სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...
15:56 / 30-12-2020
კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...
15:56 / 30-12-2020

"კა­რან­ტი­ნი", "სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია", "კლას­ტე­რი", "პან­დე­მია", "პლა­ტო", "პიკი", "სა­წოლ­ფონ­დი" და ა.შ. - ეს ის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც 2020 წლის და­სა­წყის­ში არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თუმ­ცა წე­ლი­წა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ ისი­ნი მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ლექ­სი­კა­ში უპირ­ვე­ლეს ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

ამ წელს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ვე­ლად, ვი­ხი­ლეთ ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქე­ბის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ბაზ­რო­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბრძო­ლა და გა­მარ­ჯვე­ბა თუ და­მარ­ცხე­ბა ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, დამ­ცავ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში შე­ფუ­თუ­ლი ექი­მე­ბი და პირ­ბა­დე­ე­ბის სა­ა­თო­ბით კე­თე­ბის­გან მათი და­სე­რი­ლი სა­ხე­ე­ბი...

სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 2020 წელს ხა­ზად გას­დევ­და, იყო: "ვე­ღარ და­ვით­ვლით კუ­ბო­ებს", "დავ­რჩეთ სახ­ლში", "თქვენ არ იცით, რო­გორ იხ­რჩო­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი". თავ­და­პირ­ველ პა­ნი­კა­სა და სრულ კა­რან­ტინს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საგ­რძნობ­ლად შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, შემ­დეგ კი, და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­რე, უფრო მწვა­ვე ტალ­ღა მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით.

29 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის 212 526 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, 188 408 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და 2 182 გარ­დაც­ვლი­ლი.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ მთლი­ან, ზო­გად შე­ჯა­მე­ბას იმი­სა, თუ რო­გორ იწყებ­და სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლას, რა გზა გა­მო­ი­ა­რა მთლი­ა­ნი 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნამ და რო­გორ სრულ­დე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად, ნა­კი­ა­ნი წე­ლი­წა­დის 12 თვე, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა.

  • იან­ვა­რი

კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლომ­დე

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ცნო­ბა 2019 წლის 31 დე­კემ­ბერს გავ­რცელ­და, რო­დე­საც ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ამ ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვა­თა კლას­ტე­რი და­ა­ფიქ­სი­რა. საქ­მე­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია 2020 წლის პირ­ველ იან­ვარს ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მხარ­და­ჭე­რის გუნ­დი შექ­მნა. ჯან­მო ჩი­ნეთ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კლას­ტე­რის პნევ­მო­ნი­ის მი­ზე­ზის იდენ­ტი­ფი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, 10-12 იან­ვარს კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის­თვის პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ა­ვა­დე­ბის აფეთ­ქე­ბის სა­მარ­თა­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 10 იან­ვრის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, 11 იან­ვარს კი მათ უკვე ჰქონ­დათ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სის გე­ნო­მის შე­სა­ხებ. ჩი­ნეთს გა­რეთ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 13 იან­ვარს, ტა­ი­ლან­დში და­ფიქ­სირ­და. შემ­დეგ იყო ია­პო­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, 3 შემ­თხვე­ვა საფ­რან­გეთ­ში, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, და ა.შ...

19 იან­ვარს ჯან­მომ პირ­ვე­ლად გა­ახ­მა­უ­რა, რომ დად­გინ­და ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებს შო­რის ახლო კონ­ტაქ­ტის დროს ვირუ­სის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ დღეს კი მათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ. 27-28 იან­ვარს ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სი ჩი­ნეთს ეწ­ვია, სა­დაც ის და ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი შე­თან­ხმდნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­მოც­დი­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე ჩი­ნე­თის მხრი­დან. 29 იან­ვარს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნის დროს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის რჩე­ვა. გებ­რე­ი­ე­სუს­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბად 30 იან­ვარს გა­მო­ა­ცხა­და. ჯან­მო-ს ან­გა­რი­შით, 2020 წლის 30 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 7818 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო, უმე­ტე­სო­ბა ჩი­ნეთ­ში, ხოლო 82 შემ­თხვე­ვა - ჩი­ნე­თის გა­რეთ მდე­ბა­რე 18 ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო მათ შო­რის ჯერ არ შე­დი­ო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, 22 იან­ვარს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ვირუ­სის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია; 28 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და­ამ­ტკი­ცა; მომ­დევ­ნო დღეს, სა­ქარ­თვე­ლომ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა ჩი­ნეთ­თან.

  • თე­ბერ­ვა­ლი

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში

4 თე­ბერ­ვალს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში COVID-19-ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და­ი­წყო. მა­ნამ­დე სინ­ჯე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. 26 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­უ­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და. იმა­ვე დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირანს შო­რის ყვე­ლა სა­ხის მი­მოს­ვლა შე­წყდა; სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა ირან­თან 23 თე­ბერ­ვალს შე­ი­ზღუ­და.

2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მსოფ­ლი­ო­ში 80 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ჩი­ნე­თის შიგ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ქვეყ­ნის გა­რეთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებს კი პირ­ვე­ლად ჩა­მორ­ჩა.

  • მარ­ტი

შიდა გავ­რცე­ლე­ბა, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი და გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვის წე­სე­ბი

მარ­ტი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და, თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მკაც­რი თვე იყო. აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თვის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­ი­წყო: კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მოქ­მედ­მა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სკო­ლებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

პირ­ვე­ლი კლას­ტე­რი

6 მარტს მოხ­და პირ­ვე­ლი - ე.წ. "იტა­ლი­ის კლას­ტე­რის" იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შე­ჩერ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ას შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბი, მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბის­თვის კი 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი ან თვი­თი­ზო­ლა­ცია და­წეს­და.

მსოფ­ლიო პან­დე­მია

11 მარტს კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს 114 ქვე­ყა­ნა­ში იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 118 381 და გარ­დაც­ვა­ლე­ბის 4 292 შემ­თხვე­ვით. შე­დე­გად, COVID-19 მსოფ­ლიო პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და.

პირ­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა

მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და - ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა პი­რის მიერ, რო­მელ­საც ინ­ფექ­ცია 26 თე­ბერ­ვალს და­უდ­გინ­და, გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, 15 მარტს და­დას­ტურ­და.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი

16 მარტს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი შე­ზღუდ­ვა და რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღო, მათ შო­რის, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის და­ხურ­ვა; კა­ფე­ე­ბის, ბა­რე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის და მხო­ლოდ ე.წ. მი­ტა­ნის სერ­ვი­სის და­ტო­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცია; 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნის რე­კო­მენ­და­ცია; შე­ჩე­რე­ბუ­ლი მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის.

