მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი აშშ-ში NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში და ის­რა­ე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის „ტექ­ნი­ო­ნის“ სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

2021 წელს, ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის მთა­ვა­რი პრი­ზი NASA-ში გამ­გზავ­რე­ბა გუნ­დმა „მე­დერ­მა“ პრო­ექ­ტით „ულტრაბ­გე­რუ­ლი მდგა­რი ტალ­ღის მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა და SMART ტექ­ნო­ლო­გი­ით მო­ნი­ტო­რინ­გი პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა­ზე“ მი­ი­ღო. გუნდში ხუთი მოს­წავ­ლეა - არ­ჩილ მე­ლი­ქი­ძე (სკო­ლა „აია-GESS“), მა­რი­ამ უმან­კოშ­ვი­ლი (QSI International School of Tbilisi), გი­ორ­გი გო­გა­ტიშ­ვი­ლი (სკო­ლა „აია-GESS“), მა­რი­ამ ნი­ნუა (სკო­ლა „პროგ­რე­სი“) და მა­რი­ამ გუ­ლაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სის #175 სა­ჯა­რო სკო­ლა). პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, პარ­კინ­სო­ნის მკურ­ნა­ლო­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­თო­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გუნ­დის მიერ შექ­მნი­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის კომ­პლექ­ტი (ხელ­თათ­მა­ნი, სა­მა­ჯუ­რი, სალ­ტე) ხელს შე­უ­წყობს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მის - კი­დუ­რის კან­კა­ლის სიხ­ში­რი­სა და ამ­პლი­ტუ­დის 24 სა­ა­თი­ან მო­ნი­ტო­რინგს.

„კონ­კურ­სის ექ­სპერტთა კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მო­ვავ­ლი­ნეთ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი სამი ინო­ვა­ტო­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პრი­ზით და­ვა­ჯილ­დო­ვეთ. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი აშშ-ის სა­ელ­ჩოს და­ფი­ნან­სე­ბით გა­ემ­გზავ­რე­ბა NASA-ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი „მკვლე­ვა­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA)-ს და­ფი­ნან­სე­ბით აშშ-ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი „GoGeoGo”, საქპა­ტენ­ტის მხარ­და­ჭე­რით, ის­რა­ე­ლის ერ­თერთ წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტექ­ნი­ო­ნის სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში 2021 წელს, რო­გორც კი გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს,“ - აღ­ნიშ­ნა ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­მა გუნ­დმა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სა­გა­რე­ჯოს და თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, შექ­მნეს ეკო­ლო­გი­უ­რი ნე­ფე­ლო­მეტ­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და მო­ნი­ტო­რინ­გია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი ახალ­ცი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტის გან­რი­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­ტი­ვად მო­სა­პო­ვებ­ლად.

„აშშ სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წლი­დან მხარს უჭერს ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურსს, რომ­ლის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნებ­ლებ­ში ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის და იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ ამ კონ­კურ­სით და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს რო­გორც თბი­ლი­სის, ასე­ვე რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა.

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „სა­ქარ­თვე­ლო­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გვა­ახ­ლო­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თან და ხელს უწყობს ახა­ლი თა­ო­ბის გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის, ინ­ჟინ­რე­ბი­სა და სტარ­ტა­პე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის და სა­მინ­სიტ­როს ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს, ზუს­ტად რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა“ - აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბის გარ­და, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­სულ გუნ­დე­ბი და­ა­სა­ჩუქ­რეს კონ­კურ­სის პარტნი­ორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა: ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, აკა­დე­მია „ლე­ტე­რა­ტომ“,სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ.

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი 2014 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და მიზ­ნად ისა­ხავს უფ­როსკლა­სე­ლებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მნის წა­ხა­ლი­სე­ბა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მათ მიერ შექ­მნილ პრო­ექ­ტებს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ (STEM) დარ­გებ­ში, ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში რო­გო­რი­ცაა: კოს­მო­სი და ავი­ა­ცია; რო­ბო­ტექ­ნი­კა; მო­ბი­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი; გა­რე­მოს დაც­ვა; ჯან­დაც­ვა და კვე­ბა. კონ­კურ­სში დღე­ი­სათ­ვის 1,500-ზე მეტ მოს­წავ­ლეს აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

წელს, ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი მე­ექ­ვსედ ჩა­ტარ­და. 2019-20 წლის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 350-მდე მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო. კონ­კუ­რის პირ­ველ ეტაპ­ზე 88 გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და, სა­ი­და­ნაც 59% - თბი­ლი­სი­დან, ხოლო 41% - რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი­დან. კონ­კურ­სის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და 11 გუნ­დი თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, თეთ­რი­წყა­როს, ახალ­ცი­ხის, სე­ნა­კის, სიღ­ნა­ღი­სა და სა­გა­რე­ჯოს სკო­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნეს სა­კუ­თა­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

NS

dsag
0

ras gavxar gogo kvelafershi bomnjebs ki ar unda mibadzo.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში და ისრაელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „ტექნიონის“ საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.

2021 წელს, ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი NASA-ში გამგზავრება გუნდმა „მედერმა“ პროექტით „ულტრაბგერული მდგარი ტალღის მეთოდით მკურნალობა და SMART ტექნოლოგიით მონიტორინგი პარკინსონის დაავადებაზე“ მიიღო. გუნდში ხუთი მოსწავლეა - არჩილ მელიქიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ უმანკოშვილი (QSI International School of Tbilisi), გიორგი გოგატიშვილი (სკოლა „აია-GESS“), მარიამ ნინუა (სკოლა „პროგრესი“) და მარიამ გულაშვილი (თბილისის #175 საჯარო სკოლა). პროექტის მიზანია, პარკინსონის მკურნალობის და მონიტორინგის მეთოდების გაუმჯობესება. გუნდის მიერ შექმნილი მონიტორინგის კომპლექტი (ხელთათმანი, სამაჯური, სალტე) ხელს შეუწყობს პარკინსონის დაავადების ყველაზე გამოხატული სიმპტომის - კიდურის კანკალის სიხშირისა და ამპლიტუდის 24 საათიან მონიტორინგს.

„კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვავლინეთ მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი, რომელიც სხვადასხვა პრიზით დავაჯილდოვეთ. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით გაემგზავრება NASA-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ადგილზე გასული გუნდი „მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)-ს დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი „GoGeoGo”, საქპატენტის მხარდაჭერით, ისრაელის ერთერთ წამყვან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიონის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში 2021 წელს, როგორც კი გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები, ამის საშუალებას მოგვცემს,“ - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება საგარეჯოს და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი. მესამე ადგილზე გასული გუნდი ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, რომლებმაც შექმნეს მობილური აპლიკაცია საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებლად.

„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდა გამომგონებლებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინსიტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ზუსტად რომ ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარებაა“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, აკადემია „ლეტერატომ“,საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 1,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეექვსედ ჩატარდა. 2019-20 წლის კონკურსში მონაწილეობა 350-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 88 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 59% - თბილისიდან, ხოლო 41% - რეგიონის სკოლებიდან. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა 11 გუნდი თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, ახალციხის, სენაკის, სიღნაღისა და საგარეჯოს სკოლებიდან, რომლებმაც დამოუკიდებელი კომისიის წინაშე წარადგინეს საკუთარი დასრულებული პროექტები.

NS

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება

რატომ არ მოიხსნა ღამით გადაადგილების შეზღუდვა - მაია ცქიტიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს