საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
რა წერია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი 82-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.

რო­გორც სხდო­მა­ზე სა­კი­თხის მომხსე­ნე­ბელ­მა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტი 44 მუხლს შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი მუხ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლებ­თან და სა­გა­და­სა­ხა­დო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონპ­რო­ექტს და­ახ­ლო­ე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 მუხ­ლი და­ე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა, ეს არ იქ­ნე­ბა თვი­სობ­რი­ვად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და იმ პრინ­ცი­პებ­თან არა­თავ­სე­ბა­დი, რაც კა­ნონპ­რო­ექტს ზო­გა­დად აქვს.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 121-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე ან ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა უე­ცა­რი, ძლი­ე­რი სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), 122-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ან ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლე­ბის გა­და­ცი­ლე­ბით), 123-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ან ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვის შე­პყრო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მის გა­და­ცი­ლე­ბით), 124-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით), 170-ე მუხ­ლის (შრო­მის დაც­ვის წე­სის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 186-ე მუხ­ლის (წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ან გა­სა­ღე­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, გარ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­სა­ღე­ბი­სა ან გა­სა­ღე­ბის მიზ­ნის არ­სე­ბო­ბი­სა, 197-ე მუხ­ლის (ფალ­სი­ფი­კა­ცია) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 197/1 მუხ­ლით (ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თის უკა­ნო­ნო გა­და­ზიდ­ვა ან გა­სა­ღე­ბა),

203-ე მუხ­ლის (პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის ანდა კო­მერ­ცი­ულ-სა­ნა­ხა­ო­ბი­თი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოს­ყიდ­ვა) პირ­ვე­ლი, მე-4 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით, 206-ე მუხ­ლით (სა­ბუ­ღალ­ტრო წიგ­ნის წარ­მო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბი­სას), 207-ე მუხ­ლით (გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის შე­უ­ტან­ლო­ბა გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბი­სას), 214-ე მუხ­ლის (სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე სა­ქონ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 220/1 მუხ­ლის (გულ­გრი­ლო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 238-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის (მათ შო­რის, სა­ნა­დი­რო გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის (თო­ფის)) და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა), გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ ქმე­დე­ბამ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, 239-ე მუხ­ლის (ხუ­ლიგ­ნო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 240-ე მუხ­ლის (სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 240/1 მუხ­ლის (ელექტრო­ან თბო­ე­ნერ­გი­ის, გა­ზის, ნავ­თო­ბის ან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 243-ე მუხ­ლის (სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 261-ე მუხ­ლით (ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან ძლი­ერ­მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბა), გარ­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან ძლი­ერ­მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბი­სა, 271-ე მუხ­ლის (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ან მისი ანა­ლო­გის უკა­ნო­ნოდ მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის ბი­ნის ან სხვა სად­გო­მის დათ­მო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით,

273-ე მუხ­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან პრე­კურ­სო­რის მცი­რე ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან/და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბა), 273/1 მუხ­ლის (მცე­ნა­რე კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან/და გა­სა­ღე­ბა) პირ­ვე­ლი-7 ნა­წი­ლე­ბით, 274-ე მუხ­ლით (იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა), 281-ე მუხ­ლის (ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო მოძ­რა­ო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 287/1 მუხ­ლის (სა­ხერ­ხი სა­ამ­ქროს რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 300-ე მუხ­ლის (უკა­ნო­ნო თევ­ზჭე­რა) პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 301-ე მუხ­ლის (უკა­ნო­ნო ნა­დი­რო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 356-ე მუხ­ლის (წვე­ვამ­დე­ლის მიერ სამ­ხედ­რო ან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შრო­მი­თი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა) პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 388-ე მუხ­ლის (სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ან სამ­სა­ხუ­რის სხვა ად­გი­ლის თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვე­ბა) პირ­ვე­ლი და მე-3 ნა­წი­ლე­ბით, 389-ე მუხ­ლის (დე­ზერ­ტი­რო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ან/და 398-ე მუხ­ლით (სამ­ხედ­რო ქო­ნე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი;

სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ნა­სა­მარ­თლო­ბის არმ­ქო­ნე პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის (ქურ­დო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ან/და 236-ე მუხ­ლის (სა­ნა­დი­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ან სპორ­ტუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ანდა ასე­თი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა ან შე­ნახ­ვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი;

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თან­ხმო­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის: 120-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა), გარ­და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვი­სა, 126-ე მუხ­ლით (ძა­ლა­დო­ბა), გარ­და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვი­სა, 219-ე მუხ­ლის (მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ან/და 276-ე მუხ­ლის (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა) მე-2 ან მე-4 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი;

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თან­ხმო­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ნა­სა­მარ­თლო­ბის არმ­ქო­ნე პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის (თაღ­ლი­თო­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 182-ე მუხ­ლის (მით­ვი­სე­ბა ან გაფ­ლან­გვა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 185-ე მუხ­ლის (ქო­ნებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბა მო­ტყუ­ე­ბით) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ან/და 187-ე მუხ­ლის (ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი;

და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა­სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლით (ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით), გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ ქმე­დე­ბამ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, 208-ე მუხ­ლით (კრე­დი­ტის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბა) ან/და 211-ე მუხ­ლით (ჩე­კის ან საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბა) პირ­ვე­ლი-მე-3 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი;

უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით მსჯავ­რდე­ბულ პირს, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გარ­და­ექ­მნე­ბა ვა­დი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თად და ის სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მას შემ­დეგ, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად მო­იხ­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის 20 წელს.

ამ­ნის­ტი­ის აქტი გავ­რცელ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით და­ნიშ­ნულ რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე, პი­რო­ბით მსჯავ­რსა და გა­მო­საც­დელ ვა­და­ზე, რო­გორც ძი­რი­თად, ისე და­მა­ტე­ბით სას­ჯელ­ზე, გარ­და ჯა­რი­მი­სა და ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­სა. ამას­თან, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ ჯა­რი­მებ­ზე ამ­ნის­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბაც, რო­მელ­თა ამ­სახ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლოს აქ­ტე­ბი მი­ღე­ბუ­ლია 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე და ჯა­რი­მის აღ­სრუ­ლე­ბა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა ან არას­რუ­ლად მოხ­და. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ამ­ნის­ტია გავ­რცელ­დე­ბა ამ­ნის­ტი­ის მხო­ლოდ იმ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც არ არის აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირს, რო­მელ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა, სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად აღუდ­გე­ბა „ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მორ­თმე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი.

ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა იმ პირ­ზე, რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლი 2020 წლის 11 დე­კემ­ბრამ­დე ჩა­ი­დი­ნა.

ალექს
0

შეწყვიტეთ ყველა საგადასახადო დევნა, სადაც დევნილი იძახის მართალი ვარო , მიეცით ფული რათა დამოუკიდებელმა აუდიტმა , ძლიერმა, არიან ეგეთები, და პირუთვნელებმა, ეგეთებიც არიან, დიახ , დადონ დასკვნა ტყუის , თუ არა გადასახადის გადამხდელი, თუ ინსპირაციასთან გვაქვს საქმე ! სხვათაშორის საგადასახადო სასამართლოს ასეთი დამოუკიდებელი არასახელმწიფო, ოღონდ სახელმწიფო დაკვეთის შემსრულებელი, დიახ , აუდიტორული ინსტიტუტი არ აწყენს, ვიცი ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა , მაგრამ ეს ინსტიტუტი სასარგებლო გამოდგება ! მოსამრთლემ საგადასახადო ინსპექტორის ვერაგობები არ იცის , ვერ ეცოდინება , აი გადამხდელმა და აუდიტმა კი იციან, ამ უკანსკნლემა სასამართლო წარმოების ნიუანსებიც იცის და მიეცით ფული , არა აქვს ამ გადასახადის გადამხდელს ფული, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს ! ათეულობით მილიარდიანი ჯარიმის შემოწმების აქტები აქვს დადებული 25 წლის განმავლობაში საგადასახადოს, ნახევარი გამოგონილია, მეორე ნახევარი კანონის უვარგისობითაა გამოწვეული და ორივე ნახევარი ერთად გამოსაძალად , კი, თეთრადაც, შავადაც , არაო არა თქვათ , კი , კი და კი , სისტემა საექსპროპრიაციო რეპრესიულია , მრავალი ვილაა აშენებული და მრავალი ჯიპი დაიარება ამ არამი ფულით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა წერია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

რა წერია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, კანონპროექტი 44 მუხლს შეეხება, თუმცა, გარკვეული მუხლების გაფართოებასთან მიმართებით მსჯელობა მიმდინარეობს, მათ შორის ნარკოდანაშაულებთან და საგადასახადო და ეკონომიკური ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტს დაახლოებით დაახლოებით 15-20 მუხლი დაემატება, თუმცა, ეს არ იქნება თვისობრივად განახლებული და იმ პრინციპებთან არათავსებადი, რაც კანონპროექტს ზოგადად აქვს.

პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება),

203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 220/1 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით,

273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული;

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.

ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

მარტო პარლამენტში, "პატრიოტთა" თამაშები... და  დრო, როდესაც ვაშაძე მიდიოდა და მელია მოდიოდა... - 2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი