოსულიყავი ჯვრიდან... გადაგექცია ქვები პურებად და მთელი ჩვენი ცოდვები არ უნდა გეტვირთა შენს თავზე... რა ძალა გედგა? რა გრჯიდა? და რა მიიღე? თავისუფალი ადამიანი, რომელიც მუდამ იმის ფიქრშია, თუ ვის წინაშე დაემხოს და ვის წინაშე მოიყაროს მუხლი... დღეს, თუ მოდაში ზებრაა, ხვალ ზვიგენი იქნება, ზეგ კი, ბიძოს თაბაშირის ბიუსტი. ხოლო რა იქნება მაზეგ... მაი არავინ არ იცის... ა რა ვინ .! ! ! ! რადგან კაცმა არ იცის, თუ რა ფერის ფული იქნება მიმოქცევაში ზეგ... ტყუილად არ თქვა დიდმა შოთამ... ზებრა კუნტრუშს არ დაიშლის, ზვიგენი ვერ აფრთხობს არწივს, კურდღელს სტაფილო უყვარს და, მაყუთია ამად კარგი.., ... გინდა ახტი, გინდა დახტი, მე გამაოცებს სილაში ვარდი...
მან ჩაუყარა საფუძველი ძლიერ პარლამენტს,
და პარლამენტის 2/3-დს რომ ფლობდა ბადრი,
ბადრის ზურაზე კომპრომატი სეიფს რომ ანდეს.
კარგად იცოდა კომპრომატის ძალა და ყადრი.
.....................
თუმცა სცენარი რასაც ბადრი თავისთვის ქსოვდა,
ივანიშვილმა ქიშ! უთხრა და , ორივე მოკვდა....
დიდება საქართველოს! წილი ნაყარია! დღეს ბიძოს ნაცვალი აგერ გვყავს გახარია.
რვა წელი ველით და გევიდა რა ხანია...ვერაფერს გვპირდება, გიორგა გახარია...
ეს სცენა გევიარეთ, ქე ვიცით რაც არიან. ნაცები პატარძლობენ, ქოცების მაყარია...
წევიდა დრო წევიდა, ქვეყანამ რა ხანია, ტიკი ძველია და ღვინო ახალია.
იდება ბიძინას! ზებრას და გახარიას! იმ ხვრელშიც ვიყავით და ამ ხვრელშიც რა ხანია...
მიშა სააკაშვიილი თავის ამფსონებით, ღრუბლებში, ტყეში, ღრეში ან თუ სიდმე გამოჩნდნენ, თქვენე არაფრით არ დეიბნეთ სიმონ და ეგრევე დაახალეთ პირდაპირ ფეხებში, თვარა ერთი თუ ეიწყვიტა, გაქანდა, გაშპა და ფინიშს ეტაკა, მაი ყაძახი, თურმე იმფერი ჩოყლაყის ჯიშისა ყოფილა და იმსიგრძე ფეხები ქონია, რომე აგი აბდალა კალაძის ახალთახალ ლამბორჯინს ასოც მეტრას ფორას აძლევსო და სამ ნახტომში, ნაცარა ყურგრძელივით ისტე მოძუძგავს, რავარც ჟორაიეს მწევარი ბურძგლა სკუპ-სკუპ და ბაც! წამში იქანააო...ოკეანის გაღმა ამბობენ, რომე დიდი მაკვარანცხი და აბდალას ერთიაო აი მიშაიე მოსასპობი. გორთან რო ძუძგა ერთხელ სუ-25-ს ისტე დოუაბგონა რომე პილოტს გაჩერებული ეგონა და გადმოსვლას აპირობდაო... აპპააა!!!... 7--21-ზე ეს ხომ მსოფლიო რეკორდია სიმონ! ვინცხა ტომსონი, თუ ჯონსონი ყოფილა თურმე, მის მეტს არაკაცს არ შეუძლია მაგფერი მოძუძგვა და მაგფერი შეტეხვაო სიმონ.! .. ისტე რავარც ტარტარიას დიდი ტრენერი გჟეგოშ ჟაბოტინსკი ამბობდა. მაი ფეხბურთელი რომ გამესულიყო ხო, მასავით მაგარი ზვეზდა და აბდალასავით მორბენალი, მორე არ იქნებოდა მთელ დუნიაზეო თურმე... მაი ისტეა, რავარც მე შენ გელაპარიკები, რავა,არ გჯერავს ჩემი არისტაფან თუ? ააა? მისი სახით, რამფერი ტალანტი დაკარგა დუნიამ იცი შენეე? ხოხ! და რა დონის დოღის ცხენია მაი თუ იცი შენე? „„ჩისტი კროვნი ანგლისკი ულაყიაო““. „„ჩისტი კროვნი ბარბოსაა““ მაი . აპპააა ! ! !