მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა
"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა

"რე­ა­ლუ­რი ბო­ი­კო­ტი შემ­დგა­რია და ამას ვერც "გირ­ჩი 2“ შეც­ვლის და ვერც ელი­საშ­ვი­ლის ერთი ად­გი­ლის თა­მა­ში", - ამის შე­სა­ხებ “ევრპუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში” გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ელი­საშ­ვი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ არის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი.

“არ ვა­პი­რებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის, ამ ღლა­პის კო­მენ­ტი­რე­ბას, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პა­ჟია. ჩვენ ივა­ნიშ­ვილ­თან გვაქვს საქ­მე, კო­ბა­ხი­ძე არის მისი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­რი­ო­ნე­ტი, რომ­ლის­გა­ნაც არა­ფე­რი გა­მო­ვა. კო­ბა­ხი­ძე არის მო­ქო­ქი­ლი თო­ჯი­ნა, რო­მელ­საც ალა­პა­რა­კე­ბენ. ყვე­ლა­ზე უსირ­ცხვი­ლოა, რო­გორც ჩანს, გუნდში და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ჩანს, შე­უძ­ლია ერ­თმა­ნე­თის გა­მომ­რი­ცხა­ვი რა­ღა­ცე­ბი თქვას, ამი­ტომ ვი­ლა­პა­რა­კოთ ფაქ­ტე­ბით.

ფაქ­ტი არის ერთი, რომ საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტეტ­მა გუ­შინ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა ბა­ტონ გა­ხა­რი­ას, მაგ­რამ 55 დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­დან არ გა­ნი­ხი­ლეს და კი­თხვა ჩნდე­ბა, რა­ტომ არ გა­ნი­ხი­ლეს?! სი­მარ­თლე არის ერთი, მათ შე­მო­ი­ღეს დრა­კო­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, იბა­ქი­ბუ­ქეს და შემ­დეგ მო­უ­წი­ათ ამ კა­ნო­ნე­ბის გა­და­დე­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით ანუ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში გაგ­ზავ­ნა - უკან და­ი­ხი­ეს. მათ შე­ეძ­ლოთ დღეს­ვე გა­ნე­ხი­ლათ ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ არ გა­ნი­ხი­ლეს და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ : ბა­ტო­ნო თა­ლაკ­ვა­ძე (თავ­მჯდო­მა­რე -დე ფაქ­ტო მა­ინც ის არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოსი, რო­გორც ჩანს კო­ბა­ხი­ძე ჰყავთ) გა­ნი­ხი­ლეთ ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, და­აკ­მა­ყო­ფი­ლეთ და შე­წყვი­ტეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ნუ აკე­თებთ იმას, რაც თქვენ საქ­მე არ არის, მა­ნევ­რი არ ნიშ­ნავს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას”.

არა­ნა­ი­რი მა­ნევ­რი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არ აქვს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არის ტო­მა­რა­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც აქვს ნუ­ლო­ვა­ნი მა­ნევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მას თუ ჰგო­ნია, რომ მა­ნევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის არის, რომ მისი სა­ხე­ლით მისი ემის­რე­ბი, ელი­საშ­ვი­ლის სა­ხით რომ და­დის და რა­ღა­ცებს და­სი­სი­ნობს, ეგ მა­ნევ­რი არ არის, ეგ არის ის, რომ გა­ტე­ხი­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს და ბო­ლომ­დე მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას აკე­თებ, რაც მათ მო­რალ­ზე მე­ტყვე­ლებს. ელი­საშ­ვი­ლი რომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია დღეს, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია მათ მიერ და ამ გა­ფუ­ჭე­ბულ ადა­მი­ანს და­ა­ტა­რე­ბენ ეთერ-ეთერ და აბ­ჟუ­ტუ­რე­ბენ სი­სუ­ლე­ლე­ებს.

მთა­ვარს ვერ ხვდე­ბი­ან და მე იმე­დი მაქვს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბას შუბლს მი­არ­ტყა­მენ, მიხ­ვდე­ბი­ან ერთ მარ­ტივ რა­ღა­ცას, რომ ჩვენ ვართ უკვე ახალ რე­ა­ლო­ბა­ში და ახალ რე­ა­ლო­ბა­ში თემა - მოდი ეს შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში და მოდი ეს გა­მო­ვი­დეს, აღარ დგას. ახალ რე­ა­ლო­ბა­ში დგას ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რომ თუ გვინ­და გან­ვმუხ­ტოთ კრი­ზი­სი სე­რი­ო­ზუ­ლად, უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ და დღის წეს­რი­გის თემა არ უნდა იყოს შეს­ვლა-გა­მოს­ვლის სა­კი­თხი - დამ­თავ­რდა შეს­ვლა-გა­მოს­ვლა, ვი­საც უნდა შე­ვი­დეს. აგერ ელი­საშ­ვილს, ან ია­გოს “გირჩს” უნ­დათ?! - შე­ვიდ­ნენ.