ორ დღე­ში კი, 18 მარტს, უცხო­ე­ლე­ბის­თვის მთლი­ა­ნად და­ი­კე­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი. მათ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლა ორი კვი­რით აეკ­რძა­ლათ. ამა­ვე დღეს აიკ­რძა­ლა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა;

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 19 მარტს, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა (რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და) სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა და სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ზი­ა­რე­ბის წესი

მარ­ტის თვე­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­განს წარ­მო­ად­გენ­და, შე­ჩერ­დე­ბო­და თუ არა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა და რამ­დე­ნად გაგ­რძელ­დე­ბო­და სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ზი­ა­რე­ბის წესი. 20 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნოდ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მი­უ­ხე­და­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხი­სა, ეკ­ლე­სია ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას არ შე­ა­ჩე­რებ­და და არც სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ზი­ა­რე­ბის წესს შეც­ვლი­და.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა

21 მარტს, ერთი თვით ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და. შე­ი­ზღუ­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შეკ­რე­ბა, მა­ნი­ფეს­ტა­ცია და 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა; ასე­ვე, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა წე­სებ­სა და სან­ქცი­ებს რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის­თვის.

მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ჩა­კეტ­ვა

23 მარტს მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი მკაცრ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, ვი­ნა­ი­დან მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი ქა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ზუს­ტი წყა­როს დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სპეც­რე­ი­სე­ბი

24 მარტს სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში გად­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. ამ დღეს გან­ხორ­ცი­ელ­და სპეც­რე­ი­სი ათე­ნი­დან 150 მგზავ­რით; მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში იყო რე­ი­სე­ბი ბერ­ლი­ნი­დან, პა­რი­ზი­დან, თე­ლა­ვი­ვი­დან, რო­მი­დან, ბარ­სე­ლო­ნა­დან, ვარ­შა­ვა­დან, მად­რი­დი­დან, პრა­ღი­დან და ა.შ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ­სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ­ჟა­მად, 2020 წლის 30 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ელ­ჩო­ებ­მა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 23 296 მო­ქა­ლა­ქეს აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა, სამ­შობ­ლო­ში კი 22 862 მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და.

დაკ­რძალ­ვის წე­სე­ბი

ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მედ გა­საც­ნო­ბი სი­ახ­ლე COVID 19-ის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაკ­რძალ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იყო, რო­მე­ლიც NCDC-მ შე­ი­მუ­შა­ვა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის 25 მარ­ტის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლურ გვა­მის ჩან­თა­ში უნდა მო­თავ­სე­ბუ­ლი­ყო, მომ­ხდა­რი­ყო გვა­მის და ჩან­თის ზე­და­პი­რის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა, სა­სახ­ლე­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლის ჩან­თის გახ­სნა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი კი 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­მარ­ხუ­ლი­ყო.

შიდა გავ­რცე­ლე­ბა

28 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბის და­ი­წყო - კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამი პა­ცი­ენ­ტის პირ­ველ­წყა­როს დად­გე­ნა არ ხერ­ხდე­ბო­და.

ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი და კო­მენ­დან­ტის საათ

თვის ბოლო დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი ამოქ­მედ­და. გა­მო­ცხად­და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე. სრუ­ლად აიკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­საშ­ვე­ბი დარ­ჩა მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მგზავ­რო­ბა, სა­დაც 3 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის და აფ­თი­ა­ქის გარ­და, სა­დაც 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო, აიკ­რძა­ლა 3-ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა; სახ­ლი­დან გას­ვლა აეკ­რძა­ლათ 70 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და. სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო დიდ ქა­ლა­ქებ­ში. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ტა­რე­ბა.

  • აპ­რი­ლი

გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბი

ეკო­ნო­მი­კის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა

პირ­ველ აპ­რილს, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი­დან ეკო­ნო­მი­კის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის­თვის 2 მი­ლი­არ­დი ლარი გა­მო­ი­ყო. მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც 200 კვტ-ზე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და 200 კუ­ბურ მეტრზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს მო­იხ­მარ­დნენ, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი სრუ­ლად და­უ­ფი­ნანსდე­ბო­დათ.

ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მი

დამ­ტკიც­და COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მი, რომ­ლის თა­ნახ­მად ტეს­ტი­რე­ბას, სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, უკვე და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხე­ლე­ბის სიმპტო­მე­ბით და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი. ახა­ლი ალ­გო­რით­მი, PCR მე­თო­დით ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გარ­და, ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და ან­ტი­გე­ნებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და­წყე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა

4 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მძი­მე სი­ახ­ლეს გა­ეც­ნო - ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ის 79 წლის ქალი იყო "მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან", რო­მელ­საც თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და.

ქარ­თუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბი

8 აპ­რილს და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში გა­ყიდ­ვა.

ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა

9 აპ­რილს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში გლო­ბა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს 183 მლნ ევ­რო­ზე მეტ თან­ხას გა­მო­უ­ყოფ­და. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და ტეს­ტი­რე­ბა COVID-19-ზე: პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ხან­დაზ­მულ­თა სა­დღე­ღა­მი­სო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სტა­ცი­ო­ნა­რულ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მათ შო­რის, მო­ნას­ტრებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

9 აპ­რილს გავ­რცელ­და სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლიც; და და­ი­წყო აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის ეტა­პობ­რი­ვად და­ხურ­ვა.

10 აპ­რილს ლენ­ტე­ხი ჩა­ი­კე­ტა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ ჯან­დაც­ვის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ი­ღო, მას შემ­დეგ, რაც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის 5 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ამას მა­ლე­ვე - 12 აპ­რილს მოჰ­ყვა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ქო­ბუ­ლე­თის ოთხი სოფ­ლის: გვა­რას, მუ­ხა­ეს­ტა­ტეს, წყავ­როვ­კას და ლეღ­ვას ჩა­კეტ­ვა. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლე­ბის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის გამო მი­ი­ღო, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში დიდი კლას­ტე­რი და შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს

14 აპ­რილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან წლის ბო­ლომ­დე 447 მლნ დო­ლარს მი­ი­ღებს, ისე­ვე, რო­გორც 1.5 მლრდ დო­ლა­რის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის მხრი­დან.

