სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე" - ბიძინა კულუმბეგოვი 2020 წელს აჯამებს
"ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე" - ბიძინა კულუმბეგოვი 2020 წელს აჯამებს

იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ნამ­დვი­ლი, მე­ო­რე ტალ­ღა გა­ზა­ფხულ­ზეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, 2020 წელი შე­ა­ჯა­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბას სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­კი­დოს.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს მი­აჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის გაზ­რდა, მეტი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვი­სა და ოჯა­ხის ექი­მის ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად, ჩვენ­თან ეს პირ­ვე­ლი ტალ­ღა იყო. რაც ამე­რი­კამ და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა გა­ზა­ფხულ­ზე იგ­რძნეს, ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი ტალ­ღა სწო­რედ ახლა იყო. ამი­ტომ, უჭირთ გამ­კლა­ვე­ბა. ჩემ­თვის, რო­გორც ექი­მის­თვის ამ თვალ­საზ­რი­სით სი­ურპრი­ზი არ ყო­ფი­ლა. რე­ა­ლის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნა, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ ვაქ­ცი­ნის 80-90 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მოც­ვაც კი, ყვე­ლას რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს, 2022 წლამ­დე ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. ყვე­ლა­ზე კარგ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ 2021 წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 20% ავცრათ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

რა­ღაც ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი და­იკ­ლებს, შემ­დეგ ისევ მო­დუნ­დე­ბა ხალ­ხი. ამი­ტომ, ნამ­დვი­ლი მე­ო­რე ტალ­ღა და ვი­ღა­ცის­თვის მე­სა­მეც, კი­დევ გვექ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე. ამი­ტომ, ვი­სურ­ვებ­დი მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას, ექი­მე­ბის სო­ლი­და­რო­ბას. მინ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლი უკე­თე­სი იყოს, ხოლო ოჯა­ხის ექი­მე­ბი ის მე­დი­კო­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბი­ან. ჩვენ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი და ოჯა­ხის ექი­მის ინ­სტი­ტი­ტუ­ტი, რაც მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ცოდ­ნა­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე გა­დის.

ამი­ტომ, ბევ­რი უნდა ჩა­დოს ქვე­ყა­ნამ, რომ ექი­მე­ბი პირ­ვე­ლა­დი ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, რომ ნე­ბის­მი­ერ შე­მოჭ­რილ მტერს გა­უმკლავ­დნენ. მთა­ვარ პრობ­ლე­მას ამა­ში ვხე­დავ სწო­რედ. თუ ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლი არ გაძ­ლი­ერ­და, შე­საძ­ლოა, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მო­მა­ვალ წელს კი­დევ დავ­დგეთ. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ქვე­ყა­ნამ ამა­ზე იზ­რუ­ნოს. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი უნდა გა­ი­ზარ­დოს, რომ შე­საძ­ლო ახა­ლი ტალ­ღის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვი­ყოთ. ასე­ვე, გა­ცი­ლე­ბით მეტი ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შე­ვა­წუ­ხოთ სხვე­ბი და არ უნდა და­ვე­ლო­დოთ, რო­დის მოგ­ვცე­მენ ესა თუ ის ქვეყ­ნე­ბი ვაქ­ცი­ნას“,-გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა სრუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას "ხალ­ხის ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­ში“ უწო­და.

"ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ას ვუ­წევთ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს. ეპი­დე­მი­ის არ­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კა არ სა­ჭი­რო­ებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დეს. ეს არის ხალ­ხის ემო­ცი­ებ­ზე არას­წო­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და თა­მა­ში. ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვოს ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. მთა­ვა­რი წყა­როს­გან, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­კო­ორ­დი­ნა­ცოო საბ­ჭოს­გან მო­ვის­მი­ნოთ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია.

