ავტორი:

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი მასაც ჰქონდა, თუმცა უსიმპტომოდ გადაიტანა.

ამის შესახებ მან ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო. იცით, რომ ვარ რეანიმატოლოგი. ყოველდღიურად შემოვლაზე დაახლოებით 140-145 პაციენტთან მაქვს კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი "პისიარ" ტესტი არ გამოვლენილა.

როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვთ, როდის, რომელ პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს რატიანი.

„მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ

ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით - "დაყოვნების ოთახში მოცდის დრო იზრდება"