ახა­ლი აკ­რძალ­ვე­ბი

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 15 აპ­რი­ლი­დან, 21:00 სა­ა­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ ქა­ლაქ­ში: თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, შეს­ვლა-გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლა.

16 აპ­რი­ლის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, 17 აპ­რი­ლის დღის 12:00 სა­ა­თი­დან 21 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ქვე­ყა­ნა­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლა.

აპ­ლი­კა­ცია

16 აპ­რილს შე­იქ­მნა აპ­ლი­კა­ცია STOP COVID, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გა­ი­გოს, COVID 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირ­თან კონ­ტაქ­ტში თუ იმ­ყო­ფე­ბო­და.

აღ­დგო­მა

რო­გორც 16 აპ­რილს გახ­და ცნო­ბი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­პატ­რი­არ­ქო შე­თან­ხმდნენ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­დგო­მის ლი­ტურ­გი­ას მრევ­ლი და­ეს­წრე­ბო­და. ამას­თან, ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო ღო­ნის­ძი­ე­ბა (წირ­ვა-ლოც­ვა; ზი­ა­რე­ბა) ჩა­ტარ­დე­ბო­და.

17 აპ­რი­ლი­დან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და; სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და.

21-22 აპ­რილს, მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენტს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის 22 მა­ი­სამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 22 მა­ი­სამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა

24 აპ­რილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა წა­რად­გი­ნა. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას და ბიზ­ნე­სის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავ­და.

27 აპ­რი­ლის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, მათ შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

  • მა­ი­სი

შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა

5 მა­ი­სი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი გა­უქ­მდა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გახ­სნის გეგ­მის მე­ო­რე ეტა­პი ამოქ­მედ­და; ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა; იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­მა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ცენ­ტრებ­მა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლეს; ეტა­პობ­რი­ვად იხ­სნე­ბო­და აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბიც.

11 მა­ისს თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა; ამა­ვე დღეს გა­იხ­სნა ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბა; სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზი­ე­ბი, რო­მელ­საც შე­სას­ვლე­ლი ქუ­ჩი­დან აქვს, გარ­და ტან­საც­მლის და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა.

14 მა­ი­სი­დან რუს­თავ­სა და გარ­და­ბან­ში შეს­ვლა-გა­მოს­ვლა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა; 18 მა­ი­სი­დან კი ეს შე­ზღუდ­ვა მარ­ნე­ულ­შიც მო­იხ­სნა; ასე­ვე 18 მა­ისს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა. ამას­თან, 3-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მდა.

23 მა­ი­სი­დან ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­უქ­მდა.

ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში

22 მა­ისს, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას დრო­ე­ბით სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­რე­შეც მი­ე­ცა, რაც გა­და­ად­გი­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­კუთ­რე­ბის, თავ­შეყ­რის და სხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას გუ­ლის­ხმობ­და.

დარ­ჩე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი

23 მა­ი­სის შემ­დეგ ძა­ლა­ში დარ­ჩა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო: და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა; სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა; სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი შე­ზღუ­დუ­ლი დარ­ჩა; რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბა არ და­იშ­ვა; შე­ზღუ­დუ­ლი დარ­ჩა სას­ტუმ­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით ვაჭ­რო­ბა; სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და მო­ლე­ბი არ გახ­სნი­ლა; სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი დარ­ჩა.

ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა

29 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ტრან­სპორ­ტმა გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და და მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და. ავ­ტო­ბუ­სებ­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში კონ­დი­ცი­რე­ბა აიკ­რძა­ლა.

ამა­ვე დღეს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა და­ამ­ტკი­ცა. ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა სექ­ტო­რი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო.

  • ივ­ნი­სი

მოხ­სნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი

ზა­ფხუ­ლი, რო­გორც ყვე­ლას გვახ­სოვს, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პე­რი­ო­დი იყო - რაც შემ­დეგ ბევ­რმა ექ­სპერ­ტმა შეც­დო­მად შე­ა­ფა­სა. ეს პრო­ცე­სი პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც გა­იხ­სნა: ყვე­ლა სა­ხის ღია მა­ღა­ზია, მო­ლე­ბი; ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი და ღია სივ­რცის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბი.

8 ივ­ნი­სი­დან სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა აღ­დგა; რეს­ტორ­ნე­ბი სრუ­ლად ამუ­შავ­და; გა­იხ­სნა სას­ტუმ­რო­ე­ბი.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი

9 ივ­ნი­სის გა­ნი­სა­ზღვრა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე დაშ­ვე­ბის პი­რო­ბე­ბი. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო წე­სე­ბის დაც­ვა, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, PCR ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, მისი გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბი­სა და გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხებს და ა.შ.

პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი

12 ივ­ნისს, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად: პან­დე­მი­ის ან/და ეპი­დე­მი­ის დროს და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 20 ლა­რით, და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში კი პირ­ბა­დის არმ­ქო­ნე პი­რის დაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იუ­რი­დი­უ­ლი პირი 500 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. პან­დე­მი­ის ან/და ეპი­დე­მი­ის დროს პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­თა და ტაქ­სით მგზავ­რო­ბის დრო­საც. "იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის" დარ­ღვე­ვის­თვის, (მაგ., 10-ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რის შე­ზღუდ­ვა) ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის 2 000-ლა­რი­ა­ნი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის კი 10 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

15 ივ­ნისს ის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბო­და. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბო­და: 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ზე; იმ პი­რებ­ზე, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ შე­ეძ­ლოთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა; შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე.

15 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა გა­ნა­ახ­ლა; 19 ივ­ნისს, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღია სივ­რცე­ში სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე სა­თავ­გა­და­სავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­საშ­ვე­ბი გახ­და.

  • ივ­ლი­სი

გახ­სნი­ლი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე

1 - ლი ივ­ლი­სი­დან, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრე­ბი გა­უხ­სნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებ­და, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი შეს­რულ­დე­ბო­და.

შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის გაგ­რძე­ლე­ბა

6 ივ­ლი­სი­დან კი­დევ რამ­დე­ნი­მე შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა. და­საშ­ვე­ბი გახ­და: ტრე­ნინ­გე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­შიც; ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ღია სივ­რცე­ში; გა­იხ­სნა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

საბ­ჭომ ასე­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ გა­იხ­სნე­ბო­და ის სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი და სპორტდარ­ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­ცი­ებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ.

8 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლომ გერ­მა­ნი­ას, საფ­რან­გეთს და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებს - ლატ­ვი­ას, ლი­ე­ტუ­ვას და ეს­ტო­ნეთს სა­ზღვა­რი უპი­რო­ბოდ გა­უხ­სნა. უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზი­ტის მერე დაბ­რუ­ნე­ბი­სას 14-დღი­ან კა­რან­ტინს ისევ გა­დი­ოდ­ნენ.

13 ივ­ლი­სი­დან და­საშ­ვე­ბი გახ­და: და­ხუ­რულ სივ­რცე­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; ღია სივ­რცე­ში კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­იშ­ვე­ბა არა­უ­მე­ტეს 200 ადა­მი­ა­ნი­სა.

20 ივ­ლი­სი­დან ღია სივ­რცე­ში ნე­ბის­მი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი, მათ შო­რის სა­დღე­სას­წა­უ­ლო და რი­ტუ­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი გახ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 100 ადა­მი­ანს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვა

24 ივ­ლისს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და და მის შე­სას­ვლელ­სა და გა­სას­ვლელ­ში სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო.

ამ პე­რი­ო­დის­თვის ქვე­ყა­ნა­ში წინა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა. ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID - 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1104 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, 16 ადა­მი­ა­ნი კი - გარ­დაც­ვლი­ლი.

თურ­ქეთ­ში მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა

27 ივ­ლისს, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ გა­აჟ­ღე­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დამ­საქ­მებ­ლის­გან გა­ცე­მუ­ლი 3-თვი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლას შეძ­ლებ­დნენ.

  • აგ­ვის­ტო

10 აგ­ვის­ტოს დაბა მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და. მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლა. ამას­თან, მეს­ტი­ის სოფ­ლებს შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და.

ამა­ვე დღეს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი გა­უქ­მდა.

12 აგ­ვის­ტო­დან, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­რან­ტი­ნი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვადა 2 დღით შემ­ცირ­და - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში, ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დრო 14-დან 12 დღემ­დე შემ­ცირ­და.

19 აგ­ვის­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ზღვის­პი­რეთ­ში COVID-19-ზე ტეს­ტი­რე­ბე­ბის წრე გა­ფარ­თოვ­და. მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებს კაფე-ბა­რე­ბის, კლუ­ბე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი და­ე­მა­ტათ.

21 აგ­ვის­ტოს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა მეს­ტი­ი­სა და ლენ­ჯე­რის გარ­და, სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მდა.

  • სექ­ტემ­ბე­რი

პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღის და­სა­წყი­სი

2 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა დაბა მეს­ტია და ლენ­ჯე­რიც. თუმ­ცა მა­ინც, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის გამო, შე­მოდ­გო­მი­დან ისევ და­ი­წყო შე­ზღუდ­ვე­ბის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა.

15 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის ვადა 12-დან 8 დღემ­დე შემ­ცირ­და. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და რე­ზი­დენ­ტებს ბოლო 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტის პა­სუ­ხი უნდა წარ­მო­ედ­გი­ნათ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის აკ­რძალ­ვა

საბ­ჭოს 9 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ზო­მე­ბი გამ­კაცრ­და და 10 სექ­ტემ­ბრი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა აიკ­რძა­ლა.

კერ­ძოდ:

ასე­ვე გა­და­წყდა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში უმ­კურ­ნა­ლებ­დნენ.

სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. 10 სექ­ტემ­ბერს, Covid 19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 57 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყო.

საბ­ჭომ მი­მარ­თა წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს, მა­გა­ლი­თად, 10 სექ­ტემ­ბერს ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ორ­ბელ­სა და ლა­ჯა­ნა­ში სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო.

რო­გორც ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში, 15 სექ­ტემ­ბრი­დან დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყო სწავ­ლა სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში თბი­ლის­სა და მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში - ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, ზუგ­დიდ­სა და ფოთ­ში.

22 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 24 სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი - 218 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და.

სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა­ზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა ზრდის გამო, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ზო­მე­ბი ლატ­ვი­ამ და ლი­ე­ტუ­ვა­მაც გა­ამ­კაც­რეს და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი მგზავ­რე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გავ­ლა და­ა­წე­სეს.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა

24 სექ­ტემ­ბერს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ზუგ­დიდ­ში საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში სწავ­ლა მხო­ლოდ I-VI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­ნახ­ლდე­ბო­და; ფოთ­სა და გორ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ყვე­ლა კლა­სის მოს­წავ­ლის­თვის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლდე­ბო­და; აჭა­რის სკო­ლებ­ში კი პრო­ცე­სი კვლავ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ზუგ­დიდ­ში უმაღ­ლეს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში კვლავ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლა შე­ნარ­ჩუნ­და.

შე­ზღუდ­ვე­ბი გამ­კაცრ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში. რე­გი­ონ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა და გა­და­წყდა, რომ რეს­ტორ­ნე­ბი მხო­ლოდ 22:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებ­დნენ.

28 სექ­ტემ­ბერს კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 5 552-ს მი­აღ­წია, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა 12 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

  • ოქ­ტომ­ბე­რი

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი

გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყდა, რომ, 16 ოქ­ტომ­ბრი­დან, თბი­ლის­სა და იმე­რეთ­ში, რეს­ტორ­ნე­ბი და სხვა გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ღა­მოს 10 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. 20 ოქ­ტომ­ბრი­დან, შე­ზღუდ­ვამ მო­იც­ვა რეს­ტორ­ნე­ბი მცხე­თა­შიც.

21 ოქ­ტომ­ბერს შე­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი: სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის PCR ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის ნაც­ვლად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ.

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­დი­დღე უა­რეს­დე­ბო­და და 21 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 21 208 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 172 გარ­და­იც­ვა­ლა.

სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

COVID-19-ის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­დატ­ვირ­თვის გამო, და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის გავ­ლა სახ­ლში და­ი­წყეს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვის დროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

  • ნო­ემ­ბე­რი

2-თვი­ა­ნი გეგ­მა

4 ნო­ემ­ბრი­დან პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ღია სივ­რცე­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. 3 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რეს­ტორ­ნე­ბი 22:00 მხო­ლოდ სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებ­დნენ. მა­ნამ­დე ეს შე­ზღუდ­ვა, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, მცხე­თა­სა და ბა­თუმ­ში მოქ­მე­დებ­და.