თუ ადა­მი­ა­ნი ლო­გი­კუ­რად მსჯე­ლობს, 3 იან­ვარს რა­ტომ უნდა გა­მო­ცხად­დეს სრუ­ლი „ლოკ­და­უ­ნი“, ამას ვერ ვხვდე­ბი. ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და ყო­ველ­გვა­რი წყა­როს გა­რე­შე გა­ცხა­დე­ბუ­ლი. არ ვიცი პირ­ველ­წყა­რო, ვინ თქვა, მაგ­რამ ახლა სა­ხელ­მწი­ფოს მეტი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი სწო­რად შე­ვას­რუ­ლოთ. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა უნდა იყოს 95 %. ეს არის ცალ­სა­ხა მო­თხოვ­ნა, თუ გვინ­და ცხოვ­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ ისე, რომ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის და­ზი­ა­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ავი­რი­დოთ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­მარ­ტავს- ჯან­მრთე­ლო­ბა არის ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი, სუ­ლი­ე­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. ამი­ტომ, თუ სა­მი­ვე არ არის, ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლი არ არის. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეთ და ამ შე­ზღუდ­ვე­ბით ის ელე­მენ­ტა­რუ­ლიც კი არ და­ე­კარ­გონ“,-გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­ას­რუ­ლოს.ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, სტუმ­რად მის­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"ცოტა ხანი სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა შე­ვიც­ვა­ლოთ. სა­დაც სა­ჭი­რო არ არის, სტუმ­რად არ მი­ვი­დეთ და არ მი­ვი­ღოთ სტუმ­რე­ბი, თუ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი არ არის. ასე­ვე, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა მუდ­მი­ვად გვახ­სოვ­დეს. ამ პრინ­ცი­პე­ბით მოგ­ვი­წევს 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ცხოვ­რე­ბა. თუ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ამას გუ­ლის­ყუ­რით და შეგ­ნე­ბით მო­ე­კი­დე­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნას არა­ვი­თა­რი გან­საც­დე­ლი არ ექ­ნე­ბა. ამ სი­ტყვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“,-გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვი­რი­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი მძი­მედ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და უფრო მეტ სიკ­ვდი­ლო­ნო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. მისი თქმით, სა­ჭი­როა სწო­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

"ქვე­ყა­ნამ სა­ინ­ფორ­მა­ციო შტურ­მი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან გა­ტა­რე­ბას. მუ­ტა­ცი­უ­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბე­ბი გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მე, რო­გორც ექი­მი, მას­ში სე­რი­ო­ზულ ზი­ანს ვერ ვხე­დავ“,-აღ­ნიშ­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
6

არ გაინტერესებთ დაითვალოს რამდენი პროცენტია იმუნიზებული,ოღონდ მაგ ციფრებით არა მანდ რომ გაქვთ,რეალურად რომ შეაფასოთ,ჩემი აზრით უკვე 50% უნდა გქონდეთ არა?რა ვიცი გარშემო მგონი ყველას ჰქონდა.

გიორგი
23

რა ტალღაზე საუბრობთ ,ხომ უყურებთ რომ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია , რომელსაც გარკვეული მიზანი გააჩნია ,რასაც ალბად წლების მერე გავიგებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე" - ბიძინა კულუმბეგოვი 2020 წელს აჯამებს

"ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე" - ბიძინა კულუმბეგოვი 2020 წელს აჯამებს

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

მან "ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება.

"რეალურად, ჩვენთან ეს პირველი ტალღა იყო. რაც ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა გაზაფხულზე იგრძნეს, ჩვენთვის პირველი ტალღა სწორედ ახლა იყო. ამიტომ, უჭირთ გამკლავება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ამ თვალსაზრისით სიურპრიზი არ ყოფილა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინის 80-90 პროცენტიანი მოცვაც კი, ყველას რომ სურვილი ჰქონდეს, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 2021 წელს მოსახლეობის 20% ავცრათ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რაღაც ეტაპზე ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, შემდეგ ისევ მოდუნდება ხალხი. ამიტომ, ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც, კიდევ გვექნება გაზაფხულზე. ამიტომ, ვისურვებდი მეტ ჩართულობას, ექიმების სოლიდარობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის პირველადი რგოლი უკეთესი იყოს, ხოლო ოჯახის ექიმები ის მედიკოსები იყვნენ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად ენდობიან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტიტუტი, რაც მათ განათლებაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე გადის.

