საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები
შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა მთე­ლი წელი პან­დე­მი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობ­და, მოხ­და არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლი, რა­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. გთა­ვა­ზობთ წლის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ამ­ბებს:

  • გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა

ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ. და­კარ­გულ ბიჭს 4 დღე უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ. გი­ორ­გი 18 ივ­ნისს, მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო და მას შემ­დეგ ვერ პო­უ­ლობ­დნენ. ვინც იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო, ყვე­ლა დუმ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რაც მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს. სამ­წუ­ხა­როდ, 22 ივ­ნისს გი­ორ­გის ცხე­და­რი მტკვარ­ში იპო­ვეს. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა ისიც, რომ ახალ­გაზ­რდებს შო­რის იმ დღეს აგა­რაკ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, მარ­თა­ლია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ამ კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ იმ ღა­მით მას­თან ერ­თად კი­დევ ხუთ­მა ახალ­გაზ­რდამ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­მა, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ, ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძემ თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა ერ­თად გა­და­წყვი­ტეს. იმ იმე­დით, რომ ტაქსს ქუ­ჩა­ში გა­ა­ჩე­რებ­დნენ, მცხე­თის მა­გის­ტრალს ფე­ხით გა­უყვნენ. თუმ­ცა მალე მათ ჯერ "მერ­სე­დე­სის" მარ­კის მან­ქა­ნა მი­ად­გა, მერე ცოტა ხან­ში "ტო­ი­ო­ტა ქამ­რიც" გა­მოჩ­ნდა და ახალ­გაზ­რდებს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ისიც გა­ირ­კვა, რომ აგა­რაკ­ზე, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თულ ახალ­გაზ­რდებს და­სახ­მა­რებ­ლად ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის ჯგუ­ფი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და სწო­რედ ისი­ნი ჩა­ერ­თნენ ამ კონ­ფლიქ­ტში.

გი­ორ­გის­თან ერ­თად მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წილს ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ნა­წილ­მა კი გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო. გი­ორ­გის კვა­ლი "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­დან“ გად­მო­სუ­ლი მდევ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სას და­ი­კარ­გა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ ხუთ­მა მგზავ­რმა, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მდი­ნა­რე არაგ­ვის ხი­დის ქვეშ, ალ­ყა­ში მო­აქ­ცია, რის გა­მოც გი­ორ­გი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მდი­ნა­რე არაგ­ვის­კენ, ცი­ცა­ბო ბი­ლიკ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო. ისი­ნი ფეხ­ბურ­თელს არაგ­ვის ნა­პირ­ზე წა­მო­ე­წივ­ნენ, სას­ტი­კად სცე­მეს და შემ­დეგ წყალ­ში გა­და­აგ­დეს. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ას­ფიქ­სი­ით, ანუ წყალ­ში დახ­რჩო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. სხე­ულ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა კი სიკ­ვდი­ლამ­დე 10-20 წუ­თით ადრე აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი. მათ შო­რის ექ­ვსი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბა 4 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის, ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლე­ბით. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი 5 პირს წა­რედ­გი­ნა: არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს და ისი­ნი ახლა გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დინ­ში არი­ან. უკვე დას­რულ­და შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­ვსი არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ექ­ვსი­დან სამს, ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ.-ს 5 წლი­თა და 3 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მათ ბრა­ლად ედე­ბო­დათ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით 3 წლი­თა და 9 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა ასე­ვე ბრალ­დე­ბულ ნ.ქ.-ს; რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ ბრალ­დე­ბულს, ზ.ხ-სა და ა.ქ-ს, მათ გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბო­და, რო­გორც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას, ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას. მო­სა­მარ­თლემ ამ ორ ბრალ­დე­ბულს 6 წლი­თა და 9 თვით აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, იუ­რის­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე:

- ჩვენ ძა­ლი­ან დიდ თა­ნაგ­რძნო­ბას ვგრძნობთ დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის, გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან პი­რა­და­დაც, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თაც და ალ­ბათ ამ ხალ­ხის თა­ნად­გო­მამ გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. იყო ძა­ლი­ან დიდი თა­ნად­გო­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, ხში­რად ვფიქ­რობ ხოლ­მე, რომ არა მათი ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა, ჩვენ რას ვი­ზამ­დით, რა უნდა ექნა ერთ კაცს, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს, მა­შინ როცა კონ­კრე­ტულ­მა არ­ხმა სცა­და ამ თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. მოხ­და სა­ო­ცა­რი მხარ­და­ჭე­რა მე­დი­ის და ხე­ლი­დან გა­მო­ტა­ცე­ბა ჩვე­ნი ტრა­გე­დი­ის ამ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის­თვის და ამის­თვის გულ­წრფელ მად­ლო­ბას გიხ­დით თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებს. ასე­ვე ბევ­რი რა­მის ლუსტრა­ცია მოხ­და ჩემ­თვი­საც, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში რომ მოხ­ვდა ეს საქ­მე და მი­ვე­დით იქ, სა­დაც დღეს ვართ. ჯერ ერთი გა­ნა­ჩე­ნი გვაქვს სა­ხე­ზე, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, წინ არის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი და ვე­ლო­დე­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებს. რად­გან ყვე­ლა დე­ტა­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვიცი ამ საქ­მის, ვიცი გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხი, შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

  • თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე

ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლია პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე. გო­გო­ნა 18 ივ­ლისს და­ი­კარ­გა და 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, 22 ივ­ლისს მისი ცხე­და­რი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას, სა­მან­ქა­ნო გზი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით მდგარ მის­სა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იპო­ვეს. ოჯა­ხი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლი იყო და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე და­ი­ხუ­რა, დღემ­დე მათ ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი კვლა­ვაც არ აქვთ. გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცხედ­რის პოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლიც და­ე­მა­ტა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, უწყე­ბი­დან უწყე­ბა­ში და­დი­ო­და და დაგ­რო­ვილ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს ითხოვ­და. და­სა­ხელ­და მკვლე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მო­ტი­ვი. ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბიც, რომ­ლი­თაც ცდი­ლობ­დნენ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ 18-დან 22 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­წე­ვა­ნის ტყე­ში არ იდგა და ის თით­ქოს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს ად­გილ­ზე. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა ექ­სპერ­ტი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­დას­ცა. ფურ­ცხვა­ნი­ძე ცოტა ხნის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა ცი­ხი­დან. ასე­ვე გახ­მა­ურ­და ვერ­სია, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პი­რა­დი ფა­ი­ლე­ბი გა­შიფ­რა, რის გა­მოც ის თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხუთ­თვი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ, 17 დე­კემ­ბერს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე და­ხუ­რა და თქვა, რომ გო­გო­ნამ თავი მო­იკ­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის­თვის. საქ­მის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ. ოჯა­ხი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. იხი­ლეთ სტა­ტი­ე­ბი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე

  • წლის სკან­და­ლი

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა და­ა­კა­ვა. მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მათ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 ჰას ოდე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­თან­ხმე­ბა­თა პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მის ფარ­გლებს გა­რეთ მიქ­ცე­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის - და­ვით­გა­რე­ჯის და­კარ­გვის საფრ­თხის შექ­მნას ედა­ვე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ზღვროს დად­გე­ნის კო­მი­სი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის მთელ პე­რი­ოდ­ში, გა­აჩ­ნდათ 1937-1938 წლე­ბის 1:200 000-იანი მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუკა, თუმ­ცა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის წევ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმა­ლავ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე, რათა არ მო­ეხ­დი­ნათ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ხსე­ნე­ბუ­ლი რუ­კის დე­და­ნი გა­მო­ძი­ე­ბამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა ბრალ­დე­ბულ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რუ­კის ალ­ბო­მებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გავ­ლე­ბი­სას გან­ზრახ გა­მო­ი­ყე­ნეს ისე­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და სა­მარ­თლებ­რი­ვად არ ემ­ყა­რე­ბო­და და არ ასა­ხავ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას მის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი უმ­ძი­მე­სია. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ახლა გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს ელო­დე­ბი­ან. ოპო­ზი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლით წა­მო­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მეა, მე­ლაშ­ვი­ლი და ილი­ჩო­ვა კი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არი­ან.

  • წლის, მე­ტიც, სა­უ­კუ­ნის ყა­ჩა­ღო­ბა

21 ოქ­ტომ­ბერს, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა ეკა­ვა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში აცხა­დებ­და თა­ვის მო­თხოვ­ნებს - ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს და ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ტო­ვებ­ლად უსაფრ­თხო დე­რე­ფანს. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მძევ­ლე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა თავ­დამ­სხმე­ლის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. რო­გორც მოგ­ვი­ნა­ე­ბით გა­ირ­კვა, ის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ბად­რი ესე­ბუა იყო, რო­მე­ლიც ბან­კის შე­ნო­ბი­დან 3 მძე­ვალ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და, მათ­გან ერთ-ერთი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გალ­და­ვა იყო. მას­თან და კი­დევ ორ მძე­ველ­თან ერ­თად ბად­რი ესე­ბუ­ამ ბან­კის ტე­რი­ტო­რია ფუ­ლით სავ­სე ჩან­თით და­ტო­ვა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი სა­მი­ვე მძე­ვა­ლი გა­უშ­ვა და თან­ხით გა­უ­ჩი­ნარ­და. მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. 4 დე­კემ­ბერს ბად­რი ესე­ბუა ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხად­და. 12 დე­კემ­ბერს კი ზუგ­დიდ­ში შსს-მ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა და­ა­კა­ვა. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ძებ­ნილ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცია მას უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მე­ში­ნია, ჩემი შვი­ლი და­კა­ვე­ბი­სას არ მოკ­ლან" - სა­უ­კუ­ნის ყა­ჩა­ღო­ბის რა ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას მამა

  • თავ­დას­ხმა სან­თე­ბე­ლით

ბად­რი ესე­ბუ­ას მიმ­ბაძ­ვე­ლი მალე გა­მო­უჩ­ნდა, ზუგ­დი­დის ბანკზე თავ­დას­ხმი­დან ერთ თვეშ, 20 ნო­ემ­ბერს, ანა­ლო­გი­უ­რი ხელ­წე­რით - ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მი­კორ­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და 17 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ითხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ მისი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი იყო:

აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში;

ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში;

ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ.

თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისიც და­ა­კა­ვეს. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ზუ­რა­ბაშ­ვილს ია­რა­ღი არ ჰქო­ნია და მას მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ხელ­ყუმ­ბა­რის ფორ­მის სან­თე­ბე­ლა ეჭი­რა ხელ­ში. ისიც გა­ირ­კვა, რომ ის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რია, რო­მელ­მაც სახ­ლი სწო­რედ თა­მა­შის გამო და­კარ­გა, ახლა კი იმ ბოლო სა­ცხოვ­რე­ბელ­საც ვა­ლე­ბის გამო კარ­გავ­და, სა­დაც ის დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ახლა პა­ტიმ­რო­ბა­შია, ექ­სპერ­ტე­ბი მის ფსი­ქი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას სწავ­ლო­ბენ.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. იხი­ლეთ სტა­ტი­ე­ბი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
1

ესებუას საქმეზე.. მძევლები სამართალდამცველებმა კიარ გაანთავისუფლეს, თვითონ ესებუამ გაანთავისუფლა. 

თედო
1

და კარგი რამე მოხდა ამ ქვეყანაში? (ეს ისე,,,ვიხუმრე)>>>>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები

შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მთელი წელი პანდემიური შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობდა, მოხდა არაერთი დანაშაული, რამაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გთავაზობთ წლის ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ ამბებს:

  • გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

ქართველი საზოგადოება შეძრა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ. დაკარგულ ბიჭს 4 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. გიორგი 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ერთ-ერთ აგარაკზე ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იყო და მას შემდეგ ვერ პოულობდნენ. ვინც იმ წვეულებაზე იყო, ყველა დუმდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდებმა კარგად იცოდნენ, რაც მოხდა იმ საბედისწერო დღეს. სამწუხაროდ, 22 ივნისს გიორგის ცხედარი მტკვარში იპოვეს. მალევე გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდებს შორის იმ დღეს აგარაკზე დაპირისპირება მოხდა, მართალია გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, მაგრამ იმ ღამით მასთან ერთად კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წამოსვლა ერთად გადაწყვიტეს. იმ იმედით, რომ ტაქსს ქუჩაში გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით გაუყვნენ. თუმცა მალე მათ ჯერ "მერსედესის" მარკის მანქანა მიადგა, მერე ცოტა ხანში "ტოიოტა ქამრიც" გამოჩნდა და ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისიც გაირკვა, რომ აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ ახალგაზრდებს დასახმარებლად ნაძალადევის რაიონიდან რამდენიმეკაციანი სპორტსმენების ჯგუფი ჰყავდა ჩამოყვანილი და სწორედ ისინი ჩაერთნენ ამ კონფლიქტში.

გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა კი გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი "ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას დაიკარგა. გამოძიებით დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. ისინი ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული უამრავი დაზიანება კი სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალი 5 პირს წარედგინა: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს და ისინი ახლა განაჩენის მოლოდინში არიან. უკვე დასრულდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი და ექვსიდან სამს, ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ.-ს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე ბრალდებულ ნ.ქ.-ს; რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს, ზ.ხ-სა და ა.ქ-ს, მათ გამოძიება ედავებოდა, როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მოსამართლემ ამ ორ ბრალდებულს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე:

- ჩვენ ძალიან დიდ თანაგრძნობას ვგრძნობთ დღემდე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის, გვიკავშირდებიან პირადადაც, სოციალური ქსელებითაც და ალბათ ამ ხალხის თანადგომამ გადაგვატანინა ეს ყველაფერი. იყო ძალიან დიდი თანადგომა ჟურნალისტებისგან, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ არა მათი ასეთი აქტიურობა, ჩვენ რას ვიზამდით, რა უნდა ექნა ერთ კაცს, მირიან ნიკოლაძეს, მაშინ როცა კონკრეტულმა არხმა სცადა ამ თემის პოლიტიზირება, მაგრამ არ გამოუვიდა. მოხდა საოცარი მხარდაჭერა მედიის და ხელიდან გამოტაცება ჩვენი ტრაგედიის ამ ბინძური კამპანიისთვის და ამისთვის გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენ, ჟურნალისტებს. ასევე ბევრი რამის ლუსტრაცია მოხდა ჩემთვისაც, როგორც პროფესიონალისთვის. მადლობელი ვარ, რომ ასეთი კვალიფიციური პროფესიონალების ხელში რომ მოხვდა ეს საქმე და მივედით იქ, სადაც დღეს ვართ. ჯერ ერთი განაჩენი გვაქვს სახეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა, წინ არის სასამართლო პროცესები და ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენებს. რადგან ყველა დეტალი და მტკიცებულებები ვიცი ამ საქმის, ვიცი გამოძიების ხარისხი, შესაბამისად, მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ძალიან რეზონანსულია პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე. გოგონა 18 ივლისს დაიკარგა და 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ გოგონა მოკლული იყო და საქმის გამოძიებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე დაიხურა, დღემდე მათ ბევრ კითხვაზე პასუხი კვლავაც არ აქვთ. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ამ ხნის განმავლობაში ოჯახი არ გაჩერებულა, უწყებიდან უწყებაში დადიოდა და დაგროვილ კითხვებზე პასუხებს ითხოვდა. დასახელდა მკვლელობის რამდენიმე მოტივი. ყალბი აღმოჩნდა ე.წ. სატელიტის ფოტოებიც, რომლითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ 18-დან 22 ივლისამდე პერიოდში ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იდგა და ის თითქოს მკვლელობის შემდეგ მიიტანეს ადგილზე. სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ექსპერტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გაყალბებული მტკიცებულებები გადასცა. ფურცხვანიძე ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. ასევე გახმაურდა ვერსია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის პირადი ფაილები გაშიფრა, რის გამოც ის თავიდან მოიცილეს.

პროკურატურამ ხუთთვიანი ძიების შემდეგ, 17 დეკემბერს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა და თქვა, რომ გოგონამ თავი მოიკლა. პროკურატურის ვერსია კატეგორიულად მიუღებელია გარდაცვლილის ოჯახისთვის. საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ. ოჯახი ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. იხილეთ სტატიები ბაჩალიაშვილის საქმეზე

  • წლის სკანდალი

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. მთავარი საგამოძიებო უწყება მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ედავება. დაკავებულებს ბრალი დაახლოებით 3 500 ჰას ოდენობის ტერიტორიის, საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებათა პროცესში, საქართველოს საწინააღმდეგოდ, მის ფარგლებს გარეთ მიქცევასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებს საზღვროს დადგენის კომისიაში საქმიანობის მთელ პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, თუმცა ისინი საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოაჩინა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესია. ბრალდებულები ციხეში გამოკეტილები ახლა გამოძიების დასრულებას და სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს წინა ხელისუფლებისთვის ანგარიშსწორების სურვილით წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, მელაშვილი და ილიჩოვა კი პოლიტპატიმრები არიან.

  • წლის, მეტიც, საუკუნის ყაჩაღობა

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეკავა, სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში აცხადებდა თავის მოთხოვნებს - ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლეს, თუმცა თავდამსხმელის მოთხოვნა დააკმაყოფილეს. როგორც მოგვინაებით გაირკვა, ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუა იყო, რომელიც ბანკის შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გალდავა იყო. მასთან და კიდევ ორ მძეველთან ერთად ბადრი ესებუამ ბანკის ტერიტორია ფულით სავსე ჩანთით დატოვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამივე მძევალი გაუშვა და თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 12 დეკემბერს კი ზუგდიდში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ბიძინა ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. უწყების განცხადებით, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიცია მას უთვალთვალებდა.

იხილეთ ასევე: "მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

  • თავდასხმა სანთებელით

ბადრი ესებუას მიმბაძველი მალე გამოუჩნდა, ზუგდიდის ბანკზე თავდასხმიდან ერთ თვეშ, 20 ნოემბერს, ანალოგიური ხელწერით - ხელში ხელყუმბარით ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკორსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. ლევან ზურაბაშვილი ითხოვდა ჟურნალისტებს გაეხმაურებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო:

აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;

ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;

ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს. მალევე გაირკვა, რომ ზურაბაშვილს იარაღი არ ჰქონია და მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა ხელში. ისიც გაირკვა, რომ ის აზარტული თამაშებით დაზარალებული პირია, რომელმაც სახლი სწორედ თამაშის გამო დაკარგა, ახლა კი იმ ბოლო საცხოვრებელსაც ვალების გამო კარგავდა, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევან ზურაბაშვილი ახლა პატიმრობაშია, ექსპერტები მის ფსიქიურ მდგომარეობას სწავლობენ.

საქმის გამოძიება გრძელდება. იხილეთ სტატიები ზურაბაშვილის საქმეზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

"მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ" - რატომ დაკითხეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?