მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე
"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე

2020 წლის ბოლო სე­ზო­ნი "კო­მე­დი შოუს" გუნ­დმა "რუს­თა­ვი 2"-ზე და­ას­რუ­ლა და ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "ფორ­მუ­ლას" შე­ურთდე­ბი­ან. გუნ­დი პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ი­ყო, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია ქი­ბარ ხალ­ვა­შის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. მა­შინ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ და­ტო­ვა ტე­ლე­ვი­ზია. სწო­რედ მა­შინ შე­ურთდა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტე­ბის გუნდს.

ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 6 წლის შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-დან წას­ვლა მის­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მიყ­ვე­ბა გუნდს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ო­ბა ერთი წლის წინ და­ი­წყო...

- ქეთი, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "კო­მე­დი შოუს" შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა "რუს­თა­ვი 2" და­ტო­ვა და "ფორ­მუ­ლა­ზე" გა­დახ­ვე­დით...

- დიახ, მეც გა­დავ­დი­ვარ, რად­გან ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ და სა­დაც წავ­ლენ იქ გავ­ყვე­ბი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არხზე მხო­ლოდ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა „ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი“ რჩე­ბა. გა­და­ცე­მე­ბი "კო­მე­დი შოუ", "არ გა­ჩერ­დე", "ანეგ­დო­ტე­ბი", "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე", "ნიკა არა­ბი­ძის შოუ", "შო­რე­ნას ეფექ­ტი", "ფორ­მუ­ლა­ზე" გავა.

- თა­ვის დრო­ზე სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო თქვე­ნი წას­ვლა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან..."

- მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უარ­ყო­ფი­თად შეხ­ვდა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ყო­ველ­თვის ვერ ისა­უბ­რებ. მოხ­და ისე, რომ დავ­ტო­ვე სე­რი­ა­ლი რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო. თუმ­ცა ძა­ლი­ან დამ­წყდა გული. "კო­მე­დი შოუს" გუნდში კარ­გად ავე­წყე, გავ­ში­ნა­ურ­დი და შე­ვეჩ­ვიე ყვე­ლას. ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს, გული მწყდე­ბა, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ არ ვიშ­ლე­ბით. სა­დაც წავ­ლენ, მეც იქ გავ­ყვე­ბი.

- ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ მა­შინ სე­რი­ა­ლი­დან წა­სუ­ლებ­ზე თქვა, რომ სხვა არხზე მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­აგ­რძე­ლებ­დით თა­მაშს, ახლა ხომ არ დაბ­რუნ­დე­ბით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"?

- მეს­მის, რა­ტომ სვამთ ამ კი­თხვას, ხალ­ხიც კი­თხუ­ლობს ლუნა და თენ­გო ისევ თუ დაბ­რუნ­დე­ბი­ან სე­რი­ალ­ში. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, რო­გორ უნდა დავ­ბრუნ­დე სე­რი­ალ­ში, „კო­მე­დი შოუს“ გუნდში ვარ. თუმ­ცა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ, რო­დე­საც თა­ვის გუნდში მოს­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა, მი­თხრა, ქეთი, შენ თუ სე­რი­ალ­ში იქ­ნე­ბი, მე პრობ­ლე­მა არ მექ­ნე­ბაო. ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი რამე იყო ალე­კოს მხრი­დან, უბ­რა­ლოდ იქ არ გა­მო­დი­ო­და.

- რო­გორ გრძნობ­დით თავს "რუს­თა­ვი 2"-ზე?

- ექ­ვსი წელი ვი­ყა­ვი ამ არ­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი, იმ­დე­ნად შე­ვეჩ­ვიე იმ შე­ნო­ბას, რომ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გან­ცდა მაქვს ახ­ლაც. რა ვქნა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მეტი რა გზა მაქვს, მივ­დი­ვარ.

- ახა­ლი წლის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- ამ წუ­თას გზა­ში ვარ, მე­გო­ბარ­თან ერ­თად და ყა­ვას და ვაფლს მი­ვირ­თმევ, ეს არის ჩემი ახა­ლი წელი. არც ნაძ­ვის ხე მო­მირ­თავს. ერთი პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე მაქვს, არც სა­თა­მა­შო­ე­ბი მაქვს. ამ კუ­თხით უგე­მოვ­ნო ვარ, ვერც ვი­გებ რო­გორ რთა­ვენ, სად რა დავ­კი­დო, რომ ლა­მა­ზი იყოს. ამ წუ­თას საჭ­მე­ლი კი არა, პუ­რიც არ მი­მი­ტა­ნია სახ­ლში. ხვა­ლაც რომ და­მირ­ე­კოთ, გზა­ში ვიქ­ნე­ბი, ვაფ­ლი­თა და ყა­ვით ხელ­ში.

- პან­დე­მი­ამ თუ იმოქ­მე­და თქვენ­ზე?

- არა, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­მაქვს, რად­გან რო­გორც კი ჩა­უღ­რმავ­დე­ბი, ეგ­რე­ვე ნერ­ვი­უ­ლო­ბას ვი­წყებ, შემ­დეგ ვამ­ბობ, მარ­ტო მე ხომ არ ვარ, მთე­ლი სამ­ყა­რო ასეა, სა­დაც სხვა, იქაც მე. ლო­ქ­და­უ­ნის დრო­საც ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მოვ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ში, ყა­ვას ვსვამ­დი და ვაფლს ვა­ყო­ლებ­დი. აჩე­მე­ბა ვიცი, ხან "ბუბ­ლიკ­ზე" ვარ, ხან ვაფლზე.

- 2021 წლის­გან რას ელო­დე­ბი?

