მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პირველი პაციენტი დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, ფაქტობრივად, ჩემი შვილია" - ლევან რატიანი შვილებზე, ვაქცინასა და "დამუღამებულ" მეთოდებზე
"ჩემი პირველი პაციენტი დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, ფაქტობრივად, ჩემი შვილია" - ლევან რატიანი შვილებზე, ვაქცინასა და "დამუღამებულ" მეთოდებზე

"ჩემი პრო­ფე­სია სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის ბრძო­ლაა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი და უზე­ნა­ე­სი სი­ცო­ცხლეა და მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებ­მა არ ვი­ცით სი­ცო­ცხლის ფასი, ჩემ­თვის კი ის უპირ­ვე­ლე­სი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ექი­მო­ბა და­ვი­წყე. სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ და, სი­ცო­ცხლე უნდა გა­და­მერ­ჩი­ნა", - მე­უბ­ნე­ბა რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი. ამ­ბობს, რომ ღა­მი­თაც ესიზ­მრე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნა­ზეც მათ სა­წოლ­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ლო­ცუ­ლობს.

"კო­რო­ნა­ვირუს­მა ჩემი ცხოვ­რე­ბაც შეც­ვა­ლა... ექი­მო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ექი­მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბაა. ამ დროს ჩემ­თვის მთე­ლი დე­და­მი­წა ნათ­დე­ბა", - ამ­ბობს გულ­წრფე­ლად და იმედს გვაძ­ლევს, რომ მალე ეს კოშ­მა­რი დას­რულ­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, ძლივს მო­გი­ხელ­თეთ, თქვე­ნი სა­მუ­შაო დღე რო­დემ­დე გრძელ­დე­ბა?

- რაც პირ­ვე­ლი კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტი მი­ვი­ღე, მას შემ­დეგ დღე­და­ღამ სამ­სა­ხურ­ში ვარ. აქამ­დე ისე­დაც არ მქონ­და სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ამ პან­დე­მი­ის დროს კი თით­ქმის 24 სა­ა­თი პა­ცი­ენ­ტებ­თან ვარ, შინ თუ მივ­დი­ვარ, ტე­ლე­ფო­ნი წა­მი­თაც არ ჩერ­დე­ბა.

- თქვენს და­ნახ­ვა­ზე მუდ­მი­ვად თქვე­ნი სი­ტყვე­ბი ჩა­მეს­მის: "ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უნდა გა­დარ­ჩეს!"...

- აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა, ჩვენ ხომ ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა ვართ. ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და დახ­მა­რე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს. სულ ამას ვამ­ბობ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო დროს, ერ­თმა­ნეთს თუ მო­ვუვ­ლით და ერ­თმა­ნე­თის ლხინ­სა და ჭირს გა­ვი­ზი­ა­რებთ, ამ სენს და­ვა­მარ­ცხებთ!

- მით უმე­ტეს, როცა თქვე­ნის­თა­ნა ექი­მე­ბი გვყავს... "და­ა­მუ­ღა­მეთ" კო­ვიდ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი? თქვით, თან­და­თან "ვა­მუ­ღა­მებ­თო"...

- ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი ჯო­ბია, თა­ვი­დან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. რაც უნდა მოს­მე­ნი­ლი და წა­კი­თხუ­ლი გვქონ­დეს, ექი­მო­ბა არის პრო­ფე­სია, სა­დაც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, გა­მოც­დი­ლე­ბა გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მეტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გყავ­დეს. ბოლო პე­რი­ოდ­მა ჩვენც მოგ­ვცა გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ კო­რო­ნა­ვირუსს. სამ­წუ­ხა­როდ, ის ბო­ლომ­დე არ არის შეც­ნო­ბი­ლი, არა მარ­ტო ჩვენ­თვის, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია. ჯერ არ არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მარ­თა­ლია, გა­მოჩ­ნდა ვაქ­ცი­ნა, მაგ­რამ დრო სჭირ­დე­ბა იმის დად­გე­ნას, ეფექ­ტი­ა­ნია თუ არა. იმე­დია, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა ამ სე­ნის რო­მე­ლი­მე სა­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა...

- "და­მარ­ცხე­ბა ძა­ლი­ან ცუდი მო­მენ­ტია. იმ დროს, როცა მო­ნი­ტორ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა ასის­ტო­ლა, მეც მი­ჩერ­დე­ბა გული", - ეს თქვე­ნი ფრა­ზაა. ბევ­რჯერ გქო­ნი­ათ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის მო­მენ­ტი?