4 ნო­ემ­ბრი­დან 25 ნო­ემ­ბრამ­დე, თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ქუ­თა­ი­სის, თე­ლა­ვის, ზუგ­დი­დის, ზეს­ტა­ფო­ნის, გო­რის, ფო­თის, მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის სკო­ლებ­ში, სწავ­ლა დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბო­და, ისე­ვე, რო­გორც აჭა­რა­ში.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 9 ნო­ემ­ბრი­დან დიდ ქა­ლა­ქებ­ში - თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, რუს­თა­ვი, ზუგ­დი­დი, გორი, ფოთი - 22:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე, გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­გორც ქვე­ი­თად, ისე - სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, აიკ­რძა­ლა. შე­ზღუდ­ვა არ გავ­რცელ­და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლის­ზე.

9 ნო­ემ­ბრი­დან ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­ვი­და 22:00 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის გარ­და. თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, რუს­თავ­ში, ზუგ­დიდ­ში, გორ­სა და ფოთ­ში რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი, ისე კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა.

შე­ზღდუ­ვე­ბის 2-თვი­ა­ნი გეგ­მა

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ შე­ზღუდ­ვე­ბის 2-თვი­ა­ნი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც 28 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო. გეგ­მა მო­ი­ცავს:

  • დე­კემ­ბე­რი

გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა

2 დე­კემ­ბერს, შე­ზღუდ­ვე­ბის 2-თვი­ა­ნი გეგ­მის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა, რაც დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათა­სი ტეს­ტის გა­კე­თე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის რე­ჟი­მი - მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც არ აქვს PCR ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, აღარ გა­და­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­რო­ში, არა­მედ, მას უწევს თვი­თი­ზო­ლა­ცია 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას წარ­მო­ად­გე­ნენ ბოლო 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტის უარ­ყო­ფით პა­სუხს, ისი­ნი თვი­თო­ზო­ლა­ცი­ა­ში 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან.

შე­ზღუდ­ვე­ბის დრო­ე­ბი­თი გა­უქ­მე­ბა

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, არ გა­იხ­სნე­ბა ბაზ­რო­ბე­ბი.

24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით, დიდ ქა­ლა­ქებ­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ, თუმ­ცა და­წეს­და და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად ის, რომ მა­ღა­ზი­ე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ დი­ლის 07:00დან 19:00 სა­ა­თამ­დე; ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ებ­ში არ იმუ­შა­ვებს გა­სახ­დე­ლე­ბი და ა.შ.

სას­ტუმ­რო­ე­ბის რეს­ტორ­ნე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ მხო­ლოდ 21:00 სა­ა­თამ­დე, ხოლო 21:00-დან დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ნო­მერ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე ძა­ლა­ში რჩე­ბა, რო­გორც ქვე­ი­თად, ისე ავ­ტო­მო­ბი­ლით. გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე (31 დე­კემ­ბრის ღამე) და შო­ბის ღამე (6 იან­ვრის ღამე).

  • რას ვე­ლო­დე­ბით?

ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლიო - და მის­გან მხო­ლოდ ნა­წილს აქვს ამა­ზე უკვე წვდო­მის პრი­ვი­ლე­გია, - სა­ქარ­თვე­ლოც უმ­თავ­რე­სად ერთ რა­მეს - კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას ელის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას გა­ზა­ფხუ­ლის­თვის აა­ნონ­სე­ბენ, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, ეს ახლა არა­ლე­ა­რის­ტუ­რია, ვი­ნა­ი­დან მთავ­რო­ბას ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე აქამ­დე უნდა ეზ­რუ­ნა. მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს COVAX პლატ­ფორ­მას­თან, ისე­ვე, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან და ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­თან, რათა ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე მი­ი­ღოს.

ასეა თუ ისე, იმე­დია, რომ 2020 წლის პირ­ბა­დეს, რო­გორც წლის სიმ­ბო­ლოს, 2021 წელი ვაქ­ცი­ნით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათი
2

სიმართლე თქვა ბ-ნმა იმნაძემ კუბოებზე რომ თქვა.ბევრმა არ დაიშურა "ლამაზი" სიტყვები ამ დიდებული ინფექციონისტისთვის,მაგრამ ყველა ვხედავთ რომ მისი სიტყვები გამართლდა, ბევრი დაღუპა ვირუსმა. გაფრთხილება საჭიროა და ეს უნდა მივიღოთ როგორც გადარჩენის ერთ-ერთ ნაწილად . 

rasa
10

გაზაფხულისთვის კი არა, 2024 წლის ოცნების საარჩევნო პროგრამისთვის გადადებს ბიძინა 'უფასო ვაქცინას'. მანამდე ასე ვიქნებით მგონი ჩაკეტვა-გაღებაში 

ავტორი:

კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...

კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...

"კარანტინი", "სოციალური დისტანცია", "კლასტერი", "პანდემია", "პლატო", "პიკი", "საწოლფონდი" და ა.შ. - ეს ის სიტყვებია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში არავისთვის ყოფილა აქტუალური, თუმცა წელიწადის მიმდინარეობამ ისინი მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობის ლექსიკაში უპირველეს ადგილზე გადაიყვანა.

ამ წელს, 21-ე საუკუნეში პირველად, ვიხილეთ ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების დაცარიელებული ქუჩები, ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზრობიდან გავრცელებული დაავადებით ინფიცირებული პაციენტების ბრძოლა და გამარჯვება თუ დამარცხება ჟანგბადის ნაკლებობასთან, სასოწარკვეთილი, დამცავ აღჭურვილობაში შეფუთული ექიმები და პირბადეების საათობით კეთებისგან მათი დასერილი სახეები...

სიტყვები, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის 2020 წელს ხაზად გასდევდა, იყო: "ვეღარ დავითვლით კუბოებს", "დავრჩეთ სახლში", "თქვენ არ იცით, როგორ იხრჩობიან ადამიანები". თავდაპირველ პანიკასა და სრულ კარანტინს კორონავირუსთან ბრძოლის საგრძნობლად შემსუბუქება, შემდეგ კი, დაავადების მეორე, უფრო მწვავე ტალღა მოჰყვა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.

29 დეკემბრის მონაცემებით, ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 188 408 გამოჯანმრთელებული და 2 182 გარდაცვლილი.