“გირ­ჩი" რომ ამ­ბობს, შევა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და მერე შე­ვალთ ჩვე­ნო, აქაც ხომ ვი­რეშ­მა­კო­ბას აქვს ად­გი­ლი?! “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” რა უნდა გა­ა­კე­თოს ამის­თა­ნა? - და­წე­რა 36-ვე კაც­მა გან­ცხა­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა­ზე და “გირჩმა” რა­ტომ არ და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა?! ელო­დე­ბი­ან, სა­ნამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ და­წე­რილ გან­ცხა­დე­ბებს უყ­რის კენ­ჭს, ესე იგი, ელო­დე­ბი “ოც­ნე­ბას”, “ოც­ნე­ბამ” ეს გა­და­დო - ესე იგი, მოგ­ცა დრო აქ წყა­ლი აამ­ღვრიო, აქ წყალს ვერ აამ­ღვრევ. ეგ არის ამ სა­ცო­და­ვე­ბის მა­ნევ­რი, ეს არის ამა­თი ტვი­ნი. ვი­საც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს შეს­ვლა - შე­ვი­დეს, ვინც იძა­ხის, ვინ ოხე­რი აკა­ვებს ელი­საშ­ვილს?! ვის რაში სჭირ­დე­ბა ელი­საშ­ვი­ლი?! ელი­საშ­ვი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა” დღეს, არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა მათ­გან, მისი დღის წეს­რი­გი ოპო­ზი­ცი­ის ლან­ძღვაა, მზე ამო­დის ბო­კე­რი­ას გი­ნე­ბით და ჩა­დის უგუ­ლა­ვას გი­ნე­ბით და ახლა “ლელო” და ა.შ.

სპო­ი­ლე­რია ეს კაცი და ვი­საც სპო­ი­ლე­რო­ბა უნდა - წა­ვი­დეს, გან­გრე­ნას სჯობს მო­იკ­ვე­თო ფეხი, თუ მთე­ლი სხე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­გი­ზი­ა­ნოს ანუ ის ოპო­ზი­ცი­ას ვე­ღარ და აღარ წა­მო­ად­გენს და ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს, ამი­ტომ ეს დამ­თავ­რდა, ეს შეს­ვლა-არ შეს­ვლის სა­კი­თხე­ბი. ჰგო­ნი­ათ, ახლა ვახო მეგ­რე­ლიშ­ვილს ან იო­სე­ლი­ანს რომ გა­უგ­ზავ­ნი­ან ვი­ღა­ცებს, ამით რა­ღა­ცას შეც­ვლი­ან. და­ვამ­თავ­როთ მე­გობ­რე­ბო იმი­ტომ, რომ თქვენ ქვე­ყა­ნა გა­ბა­რი­ათ და ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოთ და ეს ქვე­ყა­ნა არის კრი­ზის­ში. ვი­საც უნდა შე­ვი­დეს, რე­ა­ლუ­რი ბო­ი­კო­ტი შემ­დგა­რია და ამას ვერც “გირ­ჩი 2” შეც­ვლის და ვერც ელი­საშ­ვი­ლის ერთი ად­გი­ლის თა­მა­ში”, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
57

ქართული პოლიტკულტურა და შესაბამისად ლექსიკა უმდაბლეს - ზეზვას და მზიას დონეზეა - რაც უგულავას იგივე ადგილი აქვს ნათამაშევი, სხვას როგორ უნდა დააყვედროს

თეა
57

ოპოზიციას და კერძოდ, ბოკერიას ვურჩევ, მოაშორონ უგულავა მედიასივრცეს. ის ყველაში, ოპოზოციის მომხრეებშიც მხოლოდ ანტიპატიას იწვევს. მისი რეიტინგი ნულია და ყოველი გამოსვლის შემდეგ სრულიად ოპოზიციის მიმართაც(რადგან იგი ოპოზიციის ნაწილად აღიქმება) განწყობა უარესდება. მოკლედ, სახლში დააბით. ბოლოსდაბოლოს, თქვით, რომ კორონა აქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა

"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა

"რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში", - ამის შესახებ “ევრპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილი “ქართული ოცნების” მიერ არის გაფუჭებული.

“არ ვაპირებ ირაკლი კობახიძის, ამ ღლაპის კომენტირებას, არასერიოზული ტიპაჟია. ჩვენ ივანიშვილთან გვაქვს საქმე, კობახიძე არის მისი ჩვეულებრივი მარიონეტი, რომლისგანაც არაფერი გამოვა. კობახიძე არის მოქოქილი თოჯინა, რომელსაც ალაპარაკებენ. ყველაზე უსირცხვილოა, როგორც ჩანს, გუნდში და შესაბამისად, როგორც ჩანს, შეუძლია ერთმანეთის გამომრიცხავი რაღაცები თქვას, ამიტომ ვილაპარაკოთ ფაქტებით.