- ჩემ­თვის სი­ცო­ცხლე უპირ­ვე­ლე­სი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ექი­მო­ბა და­ვი­წყე. სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სი­ცო­ცხლე უნდა გა­და­მერ­ჩი­ნა. კა­ცობ­რი­ო­ბის ნი­შა­ნია და­ბა­დე­ბა, გაზ­რდა და სიკ­ვდი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან აუც­დე­ნე­ლია სიკ­ვდი­ლი და ექი­მის­თვის ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა აკე­თებ ყვე­ლა­ფერს და სა­ბო­ლო­ოდ მარ­ცხდე­ბი, დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ასის­ტო­ლა ფიქ­სირ­დე­ბა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც სიკ­ვდილ­ზე ვი­მარ­ჯვებ. როცა ადა­მი­ანს აპა­რა­ტი­დან მოხ­სნი და ის ოჯახს უბ­რუნ­დე­ბა, შენ­თვის ანა­თებს მთე­ლი დე­და­მი­წა. შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ის მა­გა­ლით­ზე ვი­ტყვი - როცა ჩვენ­თან სამი ურ­თუ­ლე­სი პა­ცი­ენ­ტი იყო და სა­მი­ვე უმ­ძი­მე­სი, სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბით, მარ­თლა ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ... დღეს სა­მი­ვე ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, რაც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ექი­მის­თვის.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ანეს­თე­ზია-რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­თედ­რის გამ­გე ვარ და სტუ­დენ­ტებს და რე­ზი­დენ­ტებს სულ ვე­უბ­ნე­ბი - როცა ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ, შენს პი­რადს ივი­წყებ და გა­და­დი­ხარ სხვის ცხოვ­რე­ბა­ზე ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ ეს სი­ცო­ცხლე უნდა გა­და­არ­ჩი­ნო, სხვა გზა არა გაქვს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო ამის­თვის, თუ არა­და, სხვა პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩიო.

- მარ­თლა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გე­სიზ­მრე­ბათ ყო­ველ ღა­მეს?

- არას­დროს გა­ვი­წყდე­ბა მძი­მე პა­ცი­ენ­ტი. სულ ვლო­ცუ­ლობ მათ­თვის. მერე უმე­ტე­სო­ბა თით­ქმის შენი ოჯა­ხის წევ­რი ხდე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
4

შენ ხარ არაჩვეულებრივი ბიჭი და უფრო არჩვეულებრივი ექიმი.ვინატრებდი რომ ბოლომდე დარჩე პაციენტებზე მზრუნველ ექიმად.იხაროს შენმა ოჯახმა.მრავალ აცალ წელს. კარგო ადამიანო

lias eqimi
0

ლევანი ექიმო იქნებ გვითხრათ ფილტვის ფუნქციური ტევადობა რამდენადაა დამოკიდებული პულმონური კაპილარების ფიზიოლოგიურ წინაღობაზე კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში. არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე ქროსსექციური კვლევა ან თუ იგეგმება ახლო მომავალში???? ან იქნებ ინდუცირებულ NO სინთაზას აქტივობის კორელაცია გავაკეთოთ ენდოგენურთან? რამდენად დიდია განსხვავება სეპტიური შოკის დროს ამ ორ ენზიმს შორის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩემი პირველი პაციენტი დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, ფაქტობრივად, ჩემი შვილია" - ლევან რატიანი შვილებზე, ვაქცინასა და "დამუღამებულ" მეთოდებზე

"ჩემი პირველი პაციენტი დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, ფაქტობრივად, ჩემი შვილია" - ლევან რატიანი შვილებზე, ვაქცინასა და "დამუღამებულ" მეთოდებზე

"ჩემი პროფესია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლაა. ჩემს ცხოვრებაში პირველი და უზენაესი სიცოცხლეა და მერე სხვა დანარჩენი. სამწუხაროდ, ადამიანებმა არ ვიცით სიცოცხლის ფასი, ჩემთვის კი ის უპირველესი გახდა მას შემდეგ, რაც ექიმობა დავიწყე. სხვა არაფერი მაინტერესებ და, სიცოცხლე უნდა გადამერჩინა", - მეუბნება რეანიმატოლოგი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. ამბობს, რომ ღამითაც ესიზმრება პაციენტები, რომელთა გადარჩენაზეც მათ საწოლთან ოჯახის წევრებივით ლოცულობს.