AMBEBI.GE გთავაზობთ მთლიან, ზოგად შეჯამებას იმისა, თუ როგორ იწყებდა საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას, რა გზა გამოიარა მთლიანი 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ და როგორ სრულდება სიმბოლურად, ნაკიანი წელიწადის 12 თვე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

  • იანვარი

კორონავირუსი საქართველომდე

კორონავირუსის შესახებ პირველი ცნობა 2019 წლის 31 დეკემბერს გავრცელდა, როდესაც ჩინეთის ქალაქ უხანის მუნიციპალურმა ჯანდაცვის კომისიამ ვირუსული პნევმონიის შემთხვევათა კლასტერი დააფიქსირა. საქმეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის პირველ იანვარს ჩაერთო, რომელმაც ინციდენტების მენეჯმენტის მხარდაჭერის გუნდი შექმნა. ჯანმო ჩინეთში აღნიშნული კლასტერის პნევმონიის მიზეზის იდენტიფირებაზე მუშაობდა, 10-12 იანვარს კი სხვადასხვა ქვეყნისთვის პირველად გამოაქვეყნა დაავადების აფეთქების სამართავი რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის შესახებ პირველად 10 იანვრის პრესკონფერენციაზე ისაუბრა, 11 იანვარს კი მათ უკვე ჰქონდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან მიღებული ინფორმაცია ვირუსის გენომის შესახებ. ჩინეთს გარეთ პირველი შემთხვევა 13 იანვარს, ტაილანდში დაფიქსირდა. შემდეგ იყო იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, 3 შემთხვევა საფრანგეთში, პირველი შემთხვევები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, და ა.შ...

19 იანვარს ჯანმომ პირველად გაახმაურა, რომ დადგინდა ინფორმაცია ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს ვირუსის გადადების შესახებ, შემდეგ დღეს კი მათ რეკომენდაციები გამოაქვეყნეს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობდნენ. 27-28 იანვარს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთს ეწვია, სადაც ის და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე კორონავირუსის შეკავების მიმართულებით და გამოცდილების, ინფორმაციისა და ბიოლოგიური მასალის გაზიარებაზე ჩინეთის მხრიდან. 29 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად გაავრცელა სახლში მკურნალობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის დროს პირბადის ტარების რჩევა. გებრეიესუსმა ახალი კორონავირუსის აფეთქება ჯანდაცვის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად 30 იანვარს გამოაცხადა. ჯანმო-ს ანგარიშით, 2020 წლის 30 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 7818 დადასტურებული შემთხვევა იყო, უმეტესობა ჩინეთში, ხოლო 82 შემთხვევა - ჩინეთის გარეთ მდებარე 18 ქვეყანაში. საქართველო მათ შორის ჯერ არ შედიოდა.

რაც შეეხება საქართველოს, 22 იანვარს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პირველად ჩატარდა ვირუსის შესახებ პრესკონფერენცია; 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა; მომდევნო დღეს, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა ჩინეთთან.

  • თებერვალი

კორონავირუსის შემოსვლა საქართველოში

4 თებერვალს ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ის დიაგნოსტირება დაიწყო. მანამდე სინჯები სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში იგზავნებოდა. 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იმავე დღეს, საქართველოსა და ირანს შორის ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა; საჰაერო მიმოსვლა ირანთან 23 თებერვალს შეიზღუდა.

2020 წლის 25 თებერვალს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 80 000-ს გადააჭარბა, ჩინეთის შიგნით დაფიქსირებული შემთხვევები ქვეყნის გარეთ დადასტურებულებს კი პირველად ჩამორჩა.

  • მარტი

შიდა გავრცელება, საყოველთაო კარანტინი და გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები

მარტი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და, თუ შეიძლება ითქვას, მკაცრი თვე იყო. აქტიური ბრძოლა ინფექციის წინააღმდეგ თვის პირველივე დღეს დაიწყო: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა სამთავრობო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში.

პირველი კლასტერი

6 მარტს მოხდა პირველი - ე.წ. "იტალიის კლასტერის" იდენტიფიცირება, შეჩერდა საქართველოსა და იტალიას შორის პირდაპირი ავიარეისები, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის კი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

მსოფლიო პანდემია

11 მარტს კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული, დაინფიცირების 118 381 და გარდაცვალების 4 292 შემთხვევით. შედეგად, COVID-19 მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა.

პირველი გამოჯანმრთელება

მარტში საქართველოში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ვირუსის დამარცხება პირის მიერ, რომელსაც ინფექცია 26 თებერვალს დაუდგინდა, განმეორებითი ტესტის საფუძველზე, 15 მარტს დადასტურდა.

რეგულაციები

16 მარტს საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ახალი შეზღუდვა და რეკომენდაცია მიიღო, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების დახურვა; კაფეების, ბარებისა და რესტორნებისთვის მომსახურების შეზღუდვის და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისის დატოვების რეკომენდაცია; 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია; შეჩერებული მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის.

ორ დღეში კი, 18 მარტს, უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტა საქართველოს საზღვრები. მათ სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა ორი კვირით აეკრძალათ. ამავე დღეს აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება 19 მარტს, ქვეყანაში ყველა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

ღვთისმსახურება და საერთო კოვზიდან ზიარების წესი

მარტის თვეში საზოგადოებრივი ინტერესის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანს წარმოადგენდა, შეჩერდებოდა თუ არა ღვთისმსახურება და რამდენად გაგრძელდებოდა საერთო კოვზიდან ზიარების წესი. 20 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა, ეკლესია ღვთისმსახურებას არ შეაჩერებდა და არც საერთო კოვზიდან ზიარების წესს შეცვლიდა.

საგანგებო მდგომარეობა

21 მარტს, ერთი თვით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებდა სხვა წესებსა და სანქციებს რეჟიმის დარღვევისთვის.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა

23 მარტს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი პაციენტი ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

სპეცრეისები

24 მარტს საქართველომ საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში გადმოყვანის მიზნით, სპეციალური რეისების განხორციელება დაიწყო. ამ დღეს განხორციელდა სპეცრეისი ათენიდან 150 მგზავრით; მომდევნო თვეებში იყო რეისები ბერლინიდან, პარიზიდან, თელავივიდან, რომიდან, ბარსელონადან, ვარშავადან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ამჟამად, 2020 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 23 296 მოქალაქეს აღმოუჩინეს დახმარება, სამშობლოში კი 22 862 მოქალაქე დაბრუნდა.