ამიტომ, ბევრი უნდა ჩადოს ქვეყანამ, რომ ექიმები პირველადი ჯარისკაცები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემოჭრილ მტერს გაუმკლავდნენ. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ სწორედ. თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ასეთი პრობლემების წინაშე მომავალ წელს კიდევ დავდგეთ. ვისურვებდი, რომ ქვეყანამ ამაზე იზრუნოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უნდა გაიზარდოს, რომ შესაძლო ახალი ტალღის შემთხვევაში მზად ვიყოთ. ასევე, გაცილებით მეტი ტესტირების შესაძლებლობა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შევაწუხოთ სხვები და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვცემენ ესა თუ ის ქვეყნები ვაქცინას“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვმა სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციას "ხალხის ემოციებზე თამაში“ უწოდა.

"ჩვენ პერიოდულად კონსულტაციას ვუწევთ საკოორდინაციო საბჭოს. ეპიდემიის არსებული დინამიკა არ საჭიროებს, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. ეს არის ხალხის ემოციებზე არასწორი მანიპულირება და თამაში. ყველამ თავი შეიკავოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. მთავარი წყაროსგან, ამ შემთხვევაში კი, საკოორდინაცოო საბჭოსგან მოვისმინოთ ასეთი ინფორმაცია.

თუ ადამიანი ლოგიკურად მსჯელობს, 3 იანვარს რატომ უნდა გამოცხადდეს სრული „ლოკდაუნი“, ამას ვერ ვხვდები. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი და არასწორი ინტერპრეტაციაა, დაუსაბუთებელი და ყოველგვარი წყაროს გარეშე გაცხადებული. არ ვიცი პირველწყარო, ვინ თქვა, მაგრამ ახლა სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებები არ სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული შეზღუდვები სწორად შევასრულოთ. პირბადის ტარება უნდა იყოს 95 %. ეს არის ცალსახა მოთხოვნა, თუ გვინდა ცხოვრება გავაგრძელოთ ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის დაზიანება მაქსიმალურად ავირიდოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან საინტერესოდ განმარტავს- ჯანმრთელობა არის ადამიანის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომ, თუ სამივე არ არის, ადამიანი ჯანმრთელი არ არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სამსახური ჰქონდეთ და ამ შეზღუდვებით ის ელემენტარულიც კი არ დაეკარგონ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს სოციალური პასუხისმგებლობა და არსებული რეგულაციები შეასრულოს.ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ურჩევს, თუ აუცილებლობა არ არის, სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.

"ცოტა ხანი სოციალური ქცევა შევიცვალოთ. სადაც საჭირო არ არის, სტუმრად არ მივიდეთ და არ მივიღოთ სტუმრები, თუ ეს გადაუდებელი არ არის. ასევე, ხელის ჰიგიენა მუდმივად გვახსოვდეს. ამ პრინციპებით მოგვიწევს 2021 წლის პირველ ნახევარში ცხოვრება. თუ ყველა ადამიანი ამას გულისყურით და შეგნებით მოეკიდება, ჩვენს ქვეყანას არავითარი განსაცდელი არ ექნება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირისის ახალი ვარიანტი მძიმედ არ მიმდინარეობს და უფრო მეტ სიკვდილონობას არ გამოიწვევს. მისი თქმით, საჭიროა სწორი საინფორმაციო კამპანია, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული.

"ქვეყანამ საინფორმაციო შტურმი უნდა განახორციელოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებების პასუხისმგებლიან გატარებას. მუტაციური სახეცვლილებები გარკვეული თვალსაზრისით რისკის მატარებელია, მაგრამ მე, როგორც ექიმი, მასში სერიოზულ ზიანს ვერ ვხედავ“,-აღნიშნა კულუმბეგოვმა.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?