- მან­ქა­ნა თუ მე­ყო­ლე­ბა, გა­მი­ხარ­დე­ბა. არა­ვის­გან ვე­ლო­დე­ბი რომ მა­ჩუ­ქე­ბენ, მოკ­ვდა ის დრო, სი­ურპრი­ზე­ბის. ჩემი მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და იმე­დი მაქვს, წელს ახალს შე­ვი­ძენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგია
244

კარგია რომ მიდიან, რუსთავი 2-ს არ შეშვენოდა ასეთი მდარე ხარისხის გადაცემები

xx
68

ისე კი მიკვირდა ეს სასტავი რ2ზე რომ დარჩა. თქვენი ადგილი კი იქითაა, ფრომულაზე. მაყურებლად კი მაინც დავრჩები :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე

"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე

2020 წლის ბოლო სეზონი "კომედი შოუს" გუნდმა "რუსთავი 2"-ზე დაასრულა და ახალი სეზონიდან "ფორმულას" შეურთდებიან. გუნდი პირველად მაშინ გაიყო, როდესაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ვანო ჯავახიშვილთან ერთად არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა ტელევიზია. სწორედ მაშინ შეურთდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობების ნაწილი "რუსთავი 2"-ის იუმორისტების გუნდს.

ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ 6 წლის შემდეგ "რუსთავი 2"-დან წასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა მიყვება გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო...

- ქეთი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კომედი შოუს" შემოქმედებითმა ჯგუფმა "რუსთავი 2" დატოვა და "ფორმულაზე" გადახვედით...

- დიახ, მეც გადავდივარ, რადგან ამ გუნდის ნაწილი ვარ და სადაც წავლენ იქ გავყვები. ჩემი ინფორმაციით, არხზე მხოლოდ ია ფარულავას გადაცემა „ფარული კონვერტი“ რჩება. გადაცემები "კომედი შოუ", "არ გაჩერდე", "ანეგდოტები", "გააცინე და მოიგე", "ნიკა არაბიძის შოუ", "შორენას ეფექტი", "ფორმულაზე" გავა.

- თავის დროზე სკანდალური გადაწყვეტილება იყო თქვენი წასვლა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან..."

- მაშინ საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. შიდა სამზარეულოზე ყოველთვის ვერ ისაუბრებ. მოხდა ისე, რომ დავტოვე სერიალი რაღაც მიზეზების გამო. თუმცა ძალიან დამწყდა გული. "კომედი შოუს" გუნდში კარგად ავეწყე, გავშინაურდი და შევეჩვიე ყველას. ძალიან კარგად მიმიღეს, გული მწყდება, მაგრამ მიხარია, რომ არ ვიშლებით. სადაც წავლენ, მეც იქ გავყვები.

- ირაკლი საღინაძემ მაშინ სერიალიდან წასულებზე თქვა, რომ სხვა არხზე მუშაობის შემთხვევაში ვერ გააგრძელებდით თამაშს, ახლა ხომ არ დაბრუნდებით "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- მესმის, რატომ სვამთ ამ კითხვას, ხალხიც კითხულობს ლუნა და თენგო ისევ თუ დაბრუნდებიან სერიალში. ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, როგორ უნდა დავბრუნდე სერიალში, „კომედი შოუს“ გუნდში ვარ. თუმცა ალეკო მალხაზიშვილის ძალიან მადლობელი ვარ, როდესაც თავის გუნდში მოსვლა შემომთავაზა, მითხრა, ქეთი, შენ თუ სერიალში იქნები, მე პრობლემა არ მექნებაო. ეს ძალიან მაგარი რამე იყო ალეკოს მხრიდან, უბრალოდ იქ არ გამოდიოდა.

- როგორ გრძნობდით თავს "რუსთავი 2"-ზე?

- ექვსი წელი ვიყავი ამ არხის თანამშრომელი, იმდენად შევეჩვიე იმ შენობას, რომ სენტიმენტალური განცდა მაქვს ახლაც. რა ვქნა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მეტი რა გზა მაქვს, მივდივარ.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?

- ამ წუთას გზაში ვარ, მეგობართან ერთად და ყავას და ვაფლს მივირთმევ, ეს არის ჩემი ახალი წელი. არც ნაძვის ხე მომირთავს. ერთი პატარა ნაძვის ხე მაქვს, არც სათამაშოები მაქვს. ამ კუთხით უგემოვნო ვარ, ვერც ვიგებ როგორ რთავენ, სად რა დავკიდო, რომ ლამაზი იყოს. ამ წუთას საჭმელი კი არა, პურიც არ მიმიტანია სახლში. ხვალაც რომ დამირეკოთ, გზაში ვიქნები, ვაფლითა და ყავით ხელში.

- პანდემიამ თუ იმოქმედა თქვენზე?

- არა, უმტკივნეულოდ გადამაქვს, რადგან როგორც კი ჩაუღრმავდები, ეგრევე ნერვიულობას ვიწყებ, შემდეგ ვამბობ, მარტო მე ხომ არ ვარ, მთელი სამყარო ასეა, სადაც სხვა, იქაც მე. ლოქდაუნის დროსაც ყოველდღიურად გამოვდიოდი ქუჩაში, ყავას ვსვამდი და ვაფლს ვაყოლებდი. აჩემება ვიცი, ხან "ბუბლიკზე" ვარ, ხან ვაფლზე.

- 2021 წლისგან რას ელოდები?

- მანქანა თუ მეყოლება, გამიხარდება. არავისგან ველოდები რომ მაჩუქებენ, მოკვდა ის დრო, სიურპრიზების. ჩემი მანქანა გავყიდე და იმედი მაქვს, წელს ახალს შევიძენ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?