დაკრძალვის წესები

ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასაცნობი სიახლე COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები იყო, რომელიც NCDC-მ შეიმუშავა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანების თანახმად, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი სპეციალურ გვამის ჩანთაში უნდა მოთავსებულიყო, მომხდარიყო გვამის და ჩანთის ზედაპირის დეზინფიცირება, სასახლეში ჩასვენებულის ჩანთის გახსნა აკრძალული იყო, მიცვალებული კი 72 საათის განმავლობაში უნდა დამარხულიყო.

შიდა გავრცელება

28 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების დაიწყო - კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყაროს დადგენა არ ხერხდებოდა.

ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათ

თვის ბოლო დღეს, საქართველოში, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და დასაშვები დარჩა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა, სადაც 3 ადამიანზე მეტის ყოფნა დაუშვებელი იყო. სასურსათო მაღაზიების და აფთიაქის გარდა, სადაც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იყო, აიკრძალა 3-ზე მეტი პირის თავშეყრა; სახლიდან გასვლა აეკრძალათ 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საკონტროლო პუნქტები მოეწყო დიდ ქალაქებში. მოქალაქეებისთვის აუცილებელი გახდა გადაადგილებისას პირადობის მოწმობის ტარება.

  • აპრილი

გარდაცვალების პირველი შემთხვევა და წერტილოვანი ჩაკეტვები

ეკონომიკის და მოქალაქეების დახმარება

პირველ აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან ეკონომიკის და მოქალაქეების პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებოდათ.

ტესტირების ახალი ალგორითმი

დამტკიცდა COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი, რომლის თანახმად ტესტირებას, სიმპტომური პაციენტების გარდა, უკვე დაექვემდებარებოდნენ პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები. ახალი ალგორითმი, PCR მეთოდით ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარდა, ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების დაწყებასაც ითვალისწინებდა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა

4 აპრილს საქართველოს საზოგადოება მძიმე სიახლეს გაეცნო - ქვეყანაში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ის 79 წლის ქალი იყო "მარნეულის კლასტერიდან", რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ქართული პირბადეები

8 აპრილს დაიწყო საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეების სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა.

ევროკავშირის დახმარება

9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფდა. ასევე ცნობილი გახდა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც უპირველეს ყოვლისა ჩაუტარდებოდა ტესტირება COVID-19-ზე: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

9 აპრილს გავრცელდა სახლში მკურნალობის პროტოკოლიც; და დაიწყო აგრარული ბაზრების ეტაპობრივად დახურვა.

10 აპრილს ლენტეხი ჩაიკეტა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ჯანდაცვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამას მალევე - 12 აპრილს მოჰყვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქობულეთის ოთხი სოფლის: გვარას, მუხაესტატეს, წყავროვკას და ლეღვას ჩაკეტვა. საკოორდინაციო საბჭომ ქობულეთის სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქობულეთში დიდი კლასტერი და შიდა გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.

ფინანსური დახმარება საქართველოს

14 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან წლის ბოლომდე 447 მლნ დოლარს მიიღებს, ისევე, როგორც 1.5 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო დონორების მხრიდან.

ახალი აკრძალვები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, შესვლა-გამოსვლა აიკრძალა.

16 აპრილის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა.

აპლიკაცია

16 აპრილს შეიქმნა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში თუ იმყოფებოდა.

აღდგომა

როგორც 16 აპრილს გახდა ცნობილი, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრებოდა. ამასთან, ყველა საეკლესიო ღონისძიება (წირვა-ლოცვა; ზიარება) ჩატარდებოდა.

17 აპრილიდან, დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა; სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.

21-22 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. 6 თვის განმავლობაში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებდა. ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.

27 აპრილის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა.

  • მაისი

შეზღუდვების შემსუბუქება

5 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპი ამოქმედდა; ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს; ეტაპობრივად იხსნებოდა აგრარული ბაზრებიც.

11 მაისს თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; ამავე დღეს გაიხსნა ყველა სახის წარმოება; საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა.

14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; 18 მაისიდან კი ეს შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნა; ასევე 18 მაისს სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. ამასთან, 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი გაუქმდა.

ცვლილება კანონში

22 მაისს, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობას დროებით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც მიეცა, რაც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის და სხვა უფლებების შეზღუდვას გულისხმობდა.

დარჩენილი შეზღუდვები

23 მაისის შემდეგ ძალაში დარჩა გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, სავალდებულო იყო: დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა; სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული დარჩა; რესტორნებსა და ბარებში ადგილზე მომსახურება არ დაიშვა; შეზღუდული დარჩა სასტუმროების ფუნქციონირება, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა; სავაჭრო ცენტრები და მოლები არ გახსნილა; სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და მსგავსი ღონისძიებები აკრძალული დარჩა.

ტრანსპორტის აღდგენა

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა და მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდა. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიცირება აიკრძალა.

ამავე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო რეკომენდაციების შესახებ ბრძანება დაამტკიცა. ზოგადი რეკომენდაციების შესრულება ყველა სექტორისათვის სავალდებულო იყო.

  • ივნისი

მოხსნილი შეზღუდვები

ზაფხული, როგორც ყველას გვახსოვს, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდი იყო - რაც შემდეგ ბევრმა ექსპერტმა შეცდომად შეაფასა. ეს პროცესი პირველი ივნისიდან დაიწყო, როდესაც გაიხსნა: ყველა სახის ღია მაღაზია, მოლები; ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა; რესტორნები სრულად ამუშავდა; გაიხსნა სასტუმროები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

9 ივნისის განისაზღვრა ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პირობები. საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იყო წესების დაცვა, რაც უკავშირდებოდა მაგალითად, აბიტურიენტის მაღალ ტემპერატურას, PCR ტესტის ჩატარების აუცილებლობას, მისი გამოცდაზე დაშვებისა და განთავსების საკითხებს და ა.შ.

პირბადის ტარების წესი

12 ივნისს, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესული ცვლილების თანახმად: პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, დახურულ საჯარო სივრცეში კი პირბადის არმქონე პირის დაშვების შემთხვევაში იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. "იზოლაციისა და კარანტინის წესების" დარღვევისთვის, (მაგ., 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვა) ფიზიკური პირისთვის 2 000-ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

15 ივნისს ის დახურული სივრცეები განისაზღვრა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნებოდა. ეს ვალდებულება არ ვრცელდებოდა: 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე; იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ პირბადის ტარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

15 ივნისიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა; 19 ივნისს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები დასაშვები გახდა.

  • ივლისი

გახსნილი საჰაერო სივრცე

1 - ლი ივლისიდან, ევროკავშირმა საქართველოს საჰაერო საზღვრები გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირველი ივლისიდან ტურისტების მიღებას აპირებდა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ თვის განმავლობაში მხოლოდ ჩარტერული რეისები შესრულდებოდა.

შეზღუდვების მოხსნის გაგრძელება

6 ივლისიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. დასაშვები გახდა: ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც; ატრაქციონების ფუნქციონირება ღია სივრცეში; გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ გაიხსნებოდა ის საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც რეგულაციებს დააკმაყოფილებდნენ.

8 ივლისს საქართველომ გერმანიას, საფრანგეთს და ბალტიის ქვეყნებს - ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის მერე დაბრუნებისას 14-დღიან კარანტინს ისევ გადიოდნენ.

13 ივლისიდან დასაშვები გახდა: დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება; ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

20 ივლისიდან ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო და რიტუალური ღონისძიებების ჩატარება ნებადართული გახდა. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა 100 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

წერტილოვანი შეზღუდვა

24 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა და მის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ამ პერიოდისთვის ქვეყანაში წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1104 შემთხვევა იყო დადასტურებული, 16 ადამიანი კი - გარდაცვლილი.

თურქეთში მუშაობის ნებართვა

27 ივლისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გააჟღერა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებდნენ.

  • აგვისტო

10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ამასთან, მესტიის სოფლებს შორის გადაადგილება შეიზღუდა.

ამავე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა.

12 აგვისტოდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა - მოქალაქეებისთვის როგორც სავალდებულო კარანტინში, ასევე თვითიზოლაციაში ყოფნის დრო 14-დან 12 დღემდე შემცირდა.

19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით ზღვისპირეთში COVID-19-ზე ტესტირებების წრე გაფართოვდა. მიზნობრივ ჯგუფებს კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი დაემატათ.

21 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა.

  • სექტემბერი

პანდემიის მეორე ტალღის დასაწყისი

2 სექტემბერს გაიხსნა დაბა მესტია და ლენჯერიც. თუმცა მაინც, აგვისტოს ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, შემოდგომიდან ისევ დაიწყო შეზღუდვებისკენ მიბრუნება.

15 სექტემბრიდან სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე შემცირდა. ასევე, საქართველოში შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარმოედგინათ.

სოციალური ღონისძიებების აკრძალვა

საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ზომები გამკაცრდა და 10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.

კერძოდ:

ასევე გადაწყდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს საკარანტინო სივრცეში უმკურნალებდნენ.

სექტემბრის პირველ ნახევარში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 10 სექტემბერს, Covid 19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

საბჭომ მიმართა წერტილოვან შეზღუდვებს, მაგალითად, 10 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

როგორც ბათუმსა და ქობულეთში, 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყო სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თბილისსა და მსხვილ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში.

22 სექტემბრის მონაცემებით, 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული - 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საერთაშორისო რეაქცია ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდაზე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ. ზომები ლატვიამ და ლიეტუვამაც გაამკაცრეს და საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა დააწესეს.

დისტანციური სწავლება

24 სექტემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ I-VI კლასის მოსწავლეებისთვის განახლდებოდა; ფოთსა და გორში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდებოდა; აჭარის სკოლებში კი პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კვლავ დისტანციური სწავლა შენარჩუნდა.

შეზღუდვები გამკაცრდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაწყდა, რომ რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებდნენ.

28 სექტემბერს კი, როდესაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 5 552-ს მიაღწია, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება 12 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

  • ოქტომბერი

განახლებული შეზღუდვები

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გადაწყდა, რომ, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მომხმარებლებს საღამოს 10 საათამდე მოემსახურებოდა. 20 ოქტომბრიდან, შეზღუდვამ მოიცვა რესტორნები მცხეთაშიც.

21 ოქტომბერს შეიცვალა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები: სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცათ.

სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღიდიდღე უარესდებოდა და 21 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის 172 გარდაიცვალა.

სახლში მკურნალობის რეკომენდაციები

COVID-19-ის მაღალი გავრცელების და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის გამო, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, პაციენტები მკურნალობის გავლა სახლში დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს რეკომენდაციები გამოაქვეყნა:

  • ნოემბერი

2-თვიანი გეგმა

4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 მხოლოდ საათამდე იმუშავებდნენ. მანამდე ეს შეზღუდვა, თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში მოქმედებდა.

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში, სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდებოდა, ისევე, როგორც აჭარაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით, აიკრძალა. შეზღუდვა არ გავრცელდა რამდენიმე გამონაკლისზე.

9 ნოემბრიდან ყველა ორგანიზაცია გადავიდა 22:00 საათამდე მუშაობაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გარდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.

შეზღდუვების 2-თვიანი გეგმა

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც 28 ნოემბრიდან დაიწყო. გეგმა მოიცავს:

  • დეკემბერი

გეგმის განხორციელება

2 დეკემბერს, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რაც დღიურად დაახლოებით 20 ათასი ტესტის გაკეთებას გულისხმობს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი - მოქალაქე, რომელსაც არ აქვს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადადის სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ, მას უწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ისინი თვითოზოლაციაში 8 დღის განმავლობაში იქნებიან.

შეზღუდვების დროებითი გაუქმება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება, მაგალითად, არ გაიხსნება ბაზრობები.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, თუმცა დაწესდა დამატებითი რეგულაციები, მაგალითად ის, რომ მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00დან 19:00 საათამდე; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები და ა.შ.

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე (31 დეკემბრის ღამე) და შობის ღამე (6 იანვრის ღამე).

  • რას ველოდებით?

ისევე, როგორც მთელი მსოფლიო - და მისგან მხოლოდ ნაწილს აქვს ამაზე უკვე წვდომის პრივილეგია, - საქართველოც უმთავრესად ერთ რამეს - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას ელის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ვაქცინის შემოტანას გაზაფხულისთვის აანონსებენ, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ეს ახლა არალეარისტურია, ვინაიდან მთავრობას ვაქცინების შემოტანაზე აქამდე უნდა ეზრუნა. მეორე მხრივ, ხელისუფლების ცნობით, მოლაპარაკები მიმდინარეობს COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

ასეა თუ ისე, იმედია, რომ 2020 წლის პირბადეს, როგორც წლის სიმბოლოს, 2021 წელი ვაქცინით ჩაანაცვლებს.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?