"კორონავირუსმა ჩემი ცხოვრებაც შეცვალა... ექიმობა ჩემთვის ყველაფერია. ექიმისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სიკვდილზე გამარჯვებაა. ამ დროს ჩემთვის მთელი დედამიწა ნათდება", - ამბობს გულწრფელად და იმედს გვაძლევს, რომ მალე ეს კოშმარი დასრულდება.

- ბატონო ლევან, ძლივს მოგიხელთეთ, თქვენი სამუშაო დღე როდემდე გრძელდება?

- რაც პირველი კოვიდპაციენტი მივიღე, მას შემდეგ დღედაღამ სამსახურში ვარ. აქამდე ისედაც არ მქონდა სამუშაო გრაფიკი, ამ პანდემიის დროს კი თითქმის 24 საათი პაციენტებთან ვარ, შინ თუ მივდივარ, ტელეფონი წამითაც არ ჩერდება.

- თქვენს დანახვაზე მუდმივად თქვენი სიტყვები ჩამესმის: "ქართველი ხალხი უნდა გადარჩეს!"...

- აუცილებლად გადარჩება, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ერთმანეთის სიყვარული და დახმარება გადაგვარჩენს. სულ ამას ვამბობ, განსაკუთრებით, ბოლო დროს, ერთმანეთს თუ მოვუვლით და ერთმანეთის ლხინსა და ჭირს გავიზიარებთ, ამ სენს დავამარცხებთ!

- მით უმეტეს, როცა თქვენისთანა ექიმები გვყავს... "დაამუღამეთ" კოვიდთან ბრძოლის მეთოდები? თქვით, თანდათან "ვამუღამებთო"...

- ცოდვა გამხელილი ჯობია, თავიდან შეშინებული ვიყავით. რაც უნდა მოსმენილი და წაკითხული გვქონდეს, ექიმობა არის პროფესია, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამოცდილება გაძლევს საშუალებას, მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გყავდეს. ბოლო პერიოდმა ჩვენც მოგვცა გამოცდილება, როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს. სამწუხაროდ, ის ბოლომდე არ არის შეცნობილი, არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისთვისაც ბევრი კითხვის ნიშანია. ჯერ არ არსებობს სამკურნალო საშუალებები. მართალია, გამოჩნდა ვაქცინა, მაგრამ დრო სჭირდება იმის დადგენას, ეფექტიანია თუ არა. იმედია, მალე გამოჩნდება ამ სენის რომელიმე საწამლო საშუალება...

- "დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია. იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლა, მეც მიჩერდება გული", - ეს თქვენი ფრაზაა. ბევრჯერ გქონიათ გულის გაჩერების მომენტი?

- ჩემთვის სიცოცხლე უპირველესი გახდა მას შემდეგ, რაც ექიმობა დავიწყე. სხვა არაფერი მაინტერესებდა, სიცოცხლე უნდა გადამერჩინა. კაცობრიობის ნიშანია დაბადება, გაზრდა და სიკვდილი. სამწუხაროდ, ხანდახან აუცდენელია სიკვდილი და ექიმისთვის ეს ძალიან ძნელია, როცა აკეთებ ყველაფერს და საბოლოოდ მარცხდები, დგება მომენტი, როცა ასისტოლა ფიქსირდება. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე ვიმარჯვებ. როცა ადამიანს აპარატიდან მოხსნი და ის ოჯახს უბრუნდება, შენთვის ანათებს მთელი დედამიწა. შატილის ტრაგედიის მაგალითზე ვიტყვი - როცა ჩვენთან სამი ურთულესი პაციენტი იყო და სამივე უმძიმესი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით, მართლა ბევრი ვიბრძოლეთ... დღეს სამივე ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას, რაც დიდი ბედნიერებაა ექიმისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე ვარ და სტუდენტებს და რეზიდენტებს სულ ვეუბნები - როცა ამ პროფესიას ირჩევ, შენს პირადს ივიწყებ და გადადიხარ სხვის ცხოვრებაზე ერთადერთი მიზნით, რომ ეს სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, სხვა გზა არა გაქვს. ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის, თუ არადა, სხვა პროფესია უნდა აირჩიო.

- მართლა ყველა პაციენტი გესიზმრებათ ყოველ ღამეს?

- არასდროს გავიწყდება მძიმე პაციენტი. სულ ვლოცულობ მათთვის. მერე უმეტესობა თითქმის შენი ოჯახის წევრი ხდება...წაიკითხეთ სრულად

"ცრუ... შენ ყოფილხარ არაკაცი" - მარტვილში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ

"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?