პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?
"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია ამ­ბობს, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას არ უნდა მოხ­დეს ბავ­შვე­ბის, ასე­ვე მათი მშობ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

რო­გორც თო­ლო­რა­ია "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, ეს შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვთა ბუ­ლინ­გიზ მი­ზე­ზი გახ­დეს.

"დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი პოს­ტი წა­ვი­კი­თხე, რომ­ლე­ბიც ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეხე­ბა. პოს­ტებს თან ერ­თვის ქველ­მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია ბავ­შვე­ბიც. ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი ძი­რი­თა­დად დაბ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა ჩა­ნან მათი მშობ­ლე­ბი. მშობ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბით ბავ­შვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, და­მე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

ცხა­დია ქველ­მოქ­მე­დე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია, თუმ­ცა იმ ოჯა­ხე­ბის (ბავ­შვე­ბის) პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი ფორ­მით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვი­საც ვეხ­მა­რე­ბით, ბევრ პრობ­ლე­მას იწ­ვევს, პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვე­ბის­თვის.

ეს შე­საძ­ლოა გახ­დეს მათი ბუ­ლინ­გის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ან/და მათ მი­მართ სიბ­რა­ლუ­ლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი, რაც ბავ­შვე­ბის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა.

სწო­რედ ამ ზი­ა­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექსში გაჩ­ნდა სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა შემ­ცვე­ლი ისე­თი დო­კუ­მენ­ტის ან ჩა­ნა­წე­რის რა­ი­მე ფორ­მით გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ღა­რი­ბი ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ან საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა­ში ბავ­შვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

გთხოვთ, ამ სენ­სი­ტი­ურ სა­კითხს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი მო­ვე­კი­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით!" - წერს ლონ­და თო­ლო­რა­ია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გასაგებია
8

დაბლარული რას ნიშნავᲕს?

აბა როგორ გაიგინ თაითებს ეხმარებიან თუ მართლა გაჭირვებულებს?!

 

 

ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
11

აი ამათ სამსახური ვისთვიშ შექმნეს?? რა სარგებელი ამათგან?? ან კიდევ ამათ საქმიანობას ვინ გააკონტროლებს??? საჭიროა ახალი ამათი მაკონტროლებელი სასახურის სასჭრაფოდ შექმნაა!!! მერე კიდევ იმათი მაკონტროლებელი და ა.შ>!!!! გული ამერიაა

ავტორი:

"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ საქველმოქმედო აქციების გაშუქებისას არ უნდა მოხდეს ბავშვების, ასევე მათი მშობლების იდენტიფიცირება.

როგორც თოლორაია "ფეისბუქზე" წერს, ეს შეიძლება ბავშვთა ბულინგიზ მიზეზი გახდეს.

"დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე, რომლებიც ქველმოქმედებას ეხება. პოსტებს თან ერთვის ქველმოქმედების ამსახველი ფოტოები, სადაც აღბეჭდილია ბავშვებიც. ბავშვების ფოტოები ძირითადად დაბლარულია, თუმცა ჩანან მათი მშობლები. მშობლების ვინაობით ბავშვების იდენტიფიცირება, დამეთანხმებით, ძალიან მარტივია.

ცხადია ქველმოქმედება მისასალმებელი და დასაფასებელია, თუმცა იმ ოჯახების (ბავშვების) პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს, პირველ რიგში ბავშვებისთვის.

ეს შესაძლოა გახდეს მათი ბულინგის, დისკრიმინაციის ან/და მათ მიმართ სიბრალულის გაჩენის მიზეზი, რაც ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება.

სწორედ ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის უფლებათა კოდექსში გაჩნდა სპეციალური მუხლი, რომელიც კრძალავს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტის ან ჩანაწერის რაიმე ფორმით გასაჯაროებას, რომელიც უკავშირდება ღარიბი ოჯახის სოციალურ დახმარებას ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

გთხოვთ, ამ სენსიტიურ საკითხს ყველა ჩვენგანი მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით!" - წერს ლონდა თოლორაია.