ფაქტი არის ერთი, რომ საპროცედურო კომიტეტმა გუშინ უფლებამოსილება შეუწყვიტა ბატონ გახარიას, მაგრამ 55 დეპუტატის განცხადება ოპოზიციიდან არ განიხილეს და კითხვა ჩნდება, რატომ არ განიხილეს?! სიმართლე არის ერთი, მათ შემოიღეს დრაკონული კანონები, იბაქიბუქეს და შემდეგ მოუწიათ ამ კანონების გადადება განუსაზღვრელი ვადით ანუ ვენეციის კომისიაში გაგზავნა - უკან დაიხიეს. მათ შეეძლოთ დღესვე განეხილათ ჩვენი განცხადებები, მაგრამ არ განიხილეს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ : ბატონო თალაკვაძე (თავმჯდომარე -დე ფაქტო მაინც ის არის, მიუხედავად იმისა, რომ ბოსი, როგორც ჩანს კობახიძე ჰყავთ) განიხილეთ ჩვენი განცხადებები, დააკმაყოფილეთ და შეწყვიტეთ უფლებამოსილება, ნუ აკეთებთ იმას, რაც თქვენ საქმე არ არის, მანევრი არ ნიშნავს კანონის დარღვევას”.

არანაირი მანევრი “ქართულ ოცნებას” არ აქვს, “ქართული ოცნება” არის ტომარაში ჩაგდებული, რომელსაც აქვს ნულოვანი მანევრის შესაძლებლობა. მას თუ ჰგონია, რომ მანევრის შესაძლებლობა ის არის, რომ მისი სახელით მისი ემისრები, ელისაშვილის სახით რომ დადის და რაღაცებს დასისინობს, ეგ მანევრი არ არის, ეგ არის ის, რომ გატეხილი ადამიანი იპოვეს და ბოლომდე მის ექსპლუატაციას აკეთებ, რაც მათ მორალზე მეტყველებს. ელისაშვილი რომ გაფუჭებულია დღეს, გაფუჭებულია მათ მიერ და ამ გაფუჭებულ ადამიანს დაატარებენ ეთერ-ეთერ და აბჟუტურებენ სისულელეებს.

მთავარს ვერ ხვდებიან და მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც რეალობას შუბლს მიარტყამენ, მიხვდებიან ერთ მარტივ რაღაცას, რომ ჩვენ ვართ უკვე ახალ რეალობაში და ახალ რეალობაში თემა - მოდი ეს შევიდეს პარლამენტში და მოდი ეს გამოვიდეს, აღარ დგას. ახალ რეალობაში დგას ერთადერთი საკითხი, რომ თუ გვინდა განვმუხტოთ კრიზისი სერიოზულად, უნდა ვილაპარაკოთ და დღის წესრიგის თემა არ უნდა იყოს შესვლა-გამოსვლის საკითხი - დამთავრდა შესვლა-გამოსვლა, ვისაც უნდა შევიდეს. აგერ ელისაშვილს, ან იაგოს “გირჩს” უნდათ?! - შევიდნენ.

“გირჩი" რომ ამბობს, შევა “ნაციონალური მოძრაობა” და მერე შევალთ ჩვენო, აქაც ხომ ვირეშმაკობას აქვს ადგილი?! “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა უნდა გააკეთოს ამისთანა? - დაწერა 36-ვე კაცმა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და “გირჩმა” რატომ არ დაწერა განცხადება?! ელოდებიან, სანამ “ქართული ოცნება” ამ დაწერილ განცხადებებს უყრის კენჭს, ესე იგი, ელოდები “ოცნებას”, “ოცნებამ” ეს გადადო - ესე იგი, მოგცა დრო აქ წყალი აამღვრიო, აქ წყალს ვერ აამღვრევ. ეგ არის ამ საცოდავების მანევრი, ეს არის ამათი ტვინი. ვისაც გადაწყვეტილი აქვს შესვლა - შევიდეს, ვინც იძახის, ვინ ოხერი აკავებს ელისაშვილს?! ვის რაში სჭირდება ელისაშვილი?! ელისაშვილი “ქართული ოცნებაა” დღეს, არაფრით განსხვავდება მათგან, მისი დღის წესრიგი ოპოზიციის ლანძღვაა, მზე ამოდის ბოკერიას გინებით და ჩადის უგულავას გინებით და ახლა “ლელო” და ა.შ.

სპოილერია ეს კაცი და ვისაც სპოილერობა უნდა - წავიდეს, განგრენას სჯობს მოიკვეთო ფეხი, თუ მთელი სხეული შეიძლება დაგიზიანოს ანუ ის ოპოზიციას ვეღარ და აღარ წამოადგენს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამიტომ ეს დამთავრდა, ეს შესვლა-არ შესვლის საკითხები. ჰგონიათ, ახლა ვახო მეგრელიშვილს ან იოსელიანს რომ გაუგზავნიან ვიღაცებს, ამით რაღაცას შეცვლიან. დავამთავროთ მეგობრებო იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყანა უნდა მართოთ და ეს ქვეყანა არის კრიზისში. ვისაც უნდა შევიდეს, რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც “გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში”, - განაცხადა უგულავამ.

"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს" - იან კელი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე