საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „ლიტერატურული წელი“ და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს
გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „ლიტერატურული წელი“ და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

2020 წელი მალე დას­რულ­დე­ბა. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვე­ჯა­მე­ბი­ნა „გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის“ გან­ვლი­ლი „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წელი“. და ასე­ვე, რჩე­ვა გვე­კი­თხა, სა­ა­ხალ­წლოდ და უქმე დღე­ე­ბის­თვის, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი მო­ვი­მა­რა­გოთ და შე­ვი­ძი­ნოთ სა­ჩუქ­რად.

სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი უკვე დიდი ხა­ნია და­ი­წყო და პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ამ წელს. მრა­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია და გა­მარ­ჯვე­ბა ხვდა წი­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნებს.

ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე - „პა­ლიტ­რა L- ის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

ახა­ლი წელი მო­დის, რაც მთა­ვა­რია, წინ 15 იან­ვრამ­დე უქმე დღე­ე­ბი გვაქვს. ამა­ზე უკე­თეს დროს ვერ იპო­ვით რომ „ჩა­უჯ­დეთ“ წიგ­ნებს, იმი­ტომ რომ დღე­სას­წა­უ­ლი არის იქ, სა­დაც წიგ­ნე­ბია.

გვინ­და, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მოგ­ცეთ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა აჩუ­ქოთ, ან რა შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კი­თხოთ:

სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ვე­ცით წიგ­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც ახა­ლი წელი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - დოქ­ტორ სი­უ­ზის „რო­გორ მო­ი­პა­რა გრინჩმა შობა“ , ასე­ვე, სა­ბავ­შვო მი­მარ­თუ­ლე­ბით,„სან­ტა კლა­უ­სი და მისი ელ­ფე­ბი“ , მაია ლუნ­დეს თოვ­ლის და“ .

„მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის“ სე­რი­ა­ში, ასე­ვე, ირმა მა­ლა­ცი­ძის„ფრიი!“ , ჩარლზ დი­კენ­სის „სა­შო­ბა სიმ­ღე­რა“ . ამ სე­რი­ა­ში კლა­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი და ყვე­ლა წიგ­ნის ბო­ლოს არის კროს­ვორ­დე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და კი­თხვე­ბი წიგ­ნი­დან, რაც მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც და­ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვთან ერ­თად გა­ნი­ხი­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა უფ­რო­სებს, ვი­საც მოგ­წონთ წიგ­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფილ­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი: ჯენი ჰა­ნის - ყვე­ლა ბიჭს რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია“, სე­ლესტ ინ­გის - „ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია“ .

ასე­ვე, მხატ­ვრუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან სულ ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბი გვაქვს: ჯორჯ ორუ­ე­ლის „დაე იშ­რი­ა­ლოს ას­პი­დის­ტრამ“, ტომ ჰენ­ქსის - „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი“, მა­დე­ლინ მი­ლე­რის - „კირ­კე“.

თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი -„პა­ლიტ­რა L- ის“ დი­რექ­ტო­რი:

2020 წელი არა­ვის­თვის იყო მარ­ტი­ვი და მათ შო­რის, არც ჩვე­ნი გა­მომ­ცე­ლო­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, იყო ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს და სტი­მულს გვაძ­ლევს მთელს გუნდს, ვა­კე­თოთ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე.

მოდი, შე­ვა­ჯა­მოთ ჩვე­ნი წარმ­ტე­ბე­ბი:

2020 წელს პრე­მი­ას „საბა“ მი­ი­ღო რა­მაზ ჭი­ლა­ი­ას წიგნ­მა„პო­ე­ტი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა.

სა­ბას ფი­ნა­ლის­ტე­ბი კი იყ­ვნენ: წლის სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რის­თვის, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი წიგ­ნით „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე“. ამ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პრე­მი­ის ფი­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან, ასე­ვე, წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის­თვის ალე­კო შუღ­ლა­ძე წიგ­ნით „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“ და წლის სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნის­თვის თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე, ჯუ­ნოუ დი­ა­ზის წიგ­ნის­თვის „ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და უჩ­ვე­უ­ლო ცხოვ­რე­ბა“. ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა კი ფი­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ თე­მურ ტო­ნია წიგ­ნით „ვი­ნი­ლო­მა­გია ვი­ნი­ლო­მა­ნია“.

წელს გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო პრე­მი­ის ნო­მა­ნა­ცი­ებ­შიც:

სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი წიგ­ნი - თამ­რი ფხა­კა­ძის „ან­ბა­ნი“ გახ­და;

სა­უ­კე­თე­სო ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის „შე­გო­ნე­ბა­ნი“; ილუსტრა­ტო­რი ნანა მელ­ქა­ძე;

სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნე­ბი - თოვ­ლის გუნ­და და პა­ტა­რა თეთ­რი ბუ ტუ­სუ­რა“ და ასე­ვე, „გუნ­და და მისი მე­გობ­რე­ბი“.

ამას­თან ერ­თად, პრე­მია „ლი­ტე­რას“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია ჩვე­ნი მთარ­გმნე­ლი სა­ლო­მე ბე­ნი­ძე რუპი კა­უ­რის წიგ­ნით „რძე და თაფ­ლი“ , ხოლო ფი­ნა­ლის­ტი ახალ­გაზ­რდა მთარ­გნე­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გახ­ლდათ ბექა არა­ბუ­ლი წიგ­ნით, „ეკ­ლე­ბის უფ­ლის­წუ­ლი“.

ასე­ვე „სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია“ ყო­ველ­წი­უ­რად აჯა­მებს წელს, მიმ­დი­ნა­რე წლის „2020 ბესტსე­ლე­რი“ გა­მოვ­ლინ­და

1. ნო­მი­ნა­ცია: ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის წიგ­ნი (მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა)

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: თი­ნა­თინ ბე­რი­ძის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“

2. ნო­მი­ნა­ცია: ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი წიგ­ნი (მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა)

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: ელიფ შა­ფა­ქის „ათი წუთი და ოც­დათ­ვრა­მე­ტი წამი ამ უც­ნა­ურ სამ­ყა­რო­ში“

მთარ­გმე­ლი: ია ქვა­ჩა­ხია

3. ნო­მი­ნა­ცია: ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის სა­ბავ­შვო წიგ­ნი

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: ლელა ცუც­ქი­რი­ძის „თოვ­ლის გუნ­და და პა­ტა­რა თეთ­რი ბუ ტუ­სუ­რა“

4. ნო­მი­ნა­ცია: ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი სა­ბავ­შვო წიგ­ნი

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: „ვინი პუ­ჰის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი“

მთარ­გმნე­ლი: თა­თია ტუ­რაშ­ვი­ლი

5. ნო­მი­ნა­ცია: Nonfiction

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: მარკ მენ­სო­ნის „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“

მთარ­გმნე­ლი: და­ვით ახა­ლა­ძე

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, 2020 წელს გა­მო­ვე­ცით 300-მდე და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი, მათ შო­რის, სა­ბავ­შვო ზღაპ­რე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“, ასე­ვე „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“. ამ წელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­კე­ტა, მა­ინც გვქონ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი ბესტსე­ლე­რე­ბი - მარკ მენ­სო­ნის „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ - ამ პე­რი­ოდ­ში 15.000 ცალ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი თურ­ქი მწერ­ლის ელიფ შა­ფა­ქის ახალ­მა რო­მან­მა „ათი წუთი და ოც­დათ­ვრა­მე­ტი წამი ამ უც­ნა­ურ სამ­ყა­რო­ში“ გა­მოს­ვლის დღი­დან­ვე მო­ი­პო­ვა მკი­თხვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი, 2500 ეგ­ზემპლა­რი მა­ლე­ვე გაქ­რა მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან.

ვფიქ­რობ, რომ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში წიგ­ნი არის ის, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ის­წავ­ლო რა­ღაც ახა­ლი, შე­ი­მეც­ნო, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რო დრო. ამი­ტომ, გირ­ჩევთ, შეხ­ვდეთ ახალ წელს ახალ წიგ­ნებ­თან ერ­თად, სას­წა­უ­ლი ხომ წიგ­ნებ­შია. ბედ­ნი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ ახალ წელს ვუ­სურ­ვებთ ჩვენს მკი­თხვე­ლებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „ლიტერატურული წელი“ და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „ლიტერატურული წელი“ და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

2020 წელი მალე დასრულდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ განვლილი „ლიტერატურული წელი“. და ასევე, რჩევა გვეკითხა, საახალწლოდ და უქმე დღეებისთვის, რომელი წიგნები მოვიმარაგოთ და შევიძინოთ საჩუქრად.

საახალწლო სამზადისი უკვე დიდი ხანია დაიწყო და პანდემიის მიუხედავად, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა ამ წელს. მრავალი ლიტერატურული პრემია და გამარჯვება ხვდა წილად გამომცემლობის წიგნებს.

ანანო თავხელიძე - „პალიტრა L- ის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:

ახალი წელი მოდის, რაც მთავარია, წინ 15 იანვრამდე უქმე დღეები გვაქვს. ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით რომ „ჩაუჯდეთ“ წიგნებს, იმიტომ რომ დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია.

გვინდა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ რა შეიძლება აჩუქოთ, ან რა შეიძლება წაიკითხოთ:

სულ ახლახან გამოვეცით წიგნი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია - დოქტორ სიუზის „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ , ასევე, საბავშვო მიმართულებით, „სანტა კლაუსი და მისი ელფები“ , მაია ლუნდეს თოვლის და“ .

„მოსწავლის არჩევანის“ სერიაში, ასევე, ირმა მალაციძის „ფრიი!“ , ჩარლზ დიკენსის „საშობა სიმღერა“ . ამ სერიაში კლასების მიხედვითაა დაჯგუფებული წიგნები და ყველა წიგნის ბოლოს არის კროსვორდები, სავარჯიშოები და კითხვები წიგნიდან, რაც მშობელსაც და მასწავლებელსაც დაეხმარება ბავშვთან ერთად განიხილოს ნაწარმოები.

რაც შეეხება უფროსებს, ვისაც მოგწონთ წიგნები, რომლის მიხედვითაც ფილმები და სერიალებია გადაღებული: ჯენი ჰანის - ყველა ბიჭს რომლებიც მყვარებია“, სელესტ ინგის - „ყველგან ხანძრის კერებია“ .

ასევე, მხატვრული წიგნებიდან სულ ახალი თარგმანები გვაქვს: ჯორჯ ორუელის „დაე იშრიალოს ასპიდისტრამ“, ტომ ჰენქსის - „არაჩვეულებრივი ეგზემპლარი“, მადელინ მილერის - „კირკე“.

თინათინ ასათიანი -„პალიტრა L- ის“ დირექტორი:

2020 წელი არავისთვის იყო მარტივი და მათ შორის, არც ჩვენი გამომცელობისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, იყო ბევრი წარმატება, რაც ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს მთელს გუნდს, ვაკეთოთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე.

მოდი, შევაჯამოთ ჩვენი წარმტებები:

2020 წელს პრემიას „საბა“ მიიღო რამაზ ჭილაიას წიგნმა „პოეტიკური ჩანაწერები“ ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა.

საბას ფინალისტები კი იყვნენ: წლის საუკეთესო დებიუტანტი ავტორისთვის, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული არჩილ ფირიაშვილი წიგნით „ფეხბურთის მოთამაშე“. ამ ავტორიტეტული პრემიის ფინალისტები არიან, ასევე, წლის საუკეთესო რომანისთვის ალეკო შუღლაძე წიგნით „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ და წლის საუკეთესო თარგმანისთვის თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის წიგნისთვის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“. ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა კი ფინალისტი გახლდათ თემურ ტონია წიგნით „ვინილომაგია ვინილომანია“.

წელს გვყავს გამარჯვებულები იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო პრემიის ნომანაციებშიც:

საუკეთესო პოეტური წიგნი - თამრი ფხაკაძის „ანბანი“ გახდა;

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი - ჭაბუა ამირეჯიბის „შეგონებანი“; ილუსტრატორი ნანა მელქაძე;

საუკეთესო პროზაული წიგნები - თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“ და ასევე, „გუნდა და მისი მეგობრები“.

ამასთან ერთად, პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულია ჩვენი მთარგმნელი სალომე ბენიძე რუპი კაურის წიგნით „რძე და თაფლი“ , ხოლო ფინალისტი ახალგაზრდა მთარგნელის ნომინაციაში გახლდათ ბექა არაბული წიგნით, „ეკლების უფლისწული“.

ასევე „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ ყოველწიურად აჯამებს წელს, მიმდინარე წლის „2020 ბესტსელერი“ გამოვლინდა

1. ნომინაცია: ქართველი ავტორის წიგნი (მხატვრული ლიტერატურა)

გამარჯვებული: თინათინ ბერიძის „მოპარული სიყვარული“

2. ნომინაცია: ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა)

გამარჯვებული: ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში“

მთარგმელი: ია ქვაჩახია

3. ნომინაცია: ქართველი ავტორის საბავშვო წიგნი

გამარჯვებული: ლელა ცუცქირიძის „თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“

4. ნომინაცია: ქართულ ენაზე თარგმნილი საბავშვო წიგნი

გამარჯვებული: „ვინი პუჰის თავგადასავლები“

მთარგმნელი: თათია ტურაშვილი

5. ნომინაცია: Nonfiction

გამარჯვებული: მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“

მთარგმნელი: დავით ახალაძე

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს გამოვეცით 300-მდე დასახელების წიგნი, მათ შორის, საბავშვო ზღაპრები და აქტივობები, თანამედროვე ქართველი ავტორები, თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერები, რომლებიც პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, ბიზნესლიტერატურა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტები, როგორებიცაა სერია „ომებსა და ადამიანებზე“, ასევე „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. ამ წელს, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მაღაზიები რამდენჯერმე დაიკეტა, მაინც გვქონდა გამორჩეული ბესტსელერები - მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ - ამ პერიოდში 15.000 ცალზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველასთვის კარგად ცნობილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ახალმა რომანმა „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში“ გამოსვლის დღიდანვე მოიპოვა მკითხველების სიყვარული და პირველი ტირაჟი, 2500 ეგზემპლარი მალევე გაქრა მაღაზიების თაროებიდან.

ვფიქრობ, რომ ამ რთულ პერიოდში წიგნი არის ის, რაც საშუალებას გაძლევს, ისწავლო რაღაც ახალი, შეიმეცნო, სასიამოვნოდ გაატარო დრო. ამიტომ, გირჩევთ, შეხვდეთ ახალ წელს ახალ წიგნებთან ერთად, სასწაული ხომ წიგნებშია. ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებთ ჩვენს მკითხველებს, მთელ საქართველოს.

რისი შეძენა არ უნდა გამოგვრჩეს ახალ წლამდე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

28 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეოთხე ტომი გამოვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"